რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
საბავშვო ბაღი უხარისხო ბეტონის კოლონების ქვეშ
2017 წლის 29 ივნისს კომპანია ,,ინშაათ საქართველომ“ გორში, სადგურის
დასახლებაში ორსართულიანი საბავშვო ბაღის მშენებლობა დაიწყო.
სამუშაოები 2017 წლის 26 დეკემბერს უნდა დასრულებულიყო. ბაღისთვის 560
000 ლარი იყო გამოყოფილი. 2017 წლის 10 ოქტომბრის ლაბორატიული
შემოწმებით დადგინდა, რომ ბეტონის ნორმა 3-ჯერ ჩამორჩებოდა
დოკუმენტებში მითითებულ ბეტონის ხარისხს.
2017 წლის 20 აგვისტოს, კომპანიის დირექტორმა თემურ ბაღათურიამ გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს შესრულებული სამუშაოს შუალედური აქტი წარუდგინა. ორი დღის შემდეგ, კომპანია ,,ინშაათ საქართველოს“ დირექტორს სწერს მერის მოადგილე თამაზ შიოშვილი, რომ შესრულებულ სამუშაოზე წარმოადგინოს ექსპერტიზის დასკვნა.
22 აგვისტოს წერილში შიოშვილი კომპანიას, კონკრეტულად, ბეტონისა და ბეტონის ნაკეთობების ლაბორატორიულ დადებით დასკვნებს სთხოვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თანხას არ ჩაგირიცხავთო.
იმავე, 22 აგვისტოს ,,ინშაათ საქართველოს“ დირექტორი თემურ ბაღათურია გორის მერს ზურაბ ჯირკველიშვილს წერილს უგზავნის, ოღონდ, არა თუ ლაბორატორიულ დასკვნების შესახებ, არამედ სთხოვს, რომ შედარებით მცირე ზომის არმატურების გამოყენების უფლება მისცეს. ბაღათურია ამ წერილში ბეტონის ხარისხზე ხმას ჯერ არ იღებს.
,,გაცნობებთ, რომ სამუშაოების პროცესში გამოვლინდა უმნიშვნელო ცვლილელების შეტანის საჭიროება კონსტრუქციულ ნაწილში, კერძოდ:
- სვეტების არმირება ნაცვლად დ-25-4ც ღერისა, ჩავანაცვლოთ დ16-8 ც ღერით
- რიგელების არმირება ნაცვლად არმატურა დ16-4 ღერისა, გამოვიყენოთ დ14-6 ღერისა
ამასთანავე, საპროექტო დოკუმენტაციაში არ არის მოცემული ღობის ფუნდამენტის მოწყობის წესი და შესაბამისად მოცემულ მოცულობაზე სამუშაოების დაწყება შეუძლებელია.“ - ციცატის დასასრული.
23 აგვისტოს გორის მერის მოადგილემ გიორგი რაზმაძემ ,,ინშაათ საქართველოს“ მოთხოვნა შესათანხმებლად გაუგზავნა იმ საპროექტო ორგანიზაციას, რომელმაც გორის სადგურის დასახლების საბავშვო ბაღის ნახაზები შეადგინა. ეს კომპანიაა ,,სპეცმონოლითი“
25 აგვისტოს საპროექტო ორგანიზაცია გორის მერიას პასუხობს:
,,გავეცანით სამშენებლო კომპანია ,,ინშაათ საქართველოს“ წერილს, რომლითაც ითხოვენ ზოგიერთ ნახაზზე არმატურის დიამეტრის ცვლილებას, თუმცა მოტივი არ არის გაჟღერებული.“ - აღნიშნავს საპროექტო ორგანიზაციის ხელმძღვანელი.
მისი განმარტებით, რიგელების არმირების ნაწილში, პროექტით გათვალისწინებული ზომები არმატურისა არ უნდა შეიცვალოს, რადგან ის წარმოადგენს საყრდენ კოჭს. ასევე არ უნდა შეიცვალოს მონოლითური გადახურვის ფილები, რადგან სრულად აკმაყოფილებს ნორმებს. ასევე, არ დაეთანხმა იმ გარემოებას, რომ ნახაზებში არ არის მოცემული ღობის მოწყობის სამუშაოები.
ამდენად, გორის მერმა ზურაბ ჯირკველიშვილმა, 2017 წლის 30 აგვისტოს, ,,ინშაათ საქართველოს“ აცნობა, რომ მისი მოთხოვნები უსაფუძვლოა და პროექტით გათვალისწინებული ნახაზების მიხედვით, უნდა გააგრძელოს მუშაობა.
ამ დროს კი, ჯერ ისევ ელოდებიან ბეტონის ხარისხის ლაბორატორიულ დასკვნებს. მართალია, გორის მერიამ ბეტონის ხარისხის ცნობა 2017 წლის 20 აგვისტოს მოითხოვა, მაგრამ როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, ეს შემოწმება თითქმის ორი თვის დაგვიანებით 2017 წლის 10-16 ოქტომბერს ჩატარდა.
მანამდე, 2017 წლის ზაფხულში, საქართველოს მთავრობის დავალებით, შიდა ქართლის ოთხივე მუნიციპალიტეტმა დაიქირავა კომპანია, რომლის სპეციალისტებმა რეგიონში მიმდინარე სამუშაოების ინსპექტირება დაიწყო. ეს კომპანია არის ,,ოპტიმალ გრუპი“.
,,ოპტიმალ გრუპმა“ 2017 წლის 7 ოქტომბერს კატეგორიულად მოითხოვა საბავშვო ბაღის მშენებლობის შეჩერება ვიდრე ბეტონის ხარისხის პასუხები არ გახდებოდა ცნობილი, რადგან ამჯერად საეჭვო იყო ციკოლის კედლისთვის გამოყენებული ბეტონის ხარისხი.
,,ოპტიმალ გრუპის“ მოთხოვნით საბავშვო ბაღის მშენებლობა ,,ინშაათ საქართველომ“ შეაჩერა. სამუშაოს ვადა, ერთი თვით, 2018 წლის 25 იანვრამდე გადაიწია.
2017 წლის 16 ოქტომბერს ერთ-ერთმა კერძო ლაბორატორიულმა ბიურომ დადო დასკვნა. კუმშვითი მეთოდების გამოყენებით დადგინდა, რომ ,,ინშაათ საქართველოს“ შეუძენია არა თუ მ300 მარკის ბეტონი, როგორც ეს დოკუმენტებში მიუთითა, არამედ ,,მ100“ მარკის ბეტონი, რაც სამჯერ ნაკლებია იმ ნორმაზე, რასაც საპროექტო დოკუმენტაცია ითხოვდა.
ოფიციალურად დადასტურდა, რომ საბავშვო ბაღის მშენებლობის დროს გამოიყენეს 3-ჯერ ნაკლები ნორმის მარკის ბეტონი. ეს ფაქტი გორის მერიამ ,,ხარვეზად“ ჩათვალა. მერიამ და ,,ინშაათმა“ ხარვეზების ,,გამოსწორება დაიწყეს.
უარყოფითი და საგანგაშო ლაბორატორიული დასკვნის შემდეგ, გორის მერია და კომპანია ატარებს ერთობლივ ღონისძიებებს, თუ როგორ გაამაგრონ კედლები უხარისხო ბეტონისგან. ამ საქმეში ჩართულია მერის პირველი მოადგილე გიორგი რაზმაძე. ის ,,აზრს“ საპროექტო ორგანიზაციას ეკითხება. საპროექტო ორგანიზაციის ხელმძღვანელის პასუხში ვკითხულობთ:
,,ვაკმაყოფილებთ თქვენს თხოვნას და გიდგენთ საავტორო ჯგუფის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, ზეძირკვლის კედლების იმ ზონების გამაგრების შესახებ, სადაც ჩაანკერებულია რკინაბეტონის მზიდი სვეტები, (კოლონები), რათა უზრუნველვყოთ შენობის შემდგომი საიმედობა და მდგრადობა“ - ზაურ ბერუაშვილი, საპროექტო ორგანიზაცია ,,სპეცმონოლითის“ დირექტორი, 24 ოქტომბერი, 2017 წელი.
2017 წლის 7 ნოემბერს, მერის პირველი მოადგილე გიორგი რაზმაძე ნებას რთავს ,,ინშაათ საქართველოს“, რომ უხარისხო სვეტები გაამაგროს.
2017 წლის 11 ნოემბერს ,,ინშაათ საქართველოს“ დირექტორი გორის მერს ატყობინებს, რომ გადასარიცხია 529 000 ლარი, რადგან პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებმა ცვლილებები განიცადა და უფრო მეტი თანხა დაჯდა.
ბაღის მშენებლობის დასრულების ვადამ კი, 2017 წლის 15 დეკემბრამდე გადაიწია.
2017 წლის ნოემბერს გორმა ახალი მთავრობა აირჩია. ახალი მერი კოტე თავზარაშვილი დაინტერესდა საბავშვო ბაღის მშენებლობით. იანვარშივე გაჩაღდა მიწერ-მოწერა. ,,ინშაათ საქართველო“ ირწმუნება, რომ პროექტში ხარვეზებია და ამის გამო აგვიანდება დამთავრება. ასევე, საქმეში გარემოს ეროვნული სააგენტოს ცნობებს აკრავს, სადაც მითითებულია ცუდი ამინდი.
2018 წლის 14 მარტს ,,ინშაათ საქართველო“ გორის მერს კვლავ და კვლავ სთხოვს, რომ კორექტირება მოხდეს პროექტში. კომპანია კვლავ ბეტონის მოცულობის შეცვლას ითხოვს. ასევე, ითხოვს, რომ სამუშაოების დასრულების ვადამ 3 თვით გადაიწიოს. მარტსა და აპრილში შედგენილი წერილები წარმოადგენს ხვეწნა-მუდარას იმისა, რომ საპროექტო ორგანიზაციამ გასცეს თანხმობა სამუშაოების კორექტირებაზე.
,,ინშაათ საქართველო“ ახალ გუბერნატორს აკაკი მაჭუტაძეს სწერს, რომ სამუშაოების დაგვიანება მისი მიზეზით არ მომხდარა.
2018 წლის 26 აპრილს კომპანია ,,ინშაათ საქართველო“ საბოლოოდ ჩამოცილდა ობიექტს. საარაუდოდ, აშენებული კოლონები დასანგრევია, რადგან არავინც იცის, რამდენად უსაფრთხოა უხარისხო ბეტონით აშენებული და შემდეგ გამაგრებული სვეტები. ,,ინშაათ საქართველო“ იმუქრება, რომ ის მერიას სასამართლოში უჩივის და გაწეული სამუშაოს თანხას ამოიღებს. გორის საკრებულოს თავმჯდომარე დავით რაზმაძე ამბობს, რომ საჭიროა საქმეში პროკურატურა ჩაერთოდ.
2017 წლის სექტემბერში ,,ინშაათ საქართველო" კომბინატის დასახლებაში ,,საქმიანი ეზოს" მოწყობას აპირებდა. ამის შესახებ ვრცელი მასალა შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრმა იმ დროს მოამზადა, როდესაც ამის შესახებ გორის მერიაში საქმის წარმოება მიმდინარეობდა.
კომპანია ,,ინშაათ საქართველომ", კომბინატის დასახლებაში, ეკლესიასა და სკოლა გიმნაზიას შორის არსებული ფართი, 10-წლიანი იჯარით მოითხოვა. კომპანიის წარმომადგენელი აცხადებდა, რომ საბოლოოდ წავიდოდა რაიონიდან, თუკი საკრებულო უარყოფით გადაწყვეტილებას მიიღებდა.
კომბინატის დასახლებაში, ,,საქმიანი ეზოს" მოწყობის შესახებ, კოპანია ,,ინშაათ საქართველოს" მოთხოვნა გორის მაშინდელ საკრებულოში არ დააკმაყოფილეს. საკრებულოს წევრების განცხადებით, კომპანიას სათანადო პროექტი წარდგენილი არ ჰქონდა და, შესაბამისად, ბუნდოვან გეგმას მხარს არ დაუჭერდნენ.
,,პროექტი ჯერ ვერ მექნება, რადგან არ ვიცი ამის მოსაწყობად მიწის ფართს გადმომცემენ თუ არა" - გვითხრა დირექტორის წარმომადგენელმა საკრებულოს სხდომამდე.
,,,თავისუფალი დემოკრატების" წარმომადგენელი ვატო გელაშვილი აცხადებდა, რომ ,,ინშაათ საქართველოს" უკან შიდა ქართლის გუბერნატორი კახა სამხარაძე იდგა. მისი ინფორმაციით, აღნიშნული კომპანია ტენდერებს, სწორედ, გუბერნატორის დახმარებით იგებს.
კომპანია ,,ინშაათ საქართველოს" წარმომადგენელი აცხადებს, რომ გუბერნატორს საერთოდ არ იცნობს, არც თვითონ და არც მისი კომპანიის ხელმძღვანელობა. ,,ის ერთხელ ვნახეთ, თანაც ერთ-ერთ სამშენებლო ობიექტეზე მოსვლისა და დათვალიერების დროს" - აცხადებდა კომპანიის წარმომადგენელი.
რაც შეეხება ,,საქმიან ეზოს", ქალაქის მერი ზურაბ ჯირკველიშვილი ამბობს: ,,მე, როგორც ჩემი პირველი მოადგილისგან, თამაზ შიოშვილისგან ვიცი, აქ უნდა მოეწყოს სამშენებლო მასალების ობიექტი, სადაც დასაქმდება რამდენიმე ადამიანი. ეს კომპანია შიდა ქართლში სხვადასხვა პროექტებს ახორციელებს, შესაბამისად, ალბათ, უნდათ რომ რაიონში ბაზა ჰქონდეს" - ამბობდა ზურაბ ჯირკველიშვილი.

ფოტოზე: სამუშაოების დასაწყისი,
2017 წლის აგვისტო

ზამთრის
შემდეგ

ცოტა
რამ ,,ინშაათ საქართველოს" შესახებ

ამავე კატეგორიაში
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ
სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.
შეიძინეთ პროდუქტი თიბისი განვადებით პარტნიორ ფიზიკურ მაღაზიებში
სახელფასო ფონდის დინამიკა, დოკუმენტის მიხედვით, ბოლო სამი წლის განმავლობაში ასეთი იყო:
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები