რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
სტატიები
დაცარიელებული ,,დია", მიუღებელი პირობები და გამოცხადებული ვაკანსია

 

,,წარმოიდგინეთ, რა მოხდებოდა ჩვენ რომ ამ ხელშეკრულებაზე ხელი მოგვწერა? ხვალ ან ზეგ მივიღებდით ასეთ დავალებას. ვფიქრობთ, რომ ეს 2016 წლის არჩევნებზე იყო გათვლილი, რადგან რამდენჯერმე მომავალი არჩევნები ახსენეს" - ამბობს ჟურნალისტი ნინო ჩიბჩიური, რომელიც ,,დიას" საინფორმაციო სამსახურს ხელმძღვანელობდა.

 

ოთარ კვირიკაშვილი, რომელიც ,,ბიზნეს-სექტორის" წამყვანი იყო, დირექტორის დავით მელაძის ჩატარებულ თათბირს იხსენებს: ,,ეს ადამიანი ნასვამ მდგომარეობაში იყო მუდმივად. ისეთი შეურაცხყოფა მიაყენა გუნდს, რომ იქ რომ რამე არ მოხდა, ჩვენი მოთმინების შედეგია." - ამბობს ოთარ კვირიკაშვილი.

 

ჟურნალისტები ტელეკომპანიაში ხელშეკრულების გარეშე მუშაობდნენ. მოულოდნელად, 2014 წლის 19 სექტემბერს შეიტყვეს, რომ ვებ-გვერდზე www.jobs.ge ტელეკომპანიის ხელმძღვანელობამ ჟურნალისტის ვაკანსიების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა. ამ ფაქტმა საგანგებო თათბირის გამართვა დააჩქარა.

 

ჟურნალისტებს ხელშეკრულების ნიმუშები დაურიგეს.  ვალდებულებები ჟურნალისტებისთვის მიუღებელი აღმოჩნდა. ხელშეკრულების ნიმუში კახეთის საინფორმაციო ცენტრს ჩაუვარდა ხელთ. 

 

ციტატა სტატიიდან: „კონტრაქტორი ვალდებულია პროფესიონალური მოთხოვნების ფარგლებში შეასრულოს დამქირავებლის ყველა ბრძანება, ისეთი ვალდებულებების ჩათვლით, რომლებიც უნდა შესრულდეს არასამუშაო საათებშიც“ [მუხლი 2. პუნქტი 2.6].

 

„დამქირავებელი დაუქვითავს კონტრაქტორს ხელფასიდან ისეთ თანხას, რომელიც საჭიროა კანონმდებლობით დადგენილი გადასახადებისა და სახელმწიფო მოსაკრებლების დასაფარად“ [მუხლი 8].

 

„კონტრაქტორი ვალდებულია აანაზღაუროს მის სწავლაზე ან კვალიფიკაციის ამაღლებაზე გაწეული ხარჯები იმ შემთხვევაში, თუ იგი შეწყვეტს ხელშეკრულებას ერთი წლის განამავლობაში“ [მუხლი 12.3].

 

„კომპანიასთან შრომითი ხელშეკრულების გაფორმების დროს, კონტრაქტორი ვადებულია კომპანიას მიაწოდოს შემდეგი ინფორმაცია, როგორც საკუთარ თავზე, ასევე ოჯახის წევრებზე: ინფორმაცია იმ ორგანიზაციებზე, სადაც კონტრაქტორს ან მის ოჯახის წევრს გააჩნია ფინანსური ინტერესი; სამსახურებრივი ურთიერთობა ან შრომითი ხელშეკრულება სხვა ორგანიზაციასთან; კრედიტორები“ [კონტრაქტის დანართი N2, თავი 9].

 

„შპს „ტელეკომნპანია დია“-ს მიერ დაქირავების გათვალისწინებით, ამ შეთანხმების ხელისმომწერი დაქირავებული პირი თანახმაა არ განახორციელოს პირდაპირი თუ ირიბი კონკურენცია კომპანიის ბიზნესთან და მის მემკვიდრეებსა ან/და ნდობით აღჭურვილ პირებთან სამუშაოზე ყოფნის განმავლობასა ან/სა სამუშაო დროის დასრულებიდან 3 (სამი) წლის განმავლობაში, სამუშაოს დასრულების მიზეზის ან/და მოტივის მიუხედავად.


შეთანხმებაში გამოყენებული ტერმინი „არ გამოიწვიოს კონკურენცია“ ნიშნავს, რომ დაქირავებული პირი არ უნდა ფლობდეს, მართავდეს, მოქმედებდეს, კონსულტაციას უწევდეს ან/და არ უნდა იყოს დასაქმებული არსებული კომპანიის ძირეულად მსგავს, ან/და მასთან კონკურენციაში მყოფ ბიზნესში, რომელშიც აღნიშნული კომპანია დაქირავების ვადის განმავლობაში მნიშვნელოვნად არის ჩართული.

 

წინამდებარე შეთანხმება კონკურენციის არ გაწევის შესახებ გავრცელდება და სრულ ძალასა და მოქმედებაში იქნება დაქირავების ვადის დასრულების დღიდან სამი წლის განმავლობაში“ [დანართი N3 – დამქირავებელ პირთან მისი მხრიდან კონკურენციის არ გაწევის შესახებ შეთანხმება]. წყარო http://ick.ge/articles/19495-i.html

 

ტელეკომპანია „დიას“ დირექტორის მაია ტატულაშვილის განმარტებით, თანამშრომლებისთვის შეთავაზებულ კონტრაქტში ის კანონის საწინააღმდეგოს ვერაფერს ხედავს.

 

„მინდიოდა მათი გადამზადება – დატრენინგება. შესაბამისად, ვუთხარი, თუ თქვენ მე გასწავლით ამ ყველაფერს, უნდა მქონდეს გარანტია, რომ სამი წელიწადი არ გადახვალთ კონკურენტ ორგანიზაციაში. ისინი მეუნებოდნენ სიტყვიერად, ჩვენ არ ვაპირებთ წასვლას, მაგრამ მე მჭირდებოდა გარანტია. თან ვერ მიყვებოდნენ იმ ტემპს რა ტემპსაც ხელმძღვანელობა სთავაზობდა განვითარების კუთხით“, – განაცხადა ტატულაშვილმა ტელეკომპანია „რუსთავი 2“–თან საუბარში.

 

შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს ,,დიას" ხელმძღვანელები მაია ტატულაშვილი და დავით მელაძე ტელევიზიის ოფისში არ დაგვხვდნენ. არ უპასუხეს სატელეფონო ზარებს.

 

საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველოს მონაცემებით შპს ტელეკომპანია „დია“ 1996 წლის 10 აპრილს არის რეგისტრირებული. კომპანიის 100%–იანი წილის მფლობელი გურამ გოგოლაძეა, რომელიც ასევე ფლობს: საცურაო აუზს რუსთავში („არენა“), სასტუმროს ბაკურიანში („პრიმა 2010“, 100%), მინისა და ფაიფურის ნაწარმის საცალო ვაჭრობის მაღაზია („ელიტ სერვის გრუპი“ 35%), ტურისტული სააგენტო („პრაიმ ტური“, 50%) და კიდევ რამდენიმე კომპანიას: შპს „პრესტიჟს“ (34%), შპს „ჩინა სტარს“ (100%), „კალაუბანს“ 25%, „ეკო გრუპს“ (41.6%), „ამერიკან ჰოტელ სერვისს“ (16.5%) და ქართული სპორტის ინსტიტუტს (შპს „პეგასის“ მეშვეობით). იგი არის ასევე საქართველოს ეტლით მოსარგებლეთა რაგბის ფედერაციის პრეზიდენტი და ნორდიკული ფედერაციის თანადამფუძნებელი. 2014 წლის თებერვლის მონაცემებით ტელეკომპანია „დია“ დაახლოებით 800 აბონენტს უწევს მომსახურებას საკაბელო ტელევიზიით.

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი

07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.

20:07 / 07.06.2015
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების

01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.

15:28 / 01.06.2015
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას

28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს. 

00:56 / 29.05.2015
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა. 

05:03 / 27.05.2015
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს  8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია. 

20:22 / 26.05.2015
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.