რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ბლოგი
,,ჩვენი ბრწყინვალე წარსული არის, რაც გვახსოვს. ბრწყინვალების მიღმა დამალული სისასტიკე კი - რაც დაგვავიწყდა"
როცა სურვილი გვაქვს, შეგვიძლია 1066 წლის ამბებიც ცოცხლად განვიცადოთ, მაგრამ სელექციური ამნეზიის წყალობით, ჩვენი უახლესი ისტორიის სამარცხვინო მოვლენებს იოლად ვივიწყებთ.

მეორე მსოფლიო ომის დასრულებისთანავე, კუთვნილი სასურსათო ბარათის მიღებამდე, გერმანელებისთვის სავალდებულო გახდა საკონცენტრაციო ბანაკების საშინელებათა შესახებ დოკუმენტური მასალების ყურება. თუმცა, ფაქტი, რომ ხალხი ამ მასალების სანახავად დადიოდა, სულაც არ გულისხმობს, რომ ისინი მართლა უყურებდნენ კიდეც, აღნიშნავს ტონი ჯადტი წიგნში "ომის შემდეგ".

"პროექტორით ნახევრად განათებულ დარბაზში შემეძლო შემემჩნია, როგორ მიაბრუნებდა ხოლმე მაყურებელთა უმრავლესობა სახეს გვერდზე ფილმის დასაწყისიდანვე და ამ პოზას მის დასრულებამდე ინარჩუნებდნენ", დაწერა გერმანელმა ავტორმა სტეფან ჰერმლინმა მრავალი წლის შემდეგ. "დღეს, მიმაჩნია, რომ ამ მიდგომას - სახის მიბრუნებას, მილიონობით ადამიანი იყენებდა."

როდესაც გერმანელი სახელმწიფო მოხელე, ქვეყანაში ჩატარებული იმ კლევის ფონზე, რომელმაც ანტისემიტური სიძულვილით განპირობებული დანაშაულის 20%-იანი ზრდა აჩვენა, ებრაელებს ურჩევს, თავი შეიკავონ ვარაუდისგან, რომ მათ შეუძლიათ ატარონ კიფა მუდამ და ყველგან გერმანიაში" და როდესაც იტალიური ულტრა მემარჯვენე პარტია უმრავლესობას იღებს ევროპარლამენტში, ჩვენ კარგად უნდა გავაანალიზოთ ეგრეთ წოდებული "გადავიწყების" დამაზიანებელი შედეგები.

მოგონებები უნდა აღდგეს არა მხოლოდ იმ ადამიანების პატივსაცემად, ვინც გაუჩინარდა ან ვინც ეწამა, როგორც ჩანს, მხოლოდ იმისთვის, რომ მათი ეს გამოცდილება დავიწყებისა და არადჩაგდებისთვის გაემეტებინათ, არამედ უნდა აღდგეს იმ მიზეზითაც, რომ ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია დანაშაულის ჩამდენთა მორალური პოტენციალისა და პოლიტიკური სიცოცხლისუნარიანობისთვის. უბრალოდ, შეუძლებელია შეგნებულად "დაივიწყო" საშინელი საქმეები, რასაც აკეთებდი და გააგრძელო ცხოვრება, თითქოს არაფერი მომხდარა. და ეს არავინ შეამჩნიოს, მხოლოდ იმის გამო, რომ შენ ასე გადაწყვიტე.

გადაუმოწმებლად და შესწორების გარეშე, ზრდილობის გამო და უხერხულობის დასაფარად, ეს სრულიად სახეცვლილი ამბები იმის შესახებ თუ ვინ ვართ და როგორ მოვედით აქამდე ბილბორდებსა და ბეისბოლის კეპებზე წარწერილ სლოგანებად გვიბრუნდება. და თუ თქვენ წარმოდგენა არ გაქვთ, რას ნიშნავს "სიდიადე" ან როგორ მიიღწევა ის, მაშინ აუცილებლად გენდომებათ, რომ "ამერიკა კვლავ დიად ქვეყნად აქციოთ" ან "დაუბრუნოთ დიადი წარსული დიდ ბრიტანეთს".

ჰოდა, "ბრძოლა შეუწყნარებლობის, სტერეოტიპების, ქსენოფობიის წინააღმდეგ და უნდობლობისა და უთანხმოების ხელშეწყობა", როგორც გორდონ ბრაუნმა განაცხადა გუშინ ამ ფურცლებზე, არ არის "ახალი ბრძოლა ბრიტანეთისთვის". სინამდვილეში, ეს იგივე ომია, რომელიც უკვე ათწლეულებია მიმდინარეობს. მნიშვნელოვანია გვესმოდეს, რომ ფანატიზმს ამ ქვეყანაში წინააღმდეგობას უწევდა და უწევს ყველა რასის წარმომადგენელი. არანაკლებ მნიშვნელოვანია გავიაზროთ, რომ ისინი უბრალოდ ცუდ ადამიანებს კი არ ებრძვიან, არამედ ილაშქრებენ ცუდი სისტემის წინააღმდეგაც, თუმცა ყოველთვის ვერ იმარჯვებენ , და რომ ეს სისტემა კვლავ არსებობს.

"ერის არსებითი მახასიათებელი გახლავთ ის, რომ ადამიანებს ბევრი რამ უნდა ჰქონდეთ საერთო", წერდა ფრანგი ფილოსოფოსი ერნესტ რენანი. " და ასევე, მათ უნდა დაივიწყონ ბევრი რამ". თუმცა, ადამიანები შემთხვევით და უნებლიედ არაფერს ივიწყებენ. ფაქტები თავისთავად არ იშლება ჩვენი მეხსიერებიდან. მათი ამოშანთვა ქმედითად, განგებ, გადაჭრით, შერჩევითად და მიზანმიმართულად ხდება. პრობლემა მხოლოდ დრო არ არის. თუ საჭირო შეიქმნა, ჩვენ შეგვიძლია გავიაროთ მთელი გზა უკან 1066-მდე, იმ დრომდე, როცა ბრიტანეთი უკანასკნელად იყო ოკუპირებული, რათა გავიგოთ, თუ ვინ ვართ და რას ვაკეთებთ. მაგრამ როგორღაც მხედველობიდან გვეკარგება 1950-იანების კენიური საპატიმრო ბანაკების საშინელებები, ჩვენი თანამონაწილეობა 1943 წლის ბენგალის შიმშილობაში, ან ამ ბოლო პერიოდის ერაყის ომში.

ჩვენი კოლექტიური პასუხისმგებლობა და ამ პროცესებში თანამონაწილეობა თანაბრად არამყარია. ხალხი ამბობს: "ჩვენ მოვიგეთ ომი" მაშინაც, როცა მათ არ უომიათ, ან "ჩვენ მოვიგეთ მსოფლიო თასი", მაშინაც, როცა მათ ასპარეზობაში მონაწილეობა არ მიუღიათ. ნამდვილად, გამარჯვებასთან, ტრიუმფთან თავის გაიგივებას კითხვის ნიშნის ქვეშ არავინ აყენებს. "ჩვენ" პოტენციურად მოიცავს ყველას. ის ზომავს დროს, ადგილს და მიკუთვნებულობას. თუმცა, ძალიან ცოტა თუ იტყვის ოდესმე იგივე კონტექსტში: "ჩვენ ვაუპატიურებდით ადამიანებს" ან "ჩვენ დავხოცეთ ხალხი". ამ შემთხვევაში, "ჩვენ" ბრალდებასავით ჟღერს. მსგავსი შემთხვევებისთვის, ინდივიდუალობა უტყუარ ალიბად გადაიქცევა ხოლმე. "ამასთან მე რა საერთო მაქვს? მაშინ დაბადებულიც კი არ ვიყავი."
თუმცა, მაშინაც კი, როცა უბედურება ეს-ესაა მოხდა, ადამიანები წარმოუდგენელ უარყოფას ავლენენ. რუანდის გენოციდის დამნაშავეებთან ინტერვიუს დროს ჯინ ჰაცფელდმა შენიშნა, რომ მამაკაცები არ აღიარებდნენ დანაშაულში მონაწილეობას მანამ, სანამ დაკითხვისას გამოყენებული მხოლობითი რიცხვის გამომხატველი მიმართვის უშუალო შენობითი ფორმა უფრო ფორმალური მრავლობითი რიცხვის გამომხატველი თქვენობითი ფორმით არ შეიცვალა. "მიუხედავად იმისა, რომ თითოეულ მათგანს სურვილი ჰქონდა გადმოეცა საკუთარი გამოცდილება გენოციდის შესახებ," ჰაცფელდმა შენიშნა, რომ "მათ ჰქონდათ სურვილი თავი შეეფარებინათ სინტაქსის ბუნდოვანებისთვის"

ამიტომაც ძალას და ბრწყინვალებას ბევრი მშობელი გამოუჩნდება ხოლმე მაშინ, როცა სისასტიკე მეტწილად ობოლია.
"ყველაზე მეტად იმის მეშინია, რომ ჩვენ ყველას ამნეზია გვჭირს" მითხრა ერთხელ ურუგვაელმა მწერალმა ედუარდო გალეანომ. ეს ვისი ბრალია? ვკითხე მე. "პერსონალურად არავისი" ამიხსნა მან. "სისტემა და ძალაუფლება ყოველთვის ჰუმანურობის სახელით წყვეტს, რა უნდა გვახსოვდეს და რა დავივიწყოთ".

სისტემა შეუსვენებლად მუშაობს ატლანტიკის ორივე მხარეს, სადაც საქმე იქით მიდის, რომ საომარი დანაშაულებების ჩამდენებს პასუხი აღარ მოეთხოვებათ. ორი კვირის წინ, ბრიტანეთის თავდაცვის მინისტრმა პენი მორდანტმა დაპირება გასცა, რომ ომის დანაშაულებებზე ხანდაზმულობის 10 წლიანი ვადა დაწესდებოდა, გარდა ჩრდილო ირლანდიაში ჩადენილი სამხედრო კრიმინალური შემთხვევებისა. ამ კანონით ამნისტია შეეხება ერაყისა და ავღანეთის ომების ვეტერანებს, რომელთაც, სავარაუდოდ ჩადენილი აქვთ სამხედრო დანაშაული. გარდა ამისა, პენი მორდანტი ლობირებს ადამიანის უფლებების ევროპული კონვენციის უგულვებელყოფის შესაძლებლობას მომავალი შეიარაღებული კონფლიქტებისას. 10 წელზე მეტი ხანდაზმულობის საქმეებზე აღსრულება დასაშვები გახდება მხოლოდ "განსაკუთრებულ ვითარებაში", იქ, სადაც ახალი უტყუარი გარემოებები იჩენს თავს. ვიღაც ალბათ აუცილებლად ჩათვლის, რომ უდანაშაულო სამოქალაქო პირების დახოცვა და წამება უცხო მიწაზე, სადაც არალეგალურად შეიჭერი, საკმარისად "უტყუარია". თუმცა, მაღალი ალბათობით, სასამართლოები ამ პირობაზე ცოტა მეტ "განსაკუთრებულობას" მოითხოვენ.

ამასობაში, მიმდინარე თვის დასაწყისში აშშ-ში, დონალდ ტრამპმა ბოდიში მოუხადა მაიკლ ბეჰენნას - ჯარისკაცს, რომელსაც ბრალი დაუმტკიცდა ერაყელი პატიმარი ალი მანსურის მკვლელობაში 2004 წელს. მანსური შეიპყრეს, და გათოკილი და თვალახვეული დაკითხეს თვითნაკეთი ბომბის წარმოებისთვის, რომელმაც ბეჰენნას ორი ოცეული გაანადგურა. მანსურის საქმეში აღნიშნულია, რომ ბეჰენნას იგი სახლში უნდა წაეყვანა, მაგრამ ნაცვლად ამისა, მიიყვანა უკაცრიელ ადგილას, გააშიშვლა, გასროლით მოკლა, მოგვიანებით კი განაცხადა, რომ მანსური მას თავს დაესხა იარაღის წართმევის მიზნით.

ბეჰენნას იმთავითვე უჩვეულოდ რბილად მოეპყრნენ - მის პირვანდელ 25 წლიან განაჩენს გადახედეს და 15 წლამდე შეუმცირეს, 5 წლის შემდეგ კი პირობით გაათავისუფლეს, რაც ცივსისხლიანი მკვლელისთვის ცუდი არ უნდა იყოს. მაგრამ ტრამპისთვის ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. თეთრი სახლის სპიკერმა სარა სანდერსმა ის "სანიმუშო პატიმრად" მოიხსენია. მაიკ ჰანტერმა, იურიდიულმა მრჩეველმა ოკლაჰომაში, სადაც ბეჰენნა ცხოვრობს, თქვა: "იმედი მაქვს, მაიკლი და მთელი მისი ოჯახი ამ საღამოს მშვიდად დაისვენებენ, რადგან ეცოდინებათ, რომ ეს ტრაგიკული ამბავი უკან დარჩა."

ჩვენ მხოლოდ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ მანსურის ოჯახს ასე მშვიდად არ სძინავს. ამნეზია ძლევამოსილთა პრივილეგიაა, თუმცა, ასე თუ ისე, ყველა ვცოცხლობთ და იმქვეყნადაც ყველა წავალთ. ორივე ეს მოვლენა კი უკვალოდ არ ჩაივლის.
სტატიის ორიგინალის ნახვა შესაძლებელია აქ: Our glorious past is what we remember. The brutality behind it we’ve forgotten

 

ინგლისურიდან თარგმნა ნინო სუხიაშვილმა

ავტორი: გარი იუნგი

„გარდიანი“ 31 მაისი, 2019 წელი.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ფემინისტური ჯგუფების მიერ აბსტრაქტულად გამოცხადებული ქალური
ბედნიერება, ტრადიციული საზოგადოებისთვის სულაც არ არის
აბსტრაქტული.

ფემინისტური ჯგუფების მიერ აბსტრაქტულად გამოცხადებული ქალური ბედნიერება, ტრადიციული საზოგადოებისთვის სულაც არ არის აბსტრაქტული.

13:35 / 28.05.2019
,ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაში არ
არის, მოყვარეა ჩვენი თუ

,ჰოდა, თავად განსაჯეთ, ვინც გვეუბნება, რომ ძალა ერთობაში არ არის, მოყვარეა ჩვენი თუ "მოყვარე მტერი","

11:55 / 13.05.2019
დაუჯერებელია…იქნებ, სულაც ახლა ვარ სიზმარში? კი, კი…ნამდვილად ასე
იქნება, უცნაური და მოულოდნელი ამბები ხომ სწორედ სიზმარში მეტია
დაუჯერებელია…იქნებ, სულაც ახლა ვარ სიზმარში? კი, კი…ნამდვილად ასე იქნება, უცნაური და მოულოდნელი ამბები ხომ სწორედ სიზმარში მეტია
01:23 / 07.08.2017
ეს მოთხრობა ახალს არაფერს ამბობს - ეს
მხოლოდ შეგონებაა - იმაზე, რომ სასიკვდილოდ არ უნდა გაიმეტო შენზე
ღირსეული, მით უმეტეს, თუ შენი სისხლი და ხორცია.
ეს მოთხრობა ახალს არაფერს ამბობს - ეს მხოლოდ შეგონებაა - იმაზე, რომ სასიკვდილოდ არ უნდა გაიმეტო შენზე ღირსეული, მით უმეტეს, თუ შენი სისხლი და ხორცია.
21:22 / 24.07.2017
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.