რედაქტორის რჩევით
ბლოგი
"ქალური ბედნიერების" ტრაგიკული ისტორია-ნინო სუხიაშვილის ბლოგი
ფემინისტური ჯგუფების მიერ აბსტრაქტულად გამოცხადებული ქალური
ბედნიერება, ტრადიციული საზოგადოებისთვის სულაც არ არის აბსტრაქტული.
პირიქით, მას ძალიან კონკრეტული სახე აქვს - ოჯახი, ქმარი
(ნათესავებითურთ) და ბედნიერების მწვერვალი - შვილი - ანუ დედობა. სულ
ესაა. აქ იკვრება წრე და ითვლება, რომ თუ ქალს ბედნიერების
ზემოთნახსენები კომპონენტი აქვს, მისი ბედნიერება უკვე შედგა.
მამაკაცის ბედნიერება კი გაცილებით მრავალფეროვანია და, ოჯახისა და
ცოლ-შვილის გარდა, ისეთ ცნებებსაც მოიცავს, როგორიცაა წარმატება,
თავისუფლება, კარიერა და სხვა ათასი.
ჰოდა, ამ სტერეოტიპულ მიდგომაში უნდა ვეძებოთ კასპის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში დატრიალებული წარმოუდგენელი ტრაგედიის გასაღებიც. დედამ შვილი მოკლა. ბუნებრივი კანონზომიერება დაირღვა. ცხადია დედა, რომელიც თვითონაც არასრულწლოვანი, ანუ ბავშვია, დამნაშავეა, რადგან სხვისი, განსაკუთრებით კი უმწეო მდგომარეობაში მყოფი ადამიანის სიცოცხლის ხელყოფის უფლება არავის აქვს. მაგრამ განა მარტო დედაა დამნაშავე?
არასრულწლოვანი გოგონა გათხოვდა. პირველად, სწორად აქ დაირღვა კანონი. სკოლაში, თურმე, "არ იცოდნენ", რომ გოგონა გათხოვდა და ფეხმძიმედ იყო. მოსწავლის სტატუსი არ შეუჩერეს, რადგან მიუხედავად იმისა, რომ ხშირად გაკვეთილებს არ ესწრებოდა, გაცდენების "საკმარისი" რაოდენობა არ დაუგროვდა. არ ვიცით, რატომ აცდენდაო, უთქვამს სკოლის ხელმძღვანელობას, რაც, სულ მცირე საქმის მიმართ გულგრილი დამოკიდებულებაა, თუმცა, ღრმად მჯერა, რომ პედაგოგებმა ამ გოგონას შემდგომი ბედი "ქალური ბედნიერების" სტერეოტიპით გადაწყვიტეს - გათხოვდა, ქმარი ჰყავს, ფეხმძიმედ არის - მორჩა - ბედნიერია.
"ქალური ბედნიერების" მიხედვით იმსჯელა, სავარაუდოდ, გოგონას ოჯახმაც, რომელმაც შვილი "პატრონს ჩააბარა". ოჯახი-ქმარი-ბავშვი - ბედნიერება სახეზეა. დანარჩენი? უნდა აიტანოს, აბა რა ეგონა!
იგივე სტერეოტიპული მიდგომა გამოიყენა, მაღალი ალბათობით, გოგონას მეუღლემ და მისმა ოჯახმაც. სავარაუდოდ, ასეთი ბედნიერების სჯეროდა თავად დამნაშავე მსხვერპლსაც, რომელმაც, თვითონაც ბავშვმა, ვერ გაუძლო უძილო ღამეებს, მომქანცველ დღეებს, მძიმე ვალდებულებებს, მაღალ პასუხისმგებლობას. იმაზე გაცილებით დიდ ტვირთს - რისი აწევაც მას, პატარა ბავშვს შეეძლო... და დამნაშავედ იქცა.
არადა, თავის დროზე მის მშობლებს რომ გათხოვებაში ხელი შეეშალათ, სკოლას რომ კანონის მიხედვით ემოქმედა, ქმარს რომ არასრულწლოვანთან სექსუალური ურთიერთობისთვის პასუხისმგებლობა გაცნობიერებული ჰქონოდა... ვინ იცის!
არადა, ხანდახან ბედნიერება უბრალოდ გამოძინებაა, ხანდახან თამაში, ხანდახან ქუჩაში მარტო ხეტიალი! ვინ იცის, რა არის ბედნიერება 15-16 წლის გოგონასთვის ან თუნდაც 55-60 წლის ქალისა თუ კაცისთვის!
ამიტომ არ გამკვირვებია, როცა საზოგადოების რისხვისგან არასრულწლოვანი ისევ ფემინისტებმა დაიცვეს. საზოგადოებისგან, რომელმაც გოგონას "ბედნიერებაც" თავად გადაუწყვიტა და ამითი დამნაშავედაც თავად აქცია.
ნინო სუხიაშვილი, ხაშური

თემა: კატეგორია
ამავე კატეგორიაში
როცა სურვილი გვაქვს, შეგვიძლია 1066 წლის ამბებიც ცოცხლად განვიცადოთ, მაგრამ სელექციური ამნეზიის წყალობით ჩვენი უახლესი
,ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაში არ არის, მოყვარეა ჩვენი თუ "მოყვარე მტერი","
,,უეცრად ვიღაცას მოუნდა, რომ ეს ადამიანები მტრები გამხდარიყვნენ.
ვერ გახდებიან
დაუჯერებელია…იქნებ, სულაც ახლა ვარ სიზმარში? კი, კი…ნამდვილად ასე
იქნება, უცნაური და მოულოდნელი ამბები ხომ სწორედ სიზმარში მეტია
ეს მოთხრობა ახალს არაფერს ამბობს - ეს
მხოლოდ შეგონებაა - იმაზე, რომ სასიკვდილოდ არ უნდა გაიმეტო შენზე
ღირსეული, მით უმეტეს, თუ შენი სისხლი და ხორცია.
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები