რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
ძლიერი ქარის გამო შიდა ქართლში დენის გარეშე 25 000 აბონენტია დარჩენილი

 

 

ზემო არცევი, ქიწნისი, ხელთუბანი, ველები, მეღვრეკისი, ნიქოზი, აშენდა, შინდისი, ფხვენისი, ყელქცეული, კვარხეთი, მეჯვრისხევი, ახრისი, შავშვები - გორის მუნიციპალიტეტში შემავალი სოფლებია, სადაც ელექტროენერგია გათიშულია.

 

რაც შეეხება ხაშურს, დენის გარეშე შემდეგი სოფლებია: ნაბახტევი, ტკოცა, თხილნარა, წრომი, 3 ათასი აბონენტით.

 

ქარელში ელექტროენერგიის გარეშე დარჩენილი აბონენტების რიცხვი უფრო მაღალია, ვიდრე ხაშურში და 6600 შეადგენს. რაც შეეხება სოფლებს, უშუქოთ დარჩენილი სოფლებია: ყინწვისი, ქვემო ხვედურეთი, აგარის ნაწილი, მოხისი, ძლევიჯვარი, დირბი, ბებნისი, რუისი.

 

კასპის მუნიციპალიტეტში გათიშულია 300-მდე აბონენტი.

 

,,ენერგო პრო ჯორჯიას" სამხრეთ საქართველოს ფილიალში ამბობენ, რომ მობილიზებულია ტექნიკა და ადამიანური რესურსი პრობლემების მოსაგვარებლად.

 

,,უმრავლეს ადგილებში ვითარებას ამინდი ამძიმებს და მიუვალია. დაზიანებულია ტრანსფორმატორები, გადამცემი ხაზები და ბოძები. ვვარაუდობთ, რომ ელექტროენერგიის მიწოდება რეგიონში დღის ბოლომდე აღდგება." - აცხადებს ,,ენერგო-პრო ჯორჯიას" სამხრეთ საქართელოს ფილიალის პრესსამსახური.

 

სტიქიამ გარდა ელექტროენერგიისა, სხვა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა შიდა ქართლის მუნიციპალიტეტებს. ქარმა გადახადა საცხოვრებელი კორპუსის სახურავები და მოგლიჯა ხეები. ზარალის დამთვლელი კომისიები ყველა მუნიციპალიტეტში შეიქმნა, რომლის წევრებიც ზარალს უახლოეს მომავალში დაითვლიან. ამ დროისთვის ზარალის ზუსტი ოდენობა უცნობია.

 

მალხაზ მიქელაძე

 

 

 

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
19:53 / 22.11.2024
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.