ბოლო შემთხვევა 2014 წლის 15 ივლისს მოხდა. დასახლებაში გამოძახებულმა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟმა ქალბატონის მიმართ ზემოაღნიშნული ორივე მუხლი გამოიყენა. საპატრულო პოლიციის განცხადებით, ქალბატონს მეზობლებმა უჩივლეს, რადგან, პატრულის თქმით, მათ აყენებდა სიტყვიერ შეურაცხტოფას და ეჩხუბებოდა.
,,გზაზე მივდიოდი და ჩემმა ერთმა მეზობელმა ძაღლი წააქეზა ჩემს მიმართ, ,,ქს, ქს" - ამ ფრაზებით დამიქსია. ამის გამო ჩემს მეზობლებს ვუსაყვედურე. აქეთ დამიწყეს ჩხუბი. იძულებული გავხვდი, პატრული გამომეძახებინა. იმის მაგივრად, რომ ჩემი მეზობლები დაეკავებინათ, მე მოვხვდი აქ" - განაცხადა ქალბატონმა პროცესზე.
,,ეკიპაჟი გამოძახებულ იქნა მეზობლების მიერ. ადგილზე მისვლისას ადგილი ჰქონდა შეურაცხმყოფელ გამონათქვამებს, ჰქონდათ ჩხუბი. შემდეგ იგივე ჩვენს მისამართით გააკეთა და არ ემორჩილებოდა ჩვენს კანონიერ მოთხოვნებს" - განაცხადა პატრულის თანამშრომელმა.
,,მცხეთელო, გამოვალ და შენც იგივე დაგემართება. აი, ნახავ. ვინც დასაკავებელია, ისინი არ დააკავეთ" - მიმართა ქალბატონმა პატრულს.
,,პატივცემულო მოსამართლე, გთხოვთ, გამოიყენოთ მის მიმართ ადმინისტრაციული პატიმრობა. მეზობლები დიდი ხანია შეწუხებულები არიან მისით. მეზობლებიც დაისვენებენ და ჩვენც" - განმარტა პატრულმა. მოსამართლემ, სხვა შემთხვევებთან შედარებით, მკაცრი 25-დღიანი პატიმრობა გამოიყენა
ქალბატონის ოჯახური მდგომარეობა უცნობია, გარდა იმისა, რომ შვილი გარდაცვლილი ჰყავს.
,,მუხლი 166" - წვრილმანი ხულიგნობა ესე იგი საზოგადოებრივ ადგილებში ლანძღვა-გინება, მოქალაქეებზე შეურაცხმყოფელი გადაკიდება და სხვა ამგვარი მოქმედება, რომელიც არღვევს საზოგადოებრივ წესრიგსა და მოქალაქეთა სიმშვიდეს. ხოლო ,,მუხლი 173" - სამართალდამცავი ორგანოს მუშაკის, სამხედრო მოსამსახურის, სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის თანამშრომლის ან აღსრულების პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობას გულისხმობს.
07.06.2015 დღეიდან გორში კომედიის ფესტივალი იწყება. პირველი სპექტაკლის ,,მთვრალი ალუბალი"-ს დაწყებამდე გორის თეატრის მსახიობებმა ქალაქის ქუჩები ცეკვით და ბარაბნების დაკვრით შემოიარეს. ფესტივალი 7 ივნისიდან დაიწყება და 21 ივნისს დასრულდება. გიორგი ერისთავის სახელობის თეატრის სცენაზე საქართველოს სხვადასხვა თეატრების დასები კომედიურ სპექტაკლებს წარმოადგენენ.
01.06.2015 კასპის ცენტრში არსებულ რეკრეაციულ ზონაში დაგეგმილ ბენზინგასამართი სადგურის მშენებლობას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები აპროტესტებენ. ამის შესახებ ქალაქ კასპის წარმომადგენელმა საკრებულოში, ,,ქართული ოცნების" წევრმა სანდრო გზირიშვილმა ოფიციალური განცხადება საკრებულოს სხდომაზე გააკეთა. მისი თქმით, უნებართვო მშენებლობის გამო, ნადგურდება ხეებიც.
28.05.2015 საქართველოს ჩემპიონ კლუბ ,,დილას" ფეხბურთელებს გორის უნივერსიტეტში ექსპრომტად შესრულებული ლექსები წაუკითხეს.
26.05.2015 დამოუკიდებლობის დღესთან დაკავშირებით გორის ცენტრში ქართული შოუბიზნესის წარმომადგენლებმა კონცერტი გამართეს. პერიმეტრს და გართობის მონაწილეების უსაფრთხოებას ოცმეთაური ალექსანდრე ჩიტაშვილი იცავდა.
26.05.2015 ქარელის რაიონის სოფელ აბანოს მოსახლეობამ წნელისელებსა და ყობელებს 8 სული საქონელი შაბათს 24 მაისს უკან დაუბრუნა. ამის შესახებ შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრს მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენელმა აბანოსა და კოდაში მარიამ გულისაშვილმა განუცხადა. სოფლები: წნელისი და ყობი ოსური სოფლებია.
სტატიის გამოყენების პირობები