,,ასეთი შედეგი არც ერთმა მაჟორიტარმა წევრმა დადო" - ამაყობს დარბიაშვილი.
ბლიც-ინტერვიუში გიორგი დარბიაშვილი საკუთარი გამოცდილების და განათლების შესახებ გვიყვება. ინტერვიუს ჩაწერის დროს, ასევე, ,,ნაციონალურ მოძრაობასთან" ასოცირებულ ორგანიზაციის - ,,თავისუფალი ზონა" - გავრცელებული ინფორმაცია კულტურის სამსახურში, მუსიკალური განყოფილების კუთხით მისი დანიშვნის თაობაზე, ვკითხეთ.
,,თავისუფალი ზონის" მიერ გავრცელებული ინფორმაცია მცდარი აღმოჩნდა, რადგან თვითმმართველობის კოდექსის მიხედვით მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობით ორგანოს წევრს მუნიციპალიტეტის აღმასრულებელ ორგანოში მუშაობის უფლება არ აქვს.
რაც შეეხება დარბიაშვილის გამოცდილებას, განათლებას და სოფელ ახალქალაქში გამოთქმულ გამონათქვამებს, გიორგი დარბიაშვილი ამის შესახებ შემდეგ კომენტარს აკეთებს: იხ. ვიდეო
ფოტოზე: ორი პოპულარული კასპელი: გიორგი დარბიაშვილი და მარეხ ყამბეგაშვილი
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები