გორის მერიამ ქალაქის საკრებულოს ბიუჯეტის პროექტი 2014 წლის 15 ნოემბერს წარუდგინა. კომისიებმა გაფართოებულ სხდომაზე შენიშვნები მოამზადეს. როგორც გაირკვა, კომისიების გაფართოებულ სხდომაზე საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ზურაბიშვილი არ იმყოფებოდა.
,,როდესაც ვნახე თქვენს მიერ მომზადებული შენიშვნები, თითქმის, უმრავლესობა დაუსაბეთებელია." - განუცხადა ნინო ზურაბიშვილმა ,,ქართული პარტიის" წარმომადგენელს ილია მეტრეველს; ,,თავისუფალი დემოკრატების" წევრებს - თამარ თედლიაშვილს და დავით წეწვაძეს; ,,ნინო ბურჯანაძე - ერთიანი ოპოზიციის" წარმომადგენელს ზურაბ როსებაშვილს და ,,ლეიბორისტ" ზაზა მეზვრიშვილს.
მაგალითად, ოპოზიცია მოითხოვს, რომ საგზაო მოძრაობის მოწესრიგებით მიზნით დაგეგმილი უსაფრთხოების კუნძულების გაკეთების ნაცვლად, ქალაქში მინისტადიონი გაკეთდეს.
,,ეს არის ზოგადი მოთხოვნა. აქ არ არის კონკრეტული დასაბუთება იმისა, თუ რატომ ვეუბნებით უარს მერიას უსაფრთხოების კუნძულების გაკეთებაზე." - თქვა ნინო ზურაბიშვილმა.
,,ყველა გორელები ვართ, ვიცით, რაც ხდება ქალაქში. გაიზარდა ავარიები თუ რა?" - თქვა ,,თავისუფალმა დემოკრატმა" თამარ თედლიაშვილმა.
,,რესპუბლიკელი" დავით რაზმაძე ამბობს, რომ ბიუჯეტში მცირე შენიშვნები აქვს. ,,იმიტომ არ მაქვს შენიშვნები, რომ ძალიან მწირე თანხები აქვთ. თითოეული საკითხი გაწურული აქვთ და დეტალურად აქვთ გაწერილი თანხები. მე მიმაჩნია, რომ უნდა გავზარდოთ შემოსავლები და ქალაქის გარეუბანში არსებული მიწების პრივატიზაცია მოხდეს შესაბამის ფასებში. ამით დაახლოებით 2 მლნ ლარის მობილიზება გახდება შესაძლებელი" - აცხადებს დავით რაზმაძე.
იხ. ვიდეო
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები