,,ამჟამად ზაფხულია, ხალხი მეურნეობითაა დაკავებული და ხალხს შეხვედრებისთვის ვერ მოვაცდენთ. როდესაც დააბინავებენ მოსავალს, მერე უკვე შესაძლებელი იქნება მათთან შეხვედრა" - აცხადებს ბიუროს ხელმძღვანელი თამარ შალამბერიძე, რომელსაც დეპუტატის საქმიანობის შესახებ ვკითხეთ რაიონში.
თამარ შალამბერიძე იმ საქმიანობების შესახებ საუბრობს, რომლებსაც პარლამენტარი 2012 წლის ნოემბრიდან ახორციელებს. მაგალითად, ლერი ხაბელოვის ,,შეფობით" სოფელ კეხიჯვრის გზა მოასფალტდა, სოფელ რუისში გაზიფიცირების სამუშაოები მიმდინარეობს; ტარდება ლერი ხაბელოვის ,,პრიზის" ტურნირები ჭიდაობაში და სპორტის სხვადასხვა სახეობაში და ა.შ.
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები