რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
წმინდა ნინოს გზა ქართლში
ჯავახეთში ყოფნისას წმინდა ნინოს, ტბის
პირას, ჩაეძინა. სიზმარში გამოეცხადა უცხო კაცი, რომელმაც წიგნი
გადასცა - ეს მცხეთაში წარმართ მეფეს მიართვიო. ნინომ ტირილი დაიწყო
და ევედრებოდა: მე ქალი ვარ, უცხო და უმეცარი, არც ენა ვიცი, როგორ
მივიდე უცხო ქვეყანაში?
მაშინ გადაშალა წიგნი უცხო კაცმა, სადაც იესოს სიტყვები იყო მოცემული. ამ წიგნში სულ 10 სიტყვა ეწერა. ,,მოქცევაი ქართლისაი"-ში ეს მცნებები ასეა გადმოცემული:
1. სადა-ცა იქადაგოს სახარება ესე, მუნ-ცა ითქუას დედა-კაცი ესე.
2. არ-ცა მამაკაცება არს, არ-ცა დედაკაცება, არამედ თქუენ ყოველნი ერთ ხართ.
3. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-ცემდით მათ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა
4. ნათელი გამობრწყინდა წარმართთა ზედა დიდებად ერისა შენისა ისრაელისა.
5. სადა-ცა იქადაგოს სახარება ესე სასუფეველისა, მუნ-ცა ითქმოდის ყოველსა სოფელსა.
6. რომელმან თქუენი ისმინოს და შეგიწყნარნეს მე შემიწყნარა. და რომელმან მე შემიწყნაროს, შეიწყნაროს მომავლინებელი ჩემი.
7. რამეთუ ფრიად უყუარდა მარიამ უფალსა, რამეთუ მარადის ისმენდა მისსა სიტყუასა ჭეშმარიტსა.
8. ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოგწყჳდნენ ჴორცნი თქუენნი, ხოლო სულისა ვერ შემძლებელ არიან მოწყუედად.
9. რქუა მარიამ მაგდანელსა იესო: "წარვედ, დედა-კაცო, და ახარე დათა და ძმათა ჩემთა".
10. სადა-ცა ქადაგებდეთ სახელითა მამისათა, და ძისათა, და სულისა წმიდისათა.
,,მოქცევაი ქართლისაი"-ს მიხედვით, ნინო წავიდა მცხეთისკენ და მდინარეს გაუყვა - ჯერ დასავლეთით და შემდეგ აღმოსავლეთით. ვარაუდობენ, რომ ეს მდინარე მტკვარი იყო. ამ გზაზე ბევრი განსაცდელი ნახა. დაიმგზავრა ადგილობრივები და რამდენიმე დღიანი მგზავრობის შემდეგ, უძველეს ქალაქ ურბნისს მიადგა. აქ წყაროს მიხედვით, ერთი თვე გაჩერდა, სადაც მოსახლეობა თაყვანს სცემდა ქვასა და ძელს. ებრაელთა უბანში ებრაული ენის შესწავლა დაიწყო და ეცნობოდა ყოფა-ცხოვრებას.
,, მიიწია სანახებსა ქართლისასა, ქალაქსა მას, რომელსა ეწოდების ურბნისი, სადა-იგი იხილა ერი უცხოთა თესლთა ღმერთთა მსახური; რამეთუ ცეცხლსა, ქვათა და ძელთა ღმერთად თაყუანის-ცემდეს. რომლისათჳს-ცა შეეურვა სულსა ამის წმიდისასა და შევიდა ბაგინსა ჰურიათასა ენისათჳს ებრაულისა, და დაყო მუნ თუე ერთი, და განიცდიდა ძალსა ამის ქუეყანისასა."
ერთი თვის შემდეგ იგი მცხეთისკენ გაჰყვა ხალხს, რომელიც იქ სავაჭროდ და მათი ღმერთის, არმაზის მოსალოცად მიდიოდა. მცხეთაში მისულები მოგვთა უბნის გამოღმა, ხიდთან გაჩერდნენ და იქიდან წმ. ნინო მცხეთელ ცეცხლისმსახურებს აკვირდებოდა.
საქართველოში ნინოს სახელს კიდევ ერთი წმინდანი ქალი ატარებს. წმინდა სინოდის გადაწყვეტილებით, 2016 წელს, სამთავრობის მონასტრის წინამძღვარი ნინო (საერო ცხოვრებაში ანა ამილახვარი) წმინდანად შერაცხეს.
იგი ცხოვრობდა 1816-1904 წლებში. დაიბადა სოფელ ქვემო ჭალაში, ახლანდელ კასპის რაიონში. ქვემო ჭალაშია ამილახვრების სასახლე. მონაზვნად 40 წლის ასაკში აღიკვეცა. 1883 წლის ომის დროს, ეხმარებოდა დაჭრილ ჯარისკაცებს. დიდი წვლილი მიუძღვის მცხეთაში, სამთავროს მონასტრის გაძლიერებაში.
საპატრიარქოს მონაცემებით, შიდა ქართლში რამდენიმე ეკლესია არსებობს, რომელიც წმინდა ნინოს სახელობისაა. ყველაზე უძველესი სოფელ გარდატენშია, გორის რაიონი. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში კი, წმ. ნინოს სახელზე, ახალი ეკლესია ააშენეს. გორში, ვერხვების დასახლებაში აშენებული ეკლესიაც წმინდა ნინოს სახელობისაა.
ფოტოზე: მარცხნივ - ურბნისი, მარჯვნივ - გორი

წმინდა ნინო
(ანა ამილახვარი)

წმინდა
ნინოს სახელობის ტაძრები ქართლში
საპატრიარქოს მონაცემებით, შიდა ქართლში რამდენიმე ეკლესია არსებობს, რომელიც წმინდა ნინოს სახელობისაა. ყველაზე უძველესი სოფელ გარდატენშია, გორის რაიონი. ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ურბნისში კი, წმ. ნინოს სახელზე, ახალი ეკლესია ააშენეს. გორში, ვერხვების დასახლებაში აშენებული ეკლესიაც წმინდა ნინოს სახელობისაა.
ფოტოზე: მარცხნივ - ურბნისი, მარჯვნივ - გორი
ამავე კატეგორიაში
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,
24 ნოემბერი ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეა.
დაიღუპა მამა-შვილი: 50 წლამდე ასაკის მამაკაცი და მისი ვაჟი
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები