რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
სტატიები
გამგეობის ,,მასშტაბური" მარცხი საკრებულოში

 

გამგეობის ინტერესებს სხდომაზე იურიდიული სამსახურის წარმომადგენელი რევაზ გოგიაშვილი უშედეგოდ იცავდა. მანამდე საკრებულოს წევრები იმაზე იყვნენ გაბრაზებულები, რომ არაანაზღაურებად დეპუტატებს თვეში 5 ლარი გამოუწერეს. ეს პროექტიც ჩააგდეს. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი უკვე წერდა.

 

,,გამგეობას უფრო მეტი სამუშაო აქვს, ის ყოველდღიურ რეჟიმში სამინისტროებთან და სხვა და სხვა სამსახურის წარმომადგენლებთან მუდმივ კომუნიკაციაშია" - აცხადებდა გამგეობის იურისტი რევაზ გოგიაშვილი.

 

,,საკრებულოს წევრებს, რა ნაკლები კომუნიკაცია ჭირდება? თუ ასე გაგრძელდა, საკრებულო ვერ იმუშავებს" - თქვა კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრმა პარტია ,,კონსერვატორებიდან" გოგი რაზმაძემ.

 

საკრებულოს წევრი ხათუნა ხათაშვილი,კოალიცია ,,ქართული ოცნებიდან" და პარტია ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრი, ამბობს, რომ საკრებულოს წევრები გამგეობის თანამშრომლებთან ერთად პროექტების განხორციელებაში აქტიურად არიან ჩართულები: ,,ჩვენ თითქმის ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში ვართ. საკრებულო ეს არის გამგეობის მაკონტროლებელი ორგანო და ამიტომ ჩვენც აქტიურად ვართ ჩართული მუშაობაში" - აცხადებს ხათუნა ხათაშვილი. მისი აზრით, საკრებულოს წევრებს ამ მაკონტროლებელი მუშაობის განსახორციელებლად არანაკლები ხარჯი (სატელეფონო) ჭირდება.

 

ერთი სიტყვით, საქმე გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებისთვის სატელეფონო ლიმიტის დაწესების განკარგულებას  ეხება. განკარგულების მიხედვით, გამგებელს ყოველთვიურად 90 ლარი; მის მოადგილეს - 70 ლარი; ადმინისტრაციული სამსახურის უფროსს 50 ლარი; სხვა სამსახურის ხელმძღვანელებს 30 ლარი; განყოფილების უფროსებს 20 ლარი; ხოლო ჩვეულებრივ საჯარო მოხელეებს 5 ლარი უნდა მისცემოდათ. ეს პროექტი სხდომაზე საფინანსო - საბიუჯეტო კომისიის თავმჯდომარემ, ატენის მაჟორიტარმა წევრმა სოსო ვანიშვილმა წარადგინა.

 

ხმის მიცემის დროს სოსო ვანიშვილის წარდგენილ პროექტს მხარი, მხოლოდ, 5-მა დეპუტატმა დაუჭირა: კოტე თავზარაშვილმა (საკრებულოს თავმჯდომარე); სოსო ვანიშვილმა. ივანე არჩუაძემ (კარალეთის მაჟორიტარი წევრი); ლიანა კოვზიაშვილმა (ხიდისთავის მაჟორიტარი წევრი) და ლექსო ბუზიაშვილმა (მეჯვრისხევის მაჟორიტარი წევრი).

 

დანარჩენმა წევრებმა, მათ შორის ,,ქართული ოცნების" წარმომადგენლებმა, ,,ნაციონალური მოძრაობის" და ,,ქართული პარტიის" წარმომადგენლებთან ერთად,  ხელი იმ დროს ასწიეს, როდესაც გაისმა კითხვა: ,,ვინ არის წინააღმდეგი?"

 

,,ეს არის ოცნების სირცხვილი" - შედეგების დაფიქსირების შემდეგ ვერ მოითმინა მეჯვრისხევის მაჟორიტარმა, ,,ქართული ოცნების" წევრმა ლექსო ბუზიაშვილმა.

 

იხილეთ კენჭისყრის ამსახველი ვიდეომასალა

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი

07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.

20:07 / 07.06.2015
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების

01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.

15:28 / 01.06.2015
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას

28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს. 

00:56 / 29.05.2015
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

05:03 / 27.05.2015
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

20:22 / 26.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.