რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
,,ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები'' - პროექტის შეჯამება ,,ქართლის სტუდიაში"
ორგანიზაცია ,,ქართლოსმა" წლის
ბოლოს გამოაქვეყნა მოკლე შემაჯამებელი ინფორმაცია იმ პროექტისა,
რომელიც გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებსა და დევნილთა დასახლებებში
განხორციელდა.
,,ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებები - ბორდერიზაცია და მისი გავლენა ადგილობრივი მოსახლეობის ცხოვრებაზე" - ასე ჰქვია იმ პოსტერს, რომლის ელექტრონული ვერსია Qartli.ge-ს მიაწოდეს.

როგორც ჩვენი გადაცემების მაყურებლებისთვისაა ცნობილი, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფლებში და დევნილთა დასახლებებში გამოკითხვა ჩატარდა. პოსტერშიც აღნიშნულია, რომ სამიზნე ჯგუფს ოკუპაციის ხაზთან მცხოვრები მოსახლეობა, დევნილები და ახალგაზრდები წარმოადგენდნენ.
პროექტი რამდენიმე ეტაპად განხორციელდა. თავდაპირველად, ორგანიზაცია ,,ქართლოსის" წევრებმა საჭიროებების მოკვლევა დაიწყეს; შეიქმნა ფოკუსჯგუფები, სადაც ინტერვიუები იქნა აღებული.
საჭიროებების მოკვლევის შემდეგ, საპარლამენტო არჩევნების წინასაარჩევნო პერიოდში, ინფორმაცია მაჟორიტარ კანდიდატებს გააცნეს. საკითხები მაჟორიტად კანდიდატებთან ერთად დეტალურად განიხილეს. პროექტის ერთ-ერთ მიზანს წარმოადგენდა სწორედ ის გარემოება, რომ მოსახლეობის მიერ დასახელებული საჭიროებები კანდიდატების საარჩევნო პროგრამაში უნდა ასახულიყო.
ამის შესახებ, პროექტის წარმომადგენლებმა საარჩევნო პროგრამების მონიტორინგი განახორციელეს. პოსტერში მოცემულია, რომ რამდენიმე პარტიის კანდიდატმა ეს კვლევები გაითვალისწინა და ასახულ იქნა კიდეც მათ დაპირებებსა და პროგრამებში.
საბოლოოდ კი, ანგარიში მთავრდება იმ რეკომენდაციებით, რომლის გათვალისწინებასაც არასამთავრობო ორგანიზაცია ხელისუფლებას ურჩევს.
სწორედ, ამ პროცესის შესახებ ისაუბრა დღეს ჩვენი გადაცემის სტუმარმა, ორგანიზაცია ,,ქართლოსის" წარმომადგენელი ლევან გეგეშიძემ.

ამავე კატეგორიაში

საფრანგეთში მცხოვრები ქართველი ექიმი, რევაზ ბოჭორიშვილი

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

ამჟამად, ევროცემენტის წარმადობა წელიწადში 86 400 ტონაა.

გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში

დაღუპულები არიან 55-დან 60 წლამდე ასაკის მამაკაცები.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები