2014 წლის მოწვევის საკრებულოს პირველ სხდომაზე, პროფესიით იურისტი ნადირაძე, ფაქტობრივად, საკრებულოს თავმჯდომარის კოტე თავზარაშვილის მთავარ შემნიშვნელად იქცა. პროცედურულ საკითხებზე თავმჯდომარეს წინადადებეს უსწორებდა. იურიდიულ საკითხებში ნაკლებად გამოცდილი კოტე თავზარაშვილი იძულებული გახდა განხილვებში რაიონის გამგეობის იურისტი რეზო გოგიაშვილი ჩაერთო.
ძირითადად, აზრთა სხვადასხვაობა რეგლამენტის და გამგეობის დებულებების პროექტების დამტკიცებამ გამოიწვია. ,,ქართული პარტიის" წარმომადგენლები - თემურ აფხაზაშვილი და თეო ტლაშაძე სხდომის გადადებას, მოუმზადებლობის გამო, ითხოვდნენ.
,,ჩვენი წინადადებაა გავეცნოთ მასალებს, შესაძლოა შენიშვნები გვქონდეს და ამის შემდეგ დავამტკიცოთ დებულებები" - განაცხადა აფხაზაშვილმა.
კოტე თავზარაშვილის განმარტებით, უმჯობესია, პროექტები პირველივე სხდომებზე დამტკიცდეს, ხოლო შემდგომ სხდომებზე, მისაღები შენიშვნების გათვალისწინებით, ცვლილებების შეტანა არ იქნება პრობლემაო.
სხდომის გადადებას ასევე არ დაეთანხმა მარლენ ნადირაძე, მაგრამ მას რეგლამენტთან დაკავშირებით შენიშვნა ჰქონდა: ,,რეგლამენტში გიწერიათ, რომ ფრაქციების შექმნა პირველივე სხდომებზე მოხდეს. ამოღებულ იქნეს სიტყვა ,,პირველივე სხდომა" და დარჩეს დანარჩენი" - თქვა ნადირაძემ.
,,რომ არა მარლენ ნადირაძე, შესაძლოა, მომდევნო სხდომებზე ჩვენ ფრაქციის შექმნასთან დაკავშირებით, პრობლემები შეგვქმნოდა. სწორედ, მაგას ვამბობთ, რომ მასალებს არ ვიცნობთ და შესაძლოა სხვა შენიშვნებიც გამოჩნდეს" - ცხარობდა თემურ აფხაზაშვილი. სიგარეტის მოსაწევად შესვენების გამოცხადება კი ორჯერ ითხოვა.
საბოლოოდ, კოტე თავზარაშვილმა საკრებულოს წევრებს რეგლამენტი, სიტყვა ,,პირველივე სხდომის" გარეშე, დაამტკიცებინა.
დისკუსია გამგეობის და სამსახურების დებულებებმაც გამოიწვია. კოტე თავზარაშვილი ითხოვდა, რომ ყველა დებულება ერთხმად და ერთბაშად დამტკიცებულიყო. მარლენ ნადირაძემ განაცხადა, რომ ყველა დებულება ცალ-ცალკე უნდა დამტკიცდეს. პროცედურა ასე მოითხოვსო.
პროცედურების დაცვის მოთხოვნით კი ,,ქართული პარტიის" წევრმა აფხაზაშვილმა სხდომა რამდენჯერმე დატოვა.
დღის წესრიგით გათვასლიწინებული 20-ზე მეტი საკითხის განხილვა დროში ვერ ესწრებოდა. საკრებულოს უმრავლესობის წევრები ფრაქციებს და კომისიების ხელმძღვანელების დანიშვნების ცნობად მიღებას შეუდგნენ. აფხაზაშვილი ხელს აწევა-დაწევამ ისე შეაწუხა, რომ დარბაზის დატოვება გადაწყვიტა:
,,წინადადება შემომაქვს, სიგარეტის მოწევა მინდა და კენჭი ვუყაროთ. ,,პროცედურებს არ იცავთ, სიგარეტი მაინც მომაწევინეთ" - თქვა აფხაზაშვილმა. მისი თქმით, არ იქნება პრობლემა, თუკი დებულებები მომდევნო სხდომებზე დამტკიცდება.
საუბარში რაიონის გამგებელი დავით ონიაშვილი ჩაერთო: ,,ჩვენ თუ დღეს დებულებებს არ დავამტკიცებთ, ფაქტობრივად, გამგეობა და სამსახურები მუშაობას ვერ იწყებს. ხალხმა იმიტომ აგვირჩია, რომ მუშაობა დავიწყოთ. ხალხს არ აინტერესებს, დებულება დამტკიცდება თუ არა" - განაცხადა ონიაშვილმა.
დებულებები დამტკიცდა. სამსახურის დებულებები ერთბაშად დაამტკიცეს. ,,ქართული ოცნების" წევრმა მარლენ ნადირაძემ კი აღშფოთება ისევ ვერ დამალა:
,,რატომ აძლევთ ოპონენტებს რაღაცის თქმის საფუძველს? სულ 5 წინადადებების თქმა უნდა. დებულებები ცალ-ცალკე უნდა დამტკიცდეს, რატომ შეგყავთ შეცდომაში დეპუტატები" - აღნიშნა მარლენ ნადირაძემ, ამჯერად, უკვე გამგეობის იურისტის რეზო გოგიაშვილის მისამართით.
რეზო გოგიაშვილის ძალისხმევით კი საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა სამსახურების დებულებები ამჯერად ცალ-ცალკე წამოადგინა. ,,ერთბაშად" დამტკიცებულები დებულები ხელახლა უკვე ცალ-ცალკე დაამტკიცეს.
ამასობაში დღის15 საათიც შესრულდა, ამ დროს კი ქალაქის საკრებულოს პირველი სხდომა უნდა დაწყებულიყო.
რაიონის საკრებულოს თავმჯდომარემ კოტე თავზარაშვილმა დარჩენილი საკითხების განხილვა ორი დღით გადადო: ,,ჩვენ უბრალოდ შესვენებას ვაცხადებთ ორშაბათამდე. ფაქტობრივად, ის კვლავ პირველი სხდომა იქნება" - აღნიშნა თავზარაშვილმა.
მარლენ ნადირაძე, ჯერ კიდევ, 2006 წლის მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე 2007 წლის სექტემბრამდე, დაპატიმრებამდე იყო. ის ოქრუაშვილის გუნდში იყო. 2012 წელს ხელისუფლებაში კოალიცია ,,ქართული ოცნების" მოსვლის შემდეგ პატიმრობიდან პოლიტიკური პატიმრის სტატუსით გათავისუფლდა, ხოლო უფლებები აღიდგინა. 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებზე კი სოფელ ტინისხიდის მაჟორიტარ დეპუტატად იყარა კენჭი, სადაც დამაჯერებლად მოიგო.
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები