საკრებულოს წევრებმა, მათ შორის ოპოზიციამაც და პოზიციამაც, დადგენილების პროექტში დაფიქსირებული ამ ჩანაწერების ამოღება მოითხოვა. პროექტი იურიდიულ კომისიას უკან დაუბრუნეს და მასში ცვლილებების შეტანა მოითხოვეს. კერძოდ ის, რომ 500 ლარი მიეცეს ყველას, ანაზღაურებადსაც და არაანაზღაურებადს; ასევე ამ 500 ლარის ხარჯვის დამადასტურებელ დოკუმენტეს, მხოლოდ, მოხსენებითი ბარათის სახე მიეცეს.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა საკრებულოს წევრებს შეახსენა 2010 წლის მოწვევის საკრებულოს მიერ ანალოგიური შინაარსით მიღებული იმ გადაწყვეტილების მიზანი, რომელიც სწორედ 500 ლარის გაცემას ითვალისწინებდა. იმ პერიოდში, ნაციონალური მოძრაობის საკრებულოს წევრები ამბობდნენ, რომ ეს ნორმა საკრებულოს არაანაზღაურებად წევრების სასარგებლოდ მიიღეს.
ამჯერად, გორის რაიონის საკრებულოში 13 ანაზღაურებადი წევრია. ესენი არიან: საკრებულოს თავმჯდომარე, მისი მოადგილე, 5 კომისიის და 6 ფრაქციის თავმჯდომარე. მათი დარიცხული ხელფასი 1000 ლარზე მეტია.
შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა საკრებულოს წევრებისგან ის არგუმენტები მოისმინა, თუ რატომაა საჭირო 500 ლარი ჩვეულებრივ უხელფასო წევრთან ერთად, ხელფასიანმა თანამდებობის პირებმაც მიიღონ.
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები