რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის რესტორნების მფლობელები ერთობლივი შეხვედრის გამართვას გეგმავენ
საქართველოს შრომის ინსპექციის ხელმძღვანელის განცხადებით, იმ რესტორნების მიმართ, რომლებიც 6 თებერვალს თვითნებურად გაიხსნება, საჯარიმო სანქციები იქნება გამოყენებული. ბექა ფერაძის თქმით, ხელისუფლებასა და სარესტორნო ბიზნესის წარმომადგენლებს შორის, მუდმივი კომუნიკაცია არსებობს. იგი იმედს გამოთქვამს, რომ უმრავლესობა მთავრობის რეკომენდაციებს გაითვალისწინებს.

2021 წლის 6 თებერვალს, კორონავირუსის პანდემიის პირობებში დაწესებული შეზღუდვების მიუხედავად, თბილისში, რესტორნების გარკვეული ნაწილს გახსნიან. შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი ბექა ფერაძე აცხადებს, რომ ამ რესტორნების წარმომადგენლები არ წარმოადგენენ უმრავლესობას.

რას ფიქრობენ გორის რესტორნების მფლობელები, ამის თაობაზე, ჯერ გადაწყვეტილება მიღებული არა აქვთ. როგორც რესტორან ,,ნაჭარმაგევის'' წარმომადგენელმა გვითხრა, ადგილობრივი ბიზნესმენები ერთობლივ შეხვედრას გეგმავენ და პოზიცია უახლოეს 2 დღეში გახდება ცნობილი.

,,ჩვენ უკვე ერთობლივი შეხვედრის გამართვა დავგეგმეთ. ბუნებრივია, ვისაუბრებთ ამ პრობლემებზე და იმაზეც, თუ რას გავაკეთებთ 6 თებერვალს. ამიტომ, შევჯერდებით ერთობლივ პოზიციაზე და უხლოეს ორ დღეში გაგაცნობთ," - გვითხრა რესტორან ,,ნაჭარმაგევის'' წარმომადგენელმა.

შრომის ინსპექციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ 6 თებერვლამდე არაფერი შეიცვლება, ხოლო ის სანქციები, რომლის გამოყენებას აპირებს, არის შემდეგი: ,,ჯარიმა 2 000 ლარი ფიზიკური პირის, ხოლო 10 000 ლარი იურიდიული პირის მიმართ, ხოლო განმეორება იწვევს სისხლის სამართლებრივ პასუხისმგებლობას, რაც ასევე იწვევს ობიექტის დალუქვას",- აღნიშნა მან.

"ეს არის არა რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა, არამედ გარკვეული ჯგუფი, რომელიც მსგავს მოთხოვნებს აყენებს. ჩვენ ბევრ რესტორანთან გვაქვს კომუნიკაცია, რომელიც გვეუბნება, რომ მათთვის დღეს არაა პრიორიტეტული სამუშაოების განხორციელების უფლების მიღება, რადგან სხვადასხვა მიმართულებით გარკვეული პრობლემები წარმოექმნებათ. რესტორნების აბსოლუტური უმრავლესობა სრულად იზიარებს მოთხოვნებს და მიჰყვება მთავრობის მიერ დაანონსებულ ეტაპობრივი გახსნის პროცესს, ამას სრული პასუხისმგებლობით ვამბობ. ამასთან, არის გარკვეული ჯგუფი, რომელიც ამბობს, რომ მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია გახსნა, ამიტომ ამ ორი ჯგუფის ინტერესები უნდა იყოს შეჯერებული. ჩვენ საჭიროების შემთხვევაში, კიდევ შევხვდებით მათ, გვექნება კომუნიკაცია და ამიტომ, მაქვს იმედი, რომ შაბათს მათი მხრიდან ასეთი რადიკალურ ღონისძიებები არ იქნება განხორციელებული",-აღნიშნა ბექა ფერაძემ.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, რესტორნებში კორონავირუსის გავრცელების რისკი მაღალია, ამიტომ გახსნისას თანმიმდევრობის დაცვა აუცილებელია.

"რისკი რესტორანში შეფასებულია გლობალურად და ამასთან დაკავშირებით მტკიცებულება არსებობს, რომ არის საკმაოდ მაღალი, რადგან რესტორანში ადამიანი ვერ იყენებს ნიღაბს, რაც არის დაცვის მთავარი საშუალება. ახლა რაც შეეხება რესტორნების გახსნას, როგორც იცით, აქ ვსაუბრობთ თანმიმდევრულ გახსნაზე და პირველ რიგში გახსნა შეეხება იმ მაქსიმალურად აუცილებელ ბაზისურ სერვისს, რაც არის საზოგადოების უდიდესი ნაწილისთვის აუცილებელი - საზოგადოებრივი ტრანსპორტი, შემდეგ ამას ეტაპობრივად მოყვება სკოლა. თუ ჩვენ თანმიმდევრობაზე ვსაუბრობთ, ეს არის ლოგიკური თანმიმდევრობა. ასეც არის დაგეგმილი.

ფოტოზე: რესტორან ,,ნაჭარმაგევის'' ღია სივრცე

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
14:11 / 24.11.2024
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.