,,ყოველ გაწვევაზე ძალიან დიდი გეგმა მოგვდის, ეს ძირითადად ქსნის კოლონიის ხარჯზე ხდება. ქსანი კი ჩვენ არ გვეკუთვნის, მცხეთას ეკუთვნის და იქ წვევამდელების გამოძახებას სულ ჩვენ რატომ გვავალებენ?" - ამბობს შაქარაშვილი.
როგორც გაირკვა, სასჯელაღსრულების სამინისტროს შესაბამის დეპარტამენტს ქსნის კოლონია კასპის მუნიციპალიტეტის დაქვემდებარებაში ჰგონია. ამის შესახებ დეპარტამენტი გამგეობის სამხედრო აღრიცხვის სამსახურმა არაერთხელ გააფრთხილა, მიუხედავად ამისა, 2014 წლის საშემოდგომო გაწვევისთვის ქსნის კოლონიის დასაცავად ე.წ. ,,ნადზორების" შეკრება კვლავ კასპს დაევალა.
2014 წლის საგაზაფხულო გაწვევის პერიოდში სულ 2582 წვევამდელი გაიწვიეს.
2582 გასაწვევი მოქალაქიდან საქართველოს შინაგან სქმეთა სამინისტროს გასამხედროებულ ქვედანაყოფებში გასაწვევთა რაოდენობა 1200 წვევამდელით განისაზღვრა; საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულების - სასჯელაღსრულების დეპარტამენტის გარე დაცვისა და ბადრაგირების მთავარი სამმართველოს გარე დაცვის სამმართველოში გასაწვევ მოქალაქეთა რაოდენობა - 782 წვევამდელით, ხოლო საქართველოს თავდაცვის სამინისტროს შეიარაღებული ძალების ქვედანაყოფებში გასაწვევი მოქალაქეების რაოდენობა 600 წვევამდელით განისაზღვრა.
2013 წელს ჯამში 10 000-მდე წვევამდელი იქნა გაწვეული, რითაც სრულად დაკმაყოფილდა ძალოვან უწყებათა მოთხოვნები.
სავალდებულო სამხედრო სამსახურში გაწვევას ექვემდებარებიან 18-დან 27 წლამდე ასაკის ის მოქალაქეები, რომლებსაც არ აქვთ სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევისაგან გათავისუფლების ან მისი გადავადების უფლება. მოქალაქე, რომელიც მიიღებს შეტყობინებას გამწვევ კომისიაზე გამოცხადების ან სამხედრო სამსახურში გაწვევის შესახებ, ვალდებულია, შესაბამის სამსახურში მითეთებულ ვადაში გამოცხადდეს.
ფოტო: საგაზაფხულო გაწვევა, საქართველოს რეგიონული და ინფრასტრუქტურის სამინისტროს პრესსამსახურის ფოტო,
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები