რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ნაყიდას ამბავი - ევროპაში გაქცეული პირველი გორელი მოქალაქე
1634 წელს გორიდან ევროპაში გაიქცა ვინმე ნაყიდა, რომელიც შემდგომში
ანდრია ლოპომანით გახდა ცნობილი. ამ ფაქტის გამო, გორის მოსახლეობამ
საჩივრით მიმართა მეფე როსტომს, მარიამ დედოფალსა და პატრიარქ ევდემოზ
I დიასამიძეს (1532-1642).
როცა როსტომი ქართლში გამეფდა, ბრძანება გამოსცა: ვინც ისლამის გარდა, სხვა სარწმუნოებას მიიღებდა, სიკვდილით დაისჯებოდა.
გამჟღავნდა, რომ გორელმა ნაყიდამ კათოლიკობა მიიღო. ნაყიდას გამო გორში ანტიკათოლიკური გამოსვლა მოეწყო. მართლმადიდებლებმა ერთ-ერთი კათოლიკური ტაძარი დაანგრიეს.
,,შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ნასყიდა/ანდრიას საკითხის გამო დონ პიეტრო ავიტაბილე, ეს განსწავლული და გამოცდილი პატრი, იძულებული გახდა, საქართველოდან წასულიყო და ანდრიაც თან წაეყვანა. ამას მაფიქრებინებს ავიტაბილეს მიერ ალეპოდან კათოლიკე ფიდეს სამდივნოში გაგზავნილი 1638 წლის 16 სექტემბრის წერილი, რომელშიც მან საკმაოდ დაწვრილებით აღწერა ანდრიას გაკათოლიკების გამო ქართლის სამეფოში გადატანილი შიში და შეურაცხყოფა კათალიკოსისა და ქართველი და სომეხი მოსახლეობისგან." - აღნიშნავს ისტორიკოსი ელდარ მამისთვალიშვილი, რომელმაც ეს ამბავი ახალ სამეცნიერო ნაშრომში: - ,,ვინ იყვნენ XVII-XVIII საუკუნეთა საქართველოს კათოლიკენი?" - შეიტანა.
პატრიარქმა პიეტრო ავიტაბილე, გორის მისიონის ხელმძღვანელი, თავისთან დაიბარა და განრისხებულმა უსაყვედურა: "როგორ გაბედე ჩემი ქართველები ფრანკების წესზე მოაქციეო"; "ანდრია ნაკუწ-ნაკუწად უნდა ვაქციო, ამას არ ვიზამდი, ფრანკი რომ არ გამხდარიყოო".
მეფის ბრძანება, ფაქტობრივად მართლმადიდებლობას იცავდა. უფრო მეტიც, 1775 წელს ერეკლე II-მ გრიგორიანელი სომხების კათოლიკობაზე გადაყვანაც აკრძალა: "ვინც კათოლიკობას მიიღებს, ჯარიმად გადაიხდის 350 რომაულ სკუდის. ხოლო "განიდევნოს მისიონერი, რომელიც კათოლიკე სარწმუნოებას შეუერთებს რომელსამე სომეხ მწვალებელს".
ელდარ მამისთვალიშვილი: ,,მოხმობილი მაგალითები მართლმადიდებლების კათოლიკობაზე მოქცევის კანონის საფუძველზე აკრძალვის მაჩვენებელია, მაგრამ ქვეყანაში არსებობდა ტრადიციული და მორალური აკრძალვები, რომლებიც მრავალი ათეული წლის განმავლობაში მოქმედებდა. მას მტკიცედ იცავდნენ მართლმადიდებლები, მით უმეტეს, რომ კათოლიკობაზე გადაყვანისათვის ზემოქმედების ძალადობრივი, ეკონომიკური და სოციალური ხასიათის ბერკეტები ქვეყნაში არ მოქმედებდა. გვაქვს რამდენიმე შემთხვევა, როდესაც პოლიტიკური ან რელიგიური მოსაზრებით კათოლიკობა აღიარეს ქართველმა მოღვაწეებმა (სანიმუმუშოა სულხან-საბა ორბელიანისა და ანტონ II კათალიკოსის ხვედრი მათთვის კათლიკობის აღირებაში ბრალის დადებისა და გასამართლების გამო“.
ისტორიკოსი აღნიშნავს, რომ თვითონ მისიონერებიც ერიდებოდნენ ქართველი მართლმადიდებლების გაკათოლიკებას. ამის თაობაზე რომიდანაც აფრთხილებდნენ მათ. თუ მაინც რომელიმე ქართველი მართლმადიდებელი გახდებოდა კათოლიკე, ასეთი ფაქტი საიდუმლოდ უნდა შეენახათ, რადგან მათთვის კარგად იყო ცნობილი, როგორი რეაქცია მოჰყვებოდა მართლმადიდებლების მხრიდან პატრების ამგვარი მოქმედების გახმაურებას.
ცოტა ხანში კიდევ ერთი ქართველი გაკათოლიკდა. ეს ბარძიმ ერისთავის შვილი იყო. პატრი ჯულიო კრემონელიმ 1690 წელს რომის პაპს მისწერა, რომ ის იყო ყველაზე შესანიშნავი პირი ამ სამეფოში, ანუ ქართლში.
ჯულიო კრემონელი წუხდა იმის გამო, რომ ვაითუ ბარძიმ ერისთავის მიერ მისი პროზელიტობის შესახებ რომში გაგზავნილი ქართულად დაწერილი წერილის მთარგმნელმა გაახმაუროს კათოლიკეთათვის ეს სასიხარულო, მაგრამ ქართველი მართლმადიდებლებისათვის სამწუხარო ამბავიო.
„საჭიროა, შეატყობინოთ მის მთარგმნელს“, – წერს ჯულიო, – „რომ გაჩუმდეს და ამ ბატონის გაკათოლიკებაზე არც წერილითა და არც სიტყვით არავის არა უთხრას. რათა (ბარძიმ ერისთავს – ე. მ.) არავითარი წინააღმდეგობა შეემთხვეს იმაში, რის აღსრულებასაც ფიქრობს და არც ამას რაიმე უსიამოვნება ემიზეზოს. ასევე უნდა დააბაროთ იმ მონაზონებს, რომლებიც თბილისში მოდიან“.
პატრებს რომ პრაგმატული ინტერესებით ითმენდნენ საქართველოში, კარგად ჩანს რომში გაგზავნილი წერილებიდან.
ელდარ მამისთვალიშვილი: ,,ირკვევა, რომ ხელისუფლებასა და პატრებს შორის გარკვეული გარიგება არსებობდა, რომელიც გულისხმობდა პატრების მიერ ქართველი მეფეების და ქართველი მოსახლეობის კარგ დახასიათებას რომის პაპებისა და კარდინალების წინაშე, რომელთა აზრს ანგარიშს უწევდნენ ევროპის სახელმწიფოთა მესვეურები. სამაგიეროდ, ქართველი ხელისუფალნიც რომში გაგზავნილ წერილებში აქებდნენ პატრებსა და მათ საქმიანობას.“
დოკუმენტური და ნარატიული წყაროების მიხედვით, მოწინავე ადამიანებს, განსაკუთრებით კი პოლიტიკოსებს, კარგად ესმოდათ, რომ კათოლიკე მისიონერების ზურგს უკან იდგა დასავლეთ ევროპის ერთ-ერთი უდიდესი პოლიტიკური გავლენის მქონე რომის პაპი, რომლის სიტყვას მნიშვნელობა ჰქონდა იმ ქვეყნების აღმოსავლურ პოლიტიკაში, რომელთაგან სამხედრო, პოლიტიკურ და ფინანსურ დახმარებაზე საქართველოში ოცნებობდნენ.
გორელი ისტორიკოსის, ელდარ მამისთვალიშვილის აზრით, XVII-XVIII საუკუნეებში გამოკვეთილად გამოჩნდა ქართველი მეფე-მთავრებისა და საქართველოს ეკლესიის ნამდვილი დამოკიდებულება რომის ეკლესისადმი, ხელისუფლებისა და პოლიტიკოსების ორმაგი სტანდარტი – კათოლიკობის მომხრეობა კათოლიკურ ქვეყნებთან დიპლომატიური ურთიერთობისას, კათოლიკეების დევნა-შევიწროება შიგნით.
ქართველთა ასეთი განწყობილება და მათი კათოლიკური რიტუალისა და ეკლესიის მოწყობისადმი ბუნებრივი ინტერესი, პატრებს თითქოსდა ქვეყნის ყველა საზოგადოებრივი ფენისა და თვით საეკლესიო პირების კათოლიციზმზე მოქცევის ილუზიას უქმნიდა. პატრების ასეთი სულისკვეთებითაა განმსჭვალული რომში გაგზავნილი რელაციები, რომლებშიც ხან გულწრფელი რწმენით, ხან კი თვალშისაცემი შეგნებული გაზვიადებით გაცხადებულია, თითქოს სულ მალე და ადვილად კათოლიციზმს აღიარებდა მეფე და მისი კარი, თავადაზნაურობა და მათი მსახურნი, გლეხები და მოქალაქენი. მაგრამ, როდესაც ამ იმედების გამართლება არ ხდებოდა, ზოგიერთი ცალკეული შემთხვევის გარდა, ისინი მიზეზს თავიანთ შეცდომებში ეძებდნენ, თითქოს თვითონ აკლებდნენ მცდელობას, რომიდან არ იყო ჯეროვანი დახმარება და სხვ.
ეკლესია არის კათოლიკე მისიონერების მიერ აგებული. მნიშვნელოვანია ცნობა 1628 წლის 14 დეკემბრის, როდესაც ორი მისიონერი - პადრი ამბროზიო და მორჩილი პეტრე გორს ეწვია ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილით მეფე თეიმურაზ I-თვის გადასაცემად.
თეიმურაზმა დიდი პატივით მიიღო. მადლიერების ნიშნად მათი თხოვნა დააკმაყოფილა: გორში ერთი სახლი, ერთი პატარა მართლმადიდებლური ეკლესია (სპარსთა ომისაგან დაზიანებული დიდად) რამოდენიმე სოფელი და ყმა უბოძა.
1632 წლისათვის მისიონერებმა გორში თეიმურაზის მიერ ნაბოძვარის ეკლესიის შეკეთება დაასრულეს და წმ. პეტრეს ეკლესია უწოდეს (მ. თამარაშვილი გვ. 116) ეკლესია ისეთი ლამაზი ყოფილა ყველას მოწონებას იმსახურებდა. მოგვიანებით მეფე თეიმურაზის კეთილგანწყობა მისიონერების მიმართ შეიცვალა, იმის გამო, რომ ხალხის ლათინთა სარწმუნოებისაკენ მიდრეკა დაიწყეს. მას შემდეგ ტაძარს არაერთხელ უცვლია სახე.
ამჟამინდელი ტაძარი აგებულია 1806-10 წწ. როგორც კათოლიკური ეკლესია. 1920 წ. ძლიერ დააზიანა მიწისძვრამ. საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში მოთავსებული იყო გორის სამუსიკო სკოლა. 1990-იან წწ. ტაძარი გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ფოტოზე: გორის ,,ფრანგების" ეკლესია, ამჟამად, მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი

პოლიტიკური
ვითარება

ნიშნავდა თუ არა კათოლიკობა ევროპულ
კურსს?

მეფე-მთავრების პოლიტიკის ორმაგი
სტანდარტი

,,ფრანგების" ეკლესია - ამჟამად საკათედრო
ტაძარი
ეკლესია არის კათოლიკე მისიონერების მიერ აგებული. მნიშვნელოვანია ცნობა 1628 წლის 14 დეკემბრის, როდესაც ორი მისიონერი - პადრი ამბროზიო და მორჩილი პეტრე გორს ეწვია ქეთევან დედოფლის წმინდა ნაწილით მეფე თეიმურაზ I-თვის გადასაცემად.
თეიმურაზმა დიდი პატივით მიიღო. მადლიერების ნიშნად მათი თხოვნა დააკმაყოფილა: გორში ერთი სახლი, ერთი პატარა მართლმადიდებლური ეკლესია (სპარსთა ომისაგან დაზიანებული დიდად) რამოდენიმე სოფელი და ყმა უბოძა.
1632 წლისათვის მისიონერებმა გორში თეიმურაზის მიერ ნაბოძვარის ეკლესიის შეკეთება დაასრულეს და წმ. პეტრეს ეკლესია უწოდეს (მ. თამარაშვილი გვ. 116) ეკლესია ისეთი ლამაზი ყოფილა ყველას მოწონებას იმსახურებდა. მოგვიანებით მეფე თეიმურაზის კეთილგანწყობა მისიონერების მიმართ შეიცვალა, იმის გამო, რომ ხალხის ლათინთა სარწმუნოებისაკენ მიდრეკა დაიწყეს. მას შემდეგ ტაძარს არაერთხელ უცვლია სახე.
ამჟამინდელი ტაძარი აგებულია 1806-10 წწ. როგორც კათოლიკური ეკლესია. 1920 წ. ძლიერ დააზიანა მიწისძვრამ. საბჭოთა პერიოდში ეკლესიაში მოთავსებული იყო გორის სამუსიკო სკოლა. 1990-იან წწ. ტაძარი გადაეცა საქართველოს მართლმადიდებელ ეკლესიას.
ფოტოზე: გორის ,,ფრანგების" ეკლესია, ამჟამად, მართლმადიდებლური საკათედრო ტაძარი
ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები