რედაქტორის რჩევით
ვიდეორეპორტაჟი
სარიტუალო წესები, რომლებიც COVID – 19-მა შეცვალა
გოგი გუგუტიშვილი 79-წლის
ასაკში საავადმყოფოში გარდაიცვალა. ისე დაკრძალეს, წესიც ვერ აუგეს.
დაღუპვის ამბავი სოფელმაც გვიან გაიგო. დაკრძალვას სულ 10-15 კაცი
ესწრებოდა.
,, არ ეკადრებოდა მას ასეთი დაკრძალვა""- გვითხრეს თანასოფლელებმა, როდესაც ოჯახის მისამართი ვთხოვეთ.
ეს ამბავი 2020 წლის დეკემბერში მოხდა, იმ დროს, როდესაც ქვეყანაში კოვიდით გარდაცვლილთა რაოდენობა მკვეთრად იზრდებოდა. ,,გორმედის"" ექიმებმა ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ პაციენტს კორონავირუსი არ ჰქონდა, თუმცა 3 დღეში უნდა დაეკრძალათ.
ოჯახის წევრები რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. უნდა მოესწროთ ყველა იმ ღონისძიების ჩატარება, რაც გარდაცვლილის გასაპატიოსნებლად იყო საჭირო, მათ შორის, წესის აგება.
,,ღმერთი არ სწამდა, ამიტომ ძალიან მძიმე იყო ჩვენთვის, როცა ვერც ზიარება და საჭირო დროს ვერც წესის აგება მოესწო,"" - გვითხრა სიძემ, მამუკა გიგუაშვილმა, რომელმაც ყველაფერი გააკეთა იმისათვის, რომ გარდაცვლილი სიმამრისთვის სამაგალითოდ მიეგო პატივი.
მამუკა ცდილობს აგვიხსნას, რომ ამ რთულ ვითარებაში სხვა გამოსავალი არ იყო; როცა ვერც მეზობელი, ვერც ახლობელი, შორეულიც თუ შინაური ვერ დაპატიჟა და ამით ისინი უკმაყოფილო დატოვა:
,,ძალიან ბევრი ადამიანი დაგვემდურა. მხოლოდ ძალიან ვიწრო წრეში დავკრძალეთ. ბევრმა ვერც გაიგო დაღუპვის ამბავი. ვინც გაიგო კი, მოდიოდნენ და შორიდან გვისამძიმრებდნენ. რა თქმა უნდა, აუცილებელი იყო წესის აგება. მორწმუნე იყო თუ არ იყო, ჩვენ ჩვენი უნდა გაგვეკეთებინა. გარდაცვალებიდან 9 დღის შემდეგ, ჩვენი სოფლის მღვდელმა ეკლესიაში მის სახელზე წირვა ჩაატარა. ამისათვის რა თქმა უნდა მადლობლები ვართ,"" - ამბობს მამუკა გიგუაშვილი.
მამუკა გიგუაშვილს ვკითხეთ, თუ რატომ არ მიმართეს სხვა სასულიერო პირს:
,,ჩვენ იმდენად პატივს ვცემთ ჩვენს მამაოს, რომ გვითხრა, დაგვამშვიდა, ნუ გეშინიათ, 9 დღის შემდეგ, ავუგებთ წესსო. როგორც საჭირო იყო და როგორც გვითხრა, ისე ჩაატარა ყველაფერი."" - გვითხრა მამუკა გიგუაშვილმა.
,,სანთელს რომ ვანთებდი, იმასაც მიშლიდა. ნუ ანთებო! არ სწამდა ღმერთი. სულ ვეუბნებოდი, რომ არ შეიძლებოდა ასე. მეც ავად გავხდი და ისიც. შენ მაინც გადარჩიო, მამშვიდებდა. მაინც არ მეგონა, რომ გარდაიცვლებოდა და ასე მოხდებოდა. არ ეკადრებოდა ასეთი სიკვდილი."" - წუხს მეუღლე, მარინა გუგუტიშვილი.
გოგი გუგუტიშვილი სოფელ ტყვიავში ცხოვრობდა.
,,კარგი კაცი... წესიერი კაცი... როგორ დაგვენანა... არ ეკადრებოდა ასეთი დაკრძალვა... რა გაინტერესებთ? რატომ მიდიხართ? გამოგყვეთ?"" - ასეთი იყო თანასოფლელთა რეაქცია, რომელთაც ოჯახის მისამართი ვკითხეთ.
გოგი გუგუტიშვილი პროფესიით იურისტი იყო. მუშაობდა სხვადასხვა თანამდებობაზე, მათ შორის, საბჭოთა კავშირის დროს, ლენინგრადში. წლების შემდეგ საქართველოში დაბრუნდა და აქ გააგრძელა მუშაობა. როგორც იხსენებენ, წამყვანი ადგილი ეკავა გორის საკონსერვო ქარხანაში.
სოფელში, როცა ადამიანი გარდაიცვლება, ერთი კვირის განმავლობაში სამძიმარი არ წყდება. ოჯახისთვის მისასამძიმრელად უბან-უბან თანასოფლელები იკრიბებიან და საერთო სამძიმარს უცხადებენ. ეს არის რიტუალი, რომლითაც საზოგადოება კიდევ ერთხელ ცდილობს ჯერ პირველ რიგში, გარდაცვლილი ადამიანის ხსოვნას მიაგოს პატივი, შემდეგ ოჯახის წევრებს უთანაგრძოს.
გორის ეპარქიაში აცხადებენ, რომ ოჯახმა სასულიერო პირს დაგვიანებით მიმართა. ეპარქიის მდივნის, დედა თამარის (მსხილაძის) განცხადებით, ფაქტობრივად, მღვდელს მხოლოდ 1 საათი ჰქონდა დრო იმისათვის, რომ ოჯახში მისულიყო და წესის აგების რიტუალი ჩაეტარებინა.
,,მაგ კაცს ასეთი გაცილება არ ეკადრებოდა, სამაგალითო ადამიანი იყო. აბა ესაა ცხოვრება? ასეთი კარგი კაცი გარდაიცვალა და ვერც მივედით სამძიმარზე"" - გვეუბნებოდნენ თანასოფლელები.
,, 3 დღის ვადა მოგვცეს. ახლა, როგორია ამ სამ დღეში მოასწრო ყველაფერი. დაკრძალვის დღეს, კვირა დილით დავუკავშირდით მამაოს და ვთხოვეთ, რომ წესის აგებაზე მოსულიყო. მამაომ გვითხრა, რომ არ ეცალა, ძალიან ბევრი გარდაცვლილი ჰყავდა გასაპატიოსნებელი. ამავე დროს, კვირა იყო და წირვა უნდა ჩაეტარებინა. დაგვამშვიდა, რომ არ გვენერვიულა. დაკრძალვიდან 9 დღის შემდეგ, მის სახელზე წირვას ჩაატარებდა და როგორც საჭირო იქნებოდა, ისე მოიქცეოდა. მამაომ როგორც საჭირო იყო, ისე ჩაატარა ყველაფერი. 9 დღის შემდეგ, მივიტანეთ ეკლესიაში მარილი, ზეთი და ა.შ. ილოცა მამაომ და მისი სული მოიხსენია."" - გვიყვება მამუკა გიგუაშვილი.
,,სოფლის მოძღვარი არაა ის პიროვნება, რომ რომელიმე ოჯახი ან ადამიანი უყურადღებოდ დაეტოვებინა. ჩვენ მოვიკითხეთ ეს ამბავი და აღმოჩნდა, რომ მამაოს მხოლოდ ერთი საათი ჰქონდა დრო იმისათის, რომ ეს წესი ჩაეტარებინა. აუცილებლად მივა მამაო ოჯახთან და შაბათს წესს აუგებს""- გვითხრა გორის ეპარქიის მდივანმა, თამარ მსხილაძემ, როცა მას დაკრძალვიდან მესამე დღეს დავუკავშირდით.
საქართველოს საპატრიარქოს ოფიციალურ გვერდზე წერია, რომ მიცვალებულს წესი უნდა აუგონ გასვენების დღეს.
,,თუ განსვენების დღეს რაიმე მიზეზით წესის აგება არ ხერხდება, შეიძლება შესრულდეს ადრეც. აგრეთვე, ამ ლოცვის შესრულება შეიძლება ძველი მიცვალებულისთვისაც, რომელსაც თავის დროზე წესი არ აუგეს. წესის აგებას ასრულებს მღვდელი ან ოჯახში ცხედართან, ან ეკლესიაში."" - აღნიშნულია საპატრიარქოს ვებ-გვერდზე.
პანდემიის პერიოდში, ქარელის მუნიციპალიტეტში რამდენიმე ადამიანი გარდაიცვალა. ხდება თუ არა წესის აგება, ამის შესახებ რუის-ურბნისის ეპარქიის პრეს-ცენტრს, მღვდელმონაზონ იერონიმეს ვესაუბრეთ.
ფოტოზე: მღვდელმონაზონი იერონიმე, ქარელი, 7 იანვარი, 2021 წელი
,,იმდენი მღვდელმსახური გვყავს, რომ ჩვენთან არც ერთი მიცვალებული რჩება წესის აგების გარეშე. თუნდაც ერთი დღე იყოს დარჩენილი დაკრძალვამდე, ჩვენი სასულიერო პირი აუცილებლად მიდის მიცვალებულთან და წესს უგებს," - გვითხრა რუის-ურბნისის მღვდელმონაზონმა.
იგი იმასაც განმარტავს, რომ როდესაც წესის აგება ხდება იმ მიცვალებულთან, რომელმაც კოვიდი გადაიტანა, შესაბამისი სასულიერო პირს გზავნიან:
,,ჩვენთან არიან ისეთი სასულიერო პირები, რომლებსაც თავადაც გადატანილი აქვთ კოვიდი. ამიტომ, კოვიდგარდაცვლილთან ის მღვდელი წავა, რომელსაც კოვიდი აქვს გადატანილი. ასეთი მიდგომა გვაქვს შემუშავებული, თუმცა, ხომ გეუბნებით, მიცვალებულის წესის აგებაზე, ჩვენთან პრობლემა არავის ქონია. მაგალითად, დირბში გარდაიცვალა პაციენტი? იქ მივა დირბის მოძღვარი. თუ მას არ სცალია და იმ დროს სხვაგან არის, გააგებინებს სხვა მღვდელს და ის მივა წესის აგებაზე."" - ამბობს მღვდელმონაზონი იერონიმე.
რუის-ურბნისის ეპარქიის წარმომადგენელმა ისიც გვითხრა, რომ მათი სასულიერო პირები სამედიცინო დაწესებულებაშიც შედიან:
,,იყო ჩვენთან ასეთი შემთხვევა, რომ საავადმყოფოში მყოფ პირს დასჭირდება ზეთის ცხება და ასე შემდეგ. აქაც არ ვეუბნებით უარს, რადგან ვიცით, რომ ეს პაციენტისთვის და ზოგადად ადამიანებისთვის დიდი შვებაა. ამიტომ, სპეციალური აღჭურვილობით შედის კლინიკაში ჩვენი მღვდელი და ხვდება პაციენტს," - დასძენს მღვდელმონაზონი.
იგი ხაზგასმით გვიცხადებს, რომ რუის-ურბნისის ეპარქიაში არ მოხდება ისეთი ფაქტი, როდესაც ჭირისუფალმა ითხოვოს და გარდაცვლილის წესის აგებაზე ვინმემ მას უთხრას უარი.
გორში, ნოემბერსა და დეკემბერში, კორონავირუსის პერიოდში, ადამიანების გარდაცვალების ფაქტები, სხვა წლების ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, გახშირებული იყო.
ამის შესახებ ჩვენთან საუბარში გორის სასაფლაოების მოწყობის განყოფილების ხელმძღვანელმა შალვა ტერმაკოზაშვილმა ისაუბრა.
მისი თქმით, სასაფლაოების მოწყობასთან დაკავშირებით, საკრებულოს რაიმე ცვლილების შესახებ, დადგენილება არ მიუღია, თუმცა მისი თანამშრომლები, მთავრობისა და ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების გათვალისწინებით, მუშაობენ.
ფოტოზე: გორის სასაფლაო
,,როდესაც მოდის ჭირისუფალი, გვეუბნება, რომ 72 საათზე მეტი ხნის დაყოვნების უფლება არ გაქვს. ჩვენ დღე და ღამეს ვათენებთ, რომ მოვემსახუროთ. კოვიდგარდაცვლილის შემთხვევაში, გვაქვს სპეციალური დადგენილება, რომლითაც ვმოქმედებთ, რომ ჩვენი მუშა-მესაფლავეები იქნენ დაცულნი. ისინი მუშაობენ სპეციალური აღჭურვილობით" - აცხადებს შალვა ტერმაკოზაშვილი.
ყოფილა შემთხვევა, როდესაც ჭირისუფლები მისულან სასაფლაოების ადმინისტრაციაში და უთხოვიათ იმავე დღეს დაკრძალვა:
,,ზოგჯერ პირდაპირ მოჰყავთ საავადმყოფოდან საფლავზე. ამ შემთხვევაშიც ვასწრებთ. ჩვენი მუშა-მესაფლავეები მუშაობენ. ზოგჯერ, თვითონ ჭირისუფლებიც მოდიან და მიწას ვთხრით. ძირითადად, 10-15 ადამიანი ესწრება, იყო 2-3 შემთხვევა, როდესაც 50-მდე ჭირისუფალი მოყვა, მაგრამ იშვიათად" - ამბობს შალვა ტერმაკოზაშვილი.
გორის სასაფლაოების მოწყობის სამსახურში ჩვენი სტუმრობის დროს მოვიდა რამდენიმე ჭირისუფალი, რომელთაც განაცხადეს, რომ საავადმყოფოში მათი ახლობელი, ასაკოვანი ქალი გარდაიცვალა და 72 საათიანი ვადა მისცეს დასაკრძალად.
,,ერთადერთი საზრუნავი გვაქვს, რომ როგორმე დროულად დავკრძალოთ. საავადმყოფოში დავაწვინეთ, ავად გახდა. არ ჰქონდა კოვიდი, მაგრამ წუხელ დაგვირეკეს, გარდაიცვალაო. კლინიკაში შეხვდა კოვიდიო."" - ამბობდნენ ჭირისუფლები.
სასაფლაოს მოწყობის სამსახურის უფროსმა ტელეფონით მუშა-მოსამსახურეებს აცნობა, რომ დილითვე შესდგომოდნენ მუშაობას. ცხედრისთვის მიწა მეორე დღეს მზად უნდა ყოფილიყო.
,,ამ შემთხვევაში ჩვენი მოვალეობა რა არის? დროულად მოვემსახუროთ ჭირისუფლებს? წესის აგებაზე ზრუნვა ჩვენი მოვალეობა არაა, მაგრამ ამ პანდემიის პერიოდში, გვინახავს, რომ სასაფლაოზეც აუგიათ წესი," - აცხადებს გორის სასაფლაოების მოწყობის სამსახურის უფროსი, შალვა ტერმაკოზაშვილი.
მისი ინფორმაციით, 2020 წლის ნოემბერსა და დეკემბერში, კოვიდგარდაცვლილთა პიკი იყო, მაგალითად, ქალაქ გორის სასაფლაოზე ნოემბერში 14 ადამიანი დაკრძალეს, ხოლო დეკემბერში 18 ადამიანი, რომლებიც ახალი კორონავირუსით იყვნენ გარდაცვლილნი.

წესები
კოვიდამდე და კოვიდის შემდეგ

რა
ხდება ამ მხრივ გორის მეზობელ რუის-ურბნისის
ეპარქიაში?

ამავე კატეგორიაში
გუშინ გორის მერი კოტე თავზარაშვილი საოკუპაციო ხაზთან მდებარე სოფელში იმყოფებოდა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 966 ახალი შემთხვევიდან:
კასპში ადგილები არ ეყოთ, პაციენტებს მცხეთასა და გორში ანაწილებდნენ.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 271 ახალი შემთხვევიდან:
ადმინისტრაციის პრეს-სამსახურის განცხადებით, აპრილის თვეში არც ერთი
წარმოდგენა გაიმართება,
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები