საცხოვრებელი სახლის დატბორვის გამო შექმნილი მდგომარეობის გასაცნობად, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია ადგილზე ჩავიდა. მინისტრის გარდა, სოფელ ფლავისმანში მელიორაციის დეპარტამენტის წარმომადგენლები და გეოლოგებიც იმყოფებოდნენ.
რამდენიმედღიანი კვლევების შედეგად სპეციალისტებმა სოფლის განაპირას არსებული ტირიფონის სარწყავი არხის ჩაკეტვის გადაწყვეტილება მიიღეს, რადგან არხში წყლის დონის დაკლების შემდეგ სახლების დატბორვის მიზეზის დადგენა შესაძლებელი გახდეს.
,,ვითარება მარტივი ნამდვილად არ არის, სოფლის მოსახლეობა, ამ ფაქტის მიზეზად, არხის წმენდის სამუშაოებს ასახელებს, თუმცა, ზუსტ მიზეზს სპეციალისტები დაადგენენ. მდგომარეობას ართულებს ის ფაქტი, რომ აღნიშნული სარწყავი არხით უამრავი სოფელი სარგებლობს, მისი გადაკეტვა კი, ბევრ სირთულეს შექმნის და მოსახლეობის სერიოზულ უკმაყოფილებას გამოიწვევს. ჩემი გადაწყვეტილებით, რაიონის საკრებულოს მიერ იქნება შექმნილი ზარალის დამთვლელი კომისია, რომელიც უახლოეს მომავალში ადგილზე მოახდენს ოჯახებში სიტუაციის შესწავლას და ზარალის დათვლას’’- განაცხადა შიდა ქართლის გუბერნატორმა ზურაბ რუსიშვილმა.
სოფლის მეურნეობის სამინისტრო, მელიორაციის სამსახური, ადგილობრივი ხელისუფლება და საქმეში ჩართული ყველა უწყება თავიანთ განცხადებებში იმ სამუშაოების შესახებ საუბარს ,,ერიდება", რომელიც ტირიფონის ხელახლა ,,მშენებლობას" უკავშირდება.
ტირიფონის რეაბილიტირებული მაგისტრალური არხი 2013 წლის მაისში გაიხსნა, რომელსაც საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მაშინდელი მინისტრი დავით ნარმანია, სოფლის მეურნეობის მაშინდელი მინისტრის მოადგილე დავით შერვაშიძე, USAID-ის საქართველოს მისიის დირექტორის მოადგილე როი პლაკნეტი, მუნიციპალური განვითარების ფონდის აღმასრულებელი დირექტორის მოადგილე თეიმურაზ მურღულია და საქართველოს გაერთიანებული სამელიორაციო სისტემების კომპანიის დირექტორი ვაჟა კირტავა დაესწრნენ.
იმ დროს, შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრისთვის მიწოდებული პრესრელიზით, ცნობილი გახდა, რომ კონფლიქტის ზონაში ტირიფონი-სალთვისის საირიგაციო სისტემის რეაბილიტაციას საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ამერიკის შეერთებული შტატების განვითარების სააგენტოს (USAID) დაფინანსებით ახორციელებდა. პროექტის საერთო ღირებულება 13 მლნ 365 ათასი ლარს შეადგენდა.
სამუშაოები 2012 წლის აგვისტოში დაიწყო, არხის სრული რეაბილიტაცია 2013 წლის ბოლომდე უნდა დასრულებულიყო და მას ქართული სამშენებლო კომპანია შპს "მშენებელი 80" ახორციელებდა.
ტირიფონის მაგისტრალური არხის გახსნის შედეგად, გორის მუნიციპალიტეტის 23 სოფლის 5000 ჰექტარი მიწა ირწყვება, აქედან 5 ოსური სოფლის - ზემო არცევის, გოიაანთკარის, ოტრევის, მაქსიაანთ უბნისა და წინაგარის დაახლოებით 700 ჰექტარი სასოფლო-სამურნეო ფართობი სარწყავი წყლით იყო უზრუნველყოფილი. ტირიფონის მაგისტრალურ არხში წყალი მდინარე პატარა ლიახვიდან ჩაედინება.
სამუშაოების სრულად დასრულების შემდეგ ტირიფონის სარწყავი სისტემის რეაბილიტაციით განსაზღვრული იყო 8500 ჰექტრამდე 14 სოფლის სარწყავი სისტემის რეაბილიტაცია. ეს სოფლებია: ერგნეთი, მეღვრეკისი, ბროწლეთი, ტირძნისი, თერგვისი, კარბი, ქერე, ტყვიავი, ფლავი, ფლავისმანი, ქვეში, ქიწნისი, მარანა, კარალეთი.
2008 წლამდე ტირიფონის საირიგაციო სისტემით გორის მუნიციპალიტეტის სოფლების დიდი ნაწილი სარგებლობდა, მაგრამ აგვისტოს ომის შემდეგ დე ფაქტო ხელისუფლებამ არხი გადაკეტა.
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები