პრემიერ-მინისტრმა გოლები, ძირითადად, მეორე ტაიმში თბილისის კარში გაიტანა. ამ დროს კარებს ალექსანდრე ჭიკაიძე აღარ იცავდა. თბილისის გუნდს ენერგეტიკის მინისტრი კახა კალაძე, სპორტის მინისტრი ლევან ყიფიანი, სოფლის მეურნეობის მინისტრი ოთარ დანელია, ინფრასტრუქტურის მინისტრი ელგუჯა ხოკრიშვილი, გორის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი იდავდნენ. მინისტრების გვერდით ცნობილმა ქართველმა ფეხბურთელებმა გიორგი დემეტრაძემ, კახა ცხადაძემ, გიორგი ქინქლაძემ, ლევან კობიაშვილმა, მიხეილ ყაველაშვილმა, გიორგი ანჩაბაძემ, მამუკა მაჭავარიანმა, დავით მუჯირმა, გიორგი რევაზიშვილმა, ალექსანდრე იაშვილმა, გიორგი ლომაიამ, ალექსანდრე ამისულაშვილმა და ლევან სალუქვაძემ ითამაშეს.
ცხინვალის ,,ლიახვში" ოსი ეროვნების 8 ფეხბურთელი თამაშობს, დანარჩენი ქართველია. გუნდის კაპიტანია ვალერი ჯელიევი ამბობს, რომ გუნდში მეგობრული განწყობაა.
ცხინვალის ,,ლიახვს" სპონსორები აფინანსებენ. გორის მაჟორიტარი დეპუტატი სოსო ვახტანგაშვილი ამ სპონსორების ვინაობას ჯერ-ჯერობით არ ასახელებს.
,,თავის დროზე თამარაშენის ,,ლიახვი" რომ იყო, ბევრი ცხინვალელი თამაშობდა იქ. შემდეგ როდესაც კავშირები აღდგა, გორის ,,დილაში" გადმოვიყვანეთ ერიკ გაბარაევი. ეს მოხდა ერთი წლის წინ. გორის ,,დილასთან" ერთად მან დიდ წარმატებებს მიაღწია. შემდეგ მისი დახმარებით ოს სპორტსმენებთან დამყარდა კავშირი და გამოთქვეს სურვილი, რომ ითამაშონ ჩვენთან ცხინვალის გუნდში" - განაცხადა სოსო ვახტანგაშვილმა.
ცხინვალის ,,ლიახვი", ამჟამად, საქართველოს ჩემპიონატში მონაწილეობს.
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები