რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
კულტურის ცენტრის ვიზებს პროკურატურა სწავლობს - ,,შავლეგოს" სკანდალი გორში

 

ფოტოზე: მარცხნიდან მარჯვნივ: გოგიტა ორთანეზაშვილი, ზურაბ ჯირკველიშვილი, ლექსო ვალიაური 


აუდიტი ქალაქ გორის მერიასთან არსებულ არასამეწარმეო, არაკომერციულ იურიდიული პირის, კულტურულ-საგანმანათლებლო ცენტრის საქმიანობის შესახებ მას შემდეგ დაინტერესდა, როდესაც ანსამბლი ,,შავლეგო" გასტროლებზე პორტუგალიასა და ესპანეთში, ერთი თვის განმავლობაში, იმყოფებოდა. ამ გასტროლებს კულტურის ცენტრის რამდენიმე თანამშრომელი - მათ შორის ხელმძღვანელი ლექსო ვალიაური და მისი მოადგილე ლიზი ყაზიშვილი ახლდნენ.

 

ლექსო ვალიაური თვლის, რომ გორის მერიის დაქვემდებარებულ ააიპ-იებს შორის, თუ ვინმე მუშაობდა, ეს კულტურის ცენტრი იყო. მის გათავისუფლებაში შიდა ქართლის გუბერნატორს ზურაბ რუსიშვილის ხელს ხედავს და აცხადებს, რომ ქალაქის მერმა მისი დაკვეთა შეასრულა.

 

ოფიციალურად დადგენილია, რომ 2015 წლის ზაფხულში ლექსო ვალიაურმა ქალაქ გორის მერს წერილობით, ანსამბლ ,,შავლეგოს"-თვის ვიზების დროულ და უპრობლემოდ გაცემასთან დაკავშირებით, საელჩოში შუამდგომლობის გაწევა სთხოვა.

 

გორის მერმა საელჩოს შუამდგომლობის წერილი გაუგზავნა და ანსამბლის მონაწილეებმა ვიზები უპრობლემოდ მიიღეს. თუმცა, მერიამ იმ პერიოდში ვერ გაარკვია, მართლა კულტურის ცენტრის იყო ეს ანსამბლი, თუ კერძო?

 

მანამდე, გორის მერმა ლექსო ვალიაურის ის თხოვნაც დააკმაყოფილა, რომლითაც ააიპ ,,გორის კულტურის ცენტრმა" საზღვარგარეთ მივლინების ხარჯების მუხლში, სხვა მუხლიდან, თანხა გადაიტანა.

 

ამის შემდეგ, კულტურის ცენტრის უფროსმა გორის მერს მორიგი წერილით მიმართა, რათა ანსამბლის წევრებთან ერთად, კულტურის ცენტრის თანამშრომლებისთვის მივლინების ხარჯების ნებართვა მიეღო. გორის მერი აცხადებს, რომ ეს ნებართვა გაცემული არ ჰქონდა.

 

,,2015 წლის 3 აგვისტოს მოვიკითხე, თუ რატომ უნდა გამეცა მივლინების ხარჯების შესახებ თანხმობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ჯგუფი უკვე ევროპაშია" - აცხადებს გორის მერი.

 

ლექსო ვალიაური თვლის, რომ მას ნებართვა გორის მერისგან უკვე მოპოვებული ჰქონდა და ამის დამამტკიცებელ საბუთად, სწორედ, ის წერილი მოჰყავს, რომელიც მერმა საელჩოში, ვიზების გაცემის მიზნით, გაგზავნა.

 

,,მე ვიზებზე შუამდგომლობა კი გავწიე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ თანხმობა მივეცი აიპის თანხის ხარჯვაზე" - აცხადებს ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი. ,,თუ კარგად წავიკითხავთ მაგ წერილს, იქ ლექსო ვალიაური მწერს, რომ ვიზები ჭირდება კულტურის ცენტრთან არსებულ ანსამბლისთვის. სინამდვილეში ეს ანსამბლი კულტურის ცენტრის დაქვემდებარეში არაა" - ამტკიცებს ქალაქის მერი.

 

გორის მერია ამბობს, რომ ანსამბლი ,,შავლეგო" იურიდიულად არ არსებობს. ყოველ შემთხვევაში, ვერ მიაკვლიეს. ერთადერთი, რაც ამ ანსამბლს კულტურის ცენტრთან აკავშირებს, არის ის, რომ მოცეკვავეებს ფართი კულტურის ცენტრის შენობაში აქვთ დაქირავებული.

 

კულტურის ცენტრის შენობა მერიის საკუთრებაა. აუდიტის სამსახური თვლის, რომ ანსამბლმა ქირის თანხა მერიის ბიუჯეტის ანგარიშზე არ გადარიცხა. ეს თანხა ირიცხებოდა აიპის ანგარიშზე, რისი უფლებაც არ ჰქონდათო. ასევე აუდიტის სამსახური თვლის, რომ ქირის ხელშეკრულებაზე თანხმობა კულტურის ცენტრს არ ჰქონდა.

 

,,რამდენჯერმე მივმართე მერიას, რომ საიჯარო ხელშეკრულებების დადების შესახებ, თანხმობა მიმეღო, მაგრამ შეგნებულად არ აკეთებდნენ ამას" - ამბობს ლექსო ვალიაური. მას ეს თანხმობა 2014 წლის თვითმმართველობის არჩევნებამდე, მაშინ არსებულ გორის მუნიციპალიტეტისგან ჰქონდა მიღებული. მერიის შექმნის შემდეგ ეს თანხმობა ანულირებულ იქნა.

 

აუდიტის მოხსენებითი ბარათის საფუძველზე კულტურის ცენტრის ხელმძღვანელის მიმართ ადმინისტრაციული საქმის წარმოება დაიწყო. ლექსო ვალიაური ამბობს, რომ საქმის წარმოების დროს არ მისცეს დოკუმენტების წარდგენის საშუალება. ,,არ მომეცა შესაძლებლობა ჩემი სიმართლე დამედგინა" - ამბობს ვალიაური და თვლის, რომ მისი კანონიერი უფლება დაირღვა.

 

მერიის იურიდიული სამსახურის დასკვნის მიხედვით, კულტურის ცენტრში სისხლის სამართლის დარღვევის ნიშნების იკვეთება. ამ დასკვნის საფუძველზე ლექსო ვალიაური სამსახურიდან გაათავისუფლეს.

 

გამოძიება უკვე დაიწყო. ვალიაურს მიაჩნია, რომ მერიის გადაწყვეტილება უსამართლოა. სარჩელის შეტანას სასამართლოში აპირებს.

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე
გაიზრდება.

საწარმოს გათვლებით, სპირტის წარმოება 1 მლნ ლიტრამდე გაიზრდება.

15:55 / 17.04.2025
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს
სცემა საქმეში
გიგაური ამბობს, რომ სწორედ დაბრუნდაშვილის ოთახში, ბორკილებდადებულს სცემა საქმეში
20:27 / 15.04.2025
საქმე ეხება 2024 წლის 29 ივლისს მომხდარ ფაქტს. პროკურატურის
ინფორმაციით,
საქმე ეხება 2024 წლის 29 ივლისს მომხდარ ფაქტს. პროკურატურის ინფორმაციით,
20:17 / 15.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.