,,გილოცავთ სულ ყველას. სუს-ის უფროსები შეიცვალნენ და ამიერიდან ვინ იქნება გამგებლის და მისი წარმომადგენლების მფრაველები ეხლა ვნახავთ. როგორც უნდათ ისე ანაწილებდნენ თანხებს" - განაცხადა ბეჟიტაშვილმა.
ვახტანგ ბეჟიტაშვილმა, თელიანი-სასირეთის თემში, 2014 წლის 15 ივნისის თვითმმართველობის არჩევნებისას დამოუკიდებელი სტატუსით იყარა კენჭი და გაიმარჯვა. მანამდე ის კოალიცია ,,ქართული ოცნების" წევრი იყო.
როგორც თავად ამბობს, არჩეულ დეპუტატს გამგეობის თანამშრომელი მას არაფერს ეკითხება.
30.10.2014
იხ. ვიდეო
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები