რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ზემო ორმოცი - დაცარიელებულ სოფელში პანდემიის დროს
სოფელი ზემო ორმოცი ტანას ხეობაში იმ ადგილას მდებარეობს, სადაც ორი
მდინარე, ბალანისხევი და ტანა ერთმანეთს ერთვის. სოფელი 90-იან
წლებამდე ეთნიკური ოსებით იყო დასახლებული, თუმცა მათი უმრავლესობა
ვლადიკავკაზში გადასახლდა. დღეს აქ მხოლოდ სამი ოჯახი ცხოვრობს
მუდმივად. მათ შორისაა ჯუბე ბუქულაშვილისა და გულნარა გაზაშვილის
ოჯახი, რომელიც რთული პირობების მიუხედავად, სოფლის მიტოვებას არ
აპირებს.
ფოტოზე: გულნარა გაზაშვილი-ბუქულაშვილი
ბუქულაშვილების ოჯახში ახლა 13 წლის გოგონა იზრდება. ეს ერთადერთი მოსწავლეა ამ სოფლიდან, რომელმაც 1-ელი თებერვლიდან სწავლა ბოშურის სკოლაში გააგრძელა. მანამდე კი, მუხედავად ინტერნეტის უქონლობისა ონლაინ-გაკვეთილებს მაინც ესწრებოდა:
,,კლასში სულ ორი მოსწავლე ვართ. ახლა მარშუტკით დავდივარ, ყოველ დილით - ხიდამდე ჩავდივარ და იქიდან მივყვები ხოლმე. ჩემი კლასელი სკოლასთან ახლოს ცხოვრობს, ბოშურში, მანამდე კი, გაკვეთილები რომ მქონდა გარეთ სადაც დავიჭერდი მობილურ ინტერნეტს - იქ დავჯდებოდი და ვესწრებოდი ხოლმე." - გვიყვება ნინი ბუქულაშვილი.
ქართული ენა და ლიტერატურა მისი საყვარელი საგანია და უნდა რომ მომავალში ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი გამოვიდეს.
ფოტოზე: ნინი ბუქულაშვილი სოფელში სტუმრად მყოფ თანატოლებთან ერთად
ჩვენი სტუმრობისას სოფელი თოვლით აჭრელებული დაგვხდა. ოდესღაც აქ ყველა სახლის საკვამურიდან ღუმელში დანთებული ცეცხლის კვამლი ამოდიოდა, თუმცა დღეს სახლებამდე მისასვლელი გზა ჯერ კიდევ გაუტკეპნავი თოვლითაა გათეთრებული.
ნელი თათხაშვილის ოჯახი ერთ-ერთია იმ სამი ძირძველი ოჯახიდან, რომელიც ორმოცში დარჩა. როგორც გვითხრა, კორონავირუსიც კი აქ, მთაში გადაიტანა.
,,მთელ ოჯახს გვქონდა. ტელეფონზე მირეკავდნენ და ეგრე გვამოწმებდნენ. ძალიან რთულად გადავიტანე, მაგაზე საშინელი არაფერი ყოფილა თურმე. ამბულატორია ბოშურშია და ბოშურის ამბულატორიის ექიმი გვაქცევს ყურადღებას. არა მარტო ჩვენ, მთელ ხეობას" - გვეუბნება ნელი.
სოფელში არც მაღაზიაა, არც მედ-პუნქტი და არც სხვა სახის დაწესებულება. ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურების მიღება ორმოცელებს მეზობელ სოფელ ბოშურში უხდებათ. ხშირად ბოშურამდე გზას ფეხით გადიან, ასე იყო პანდემიის პერიოდში, როცა ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდული იყო.
ბოშურამდე სოფელი ქვემო ორმოცია, შემდეგ ქვემო ბოშური, შემდეგ კი, - ზემო ბოშური. ამ სოფლების მოსწავლეებს მიკროავტობუსი ემსახურება.
ჩვენი სტუმრობისას სოფლის ცენტრში ადგილობრივები ტრაქტორის გარშემო შეკრებილიყვნენ და ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ მის შეკეთებას:
,,ამ ტრაქტორზე ვართ დამოკიდებულები - გვითხრა ნელი თათხაშვილმა. - სოფელში წყალი არა გვაქვს. ერთი წყარო გვაქვს და სასმელია, თუ სარეცხი წყალი იქიდან ამოგვაქვს. იმდღეს იყვნენ ამოსულები, გაღმა ბეტონი ჩაასხეს, მილებიც მოიტანეს; დანარჩენი თქვენ გააკეთეთო! - გვითხრეს, ჰო და ვაკეთებთ ამ ტრაქტორს. მარტო მიწის გათხრა და მილების ჩაყრა უნდა, სათავე უკვე გაკათებულია."
სოფელში დარჩენილ სამ ოჯახს უგზოობა ისედაც აწუხებდა, პანდემიის გამო კი ამ პრობლემას ტრანსპორტის შეზღუდვაც დაემატა.
,,ახლა რომ გორში წასვლა დაგვჭირდეს, ხო ნახეთ რამხელა გზაა, უნდა გამოვიძახოთ ტაქსი, თან ცუდი გზის გამო აქამდე ვერ ამოდიან პატარა მანქანები და ქვემო უბნამდე ჩვენ უნდა ჩავიდეთ ფეხით, მერე იქიდან გავყვეთ. არა გვაქვს იმდენი შემოსავალი, რომ რამდენჯერაც დაგვჭირდება, იმდენჯერ ტაქსით ვიაროთ. სანამ ტრანსპორტს აკრძალავდნენ, მანამდე მარშუტკა დადიოდა და იმით ვმგზავრობდით." - გვითხრა გულნარა გაზაშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის ამ მთიან სოფელში 13 სახლი დგას.
,,ზამთარ-ზაფხულს მუდმივად მხოლოდ 3 ოჯახი ვცხოვრობთ. დანარჩენი 10 სახლი გაყიდულია. ვინც გაყიდა, ისინი აღარ ცხოვრობენ საქართველოში. ხოლო ვინც იყიდა, ისინი ქალაქში ცხოვრობენ და დრო და დრო ამოდიან ხოლმე,"" - ამბობს გულნარა გაზაშვილი.
პანდემიის გამო ამ ზამთარს სოფელი დაცარიელებულია, ზემო ორმოცში ასვლა წელს ახალმოსახლეებმა ვეღარ მოახერხეს.
,,ზაფხულში იმდენი ხალხი იყო აქ, რომ ტევა აღარ იყო, მაგრამ რაც ეს პანდემია დაიწყო ვეღარ ახერხებენ ისე მალ-მალე ამოსვლას; თან სოფელში თუ ბევრი მაცხოვრებელია, ის ელემენტარული პრობლემებიც დაგავიწყდება კაცს"- გვეუბნება ნელი თათხაშვილი.
ცუდი გზის, უწყლობის, უგაზობის და კომუნიკაციის ნაკლებობის ფონზე, მთავარ პრობლემად აქაურებს მაინც ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობა მიაჩნიათ. როგორც ამბობენ, შეუძლიათ იყოლიონ პირუტყვიც, მოიყვანონ მოსავალიც, მაგრამ სარგებლის მიღებას ნაკლებად ელიან.
,,მე მაგალითად, საქონელიც მყავს და ფრინველიც, მაგრამ სად დავაბინაო, ის ადგილი არ მაქვს, არც საშუალება მაქვს რომ ავაშენო; ხეს ვერ მოვჭრი... ის კი არა - შეშასაც ვყიდულობთ, გაზი ჩვენ არ გვაქვს და აქ კიდევ ღუმელის გარეშე ვერ გათბები" - ამბობს ჩვენთან საუბრისას ნელი.
მეზობლების მსგავსად ბუქულაშვილებსაც უჭირთ. მათ ოჯახში არც პენსიონერი ცხოვრობს და არც სოციალური დახმარების კატეგორიის ოჯახს მიუკეთვნებიან, რომ ყოველთვიურად რაიმე შემოსავალი ჰქონდეთ სახელმწიფოსგან. ოჯახის დიასახლისის თქმით, მხოლოდ არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი ერთჯერადი შემწეობა მიიღეს.

ფოტოზე: ნელი თათხაშვილი
შვილიშვილთან ერთად
სოფელში არც მაღაზიაა, არც მედ-პუნქტი და არც სხვა სახის დაწესებულება. ყველა ამ ზემოთ ჩამოთვლილი მომსახურების მიღება ორმოცელებს მეზობელ სოფელ ბოშურში უხდებათ. ხშირად ბოშურამდე გზას ფეხით გადიან, ასე იყო პანდემიის პერიოდში, როცა ტრანსპორტით გადაადგილება შეზღუდული იყო.
ბოშურამდე სოფელი ქვემო ორმოცია, შემდეგ ქვემო ბოშური, შემდეგ კი, - ზემო ბოშური. ამ სოფლების მოსწავლეებს მიკროავტობუსი ემსახურება.
ფოტოზე: ნელი თათხაშვილის
შვილიშვილი
ჩვენი სტუმრობისას სოფლის ცენტრში ადგილობრივები ტრაქტორის გარშემო შეკრებილიყვნენ და ერთობლივი ძალებით ცდილობდნენ მის შეკეთებას:
,,ამ ტრაქტორზე ვართ დამოკიდებულები - გვითხრა ნელი თათხაშვილმა. - სოფელში წყალი არა გვაქვს. ერთი წყარო გვაქვს და სასმელია, თუ სარეცხი წყალი იქიდან ამოგვაქვს. იმდღეს იყვნენ ამოსულები, გაღმა ბეტონი ჩაასხეს, მილებიც მოიტანეს; დანარჩენი თქვენ გააკეთეთო! - გვითხრეს, ჰო და ვაკეთებთ ამ ტრაქტორს. მარტო მიწის გათხრა და მილების ჩაყრა უნდა, სათავე უკვე გაკათებულია."
სოფელში დარჩენილ სამ ოჯახს უგზოობა ისედაც აწუხებდა, პანდემიის გამო კი ამ პრობლემას ტრანსპორტის შეზღუდვაც დაემატა.
,,ახლა რომ გორში წასვლა დაგვჭირდეს, ხო ნახეთ რამხელა გზაა, უნდა გამოვიძახოთ ტაქსი, თან ცუდი გზის გამო აქამდე ვერ ამოდიან პატარა მანქანები და ქვემო უბნამდე ჩვენ უნდა ჩავიდეთ ფეხით, მერე იქიდან გავყვეთ. არა გვაქვს იმდენი შემოსავალი, რომ რამდენჯერაც დაგვჭირდება, იმდენჯერ ტაქსით ვიაროთ. სანამ ტრანსპორტს აკრძალავდნენ, მანამდე მარშუტკა დადიოდა და იმით ვმგზავრობდით." - გვითხრა გულნარა გაზაშვილმა.
გორის მუნიციპალიტეტის ამ მთიან სოფელში 13 სახლი დგას.
,,ზამთარ-ზაფხულს მუდმივად მხოლოდ 3 ოჯახი ვცხოვრობთ. დანარჩენი 10 სახლი გაყიდულია. ვინც გაყიდა, ისინი აღარ ცხოვრობენ საქართველოში. ხოლო ვინც იყიდა, ისინი ქალაქში ცხოვრობენ და დრო და დრო ამოდიან ხოლმე,"" - ამბობს გულნარა გაზაშვილი.
პანდემიის გამო ამ ზამთარს სოფელი დაცარიელებულია, ზემო ორმოცში ასვლა წელს ახალმოსახლეებმა ვეღარ მოახერხეს.
,,ზაფხულში იმდენი ხალხი იყო აქ, რომ ტევა აღარ იყო, მაგრამ რაც ეს პანდემია დაიწყო ვეღარ ახერხებენ ისე მალ-მალე ამოსვლას; თან სოფელში თუ ბევრი მაცხოვრებელია, ის ელემენტარული პრობლემებიც დაგავიწყდება კაცს"- გვეუბნება ნელი თათხაშვილი.
ცუდი გზის, უწყლობის, უგაზობის და კომუნიკაციის ნაკლებობის ფონზე, მთავარ პრობლემად აქაურებს მაინც ხელისუფლების მხრიდან უყურადღებობა მიაჩნიათ. როგორც ამბობენ, შეუძლიათ იყოლიონ პირუტყვიც, მოიყვანონ მოსავალიც, მაგრამ სარგებლის მიღებას ნაკლებად ელიან.
,,მე მაგალითად, საქონელიც მყავს და ფრინველიც, მაგრამ სად დავაბინაო, ის ადგილი არ მაქვს, არც საშუალება მაქვს რომ ავაშენო; ხეს ვერ მოვჭრი... ის კი არა - შეშასაც ვყიდულობთ, გაზი ჩვენ არ გვაქვს და აქ კიდევ ღუმელის გარეშე ვერ გათბები" - ამბობს ჩვენთან საუბრისას ნელი.
მეზობლების მსგავსად ბუქულაშვილებსაც უჭირთ. მათ ოჯახში არც პენსიონერი ცხოვრობს და არც სოციალური დახმარების კატეგორიის ოჯახს მიუკეთვნებიან, რომ ყოველთვიურად რაიმე შემოსავალი ჰქონდეთ სახელმწიფოსგან. ოჯახის დიასახლისის თქმით, მხოლოდ არასრულწლოვანთათვის განკუთვნილი ერთჯერადი შემწეობა მიიღეს.
ამავე კატეგორიაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
გორის მერიის აღიარების კომისიამ დაადგინა, რომ ხინჩეგაშვილის ოჯახმა მიწის ნაკვეთი თვითნებურად დაიკავა
849.08 კვ. მ ფართობის მიწის ნაკვეთზე უფლების დამადასტურებელი დოკუმენტის მოპოვება
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები