რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ჯანდაცვის სამინისტრო 11 იანვრამდე 10 000 კოლოფ ,,ტამიფლუს" შვეიცარიიდან შემოიტანს
საქართველოს ჯანდაცვის სამინისტროს
ცნობით, 11 იანვრამდე, საქართველოში, სტრატეგიული მარაგის შექმნის
მიზნით, შვეიცარიით 10 000 კოლოფ ანტივირუსულ პრეპარატს შეიძენს. ამის
შესახებ გადაწყვეტილება 4 იანვარს, ქვეყანაში შექმნილი მდგომარეობის
გათვალისწინებით, მიიღეს.
სამინისტროს ცნობით, პრეპარატის შესაძენად 153 000 დოლარი დაიხარჯება. სტრატეგიული მარაგის შექმნა ლ.საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მონაცემებმა გამოიწვია, რომლის მიხედვით საქართველოში გრიპისმაგვარი დაავადებებისა (ILI) და მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციების (SARI) შემთხვევების მატება ორმოცდამეშვიდე - ორმოცდამერვე კვირიდან დაიწყო.
,,ამ ეტაპისთვის დაფიქსირებულია გრიპისმაგვარი დაავადებების შემთხვევების მაჩვენებლი 277 - 100 ათას მოსახლეზე. თვალსაჩინოა მატება (56 ერთეულით) წინა კვირასთან შედარებით (221). აღინიშნა, რომ მძიმე მწვავე რესპირატორული ინფექციების (SARI- 41,6%) წილი ჰოსპიტალიზაციაში მკვეთრადაა მომატებული, მათ შორის ბავშვთა ასაკში (37,8%), რაც მოსალოდნელიც იყო, ვინაიდან პაციენტების დიდი ნაწილი პირველადი ჯანდაცვის სამსახურების გვერდის ავლით, პირდაპირ სტაციონარებს მიმართავს.
აღნიშნული მაჩვენებლები დამახასიათებელია გრიპის სეზონისათვის და არ უტოლდება ქვეყანაში დადგენილ ეპიდემიოლოგიურ ზღვარს (450-500 ახალი შემთხვევა 100000 მოსახლეზე)." - აღნიშნულია ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებაში.
ევროპის რეგიონის თითქმის ყველა ქვეყანაში ფიქსირდება შემთხვევების მატება, ძირითადი გამომწვევი A/H1pგრიპის ვირუსის ქვეტიპით. ევროპის რეგიონის 44 მონაწილე ქვეყნიდან წარმოდგენილი მონაცემების მიხედვით, 21 იტყობინება გრიპის ფონური ინტენსივობის, 20 - დაბალი და 3 (სომხეთი, საქართველო, უკრაინა) - საშუალო ინტენსივობის შესახებ.
საქართველოში ბოლო მონაცემების მიხედვით მიმდინარე სეზონის განმავლობაში სულ გამოვლენილია ლაბორატორიულად დადასტურებული 144 შემთხვევა, აქედან: 140 - A/H1p; ხოლო 4 – A/H3; გრიპის ვირუსის ქვეტიპი.
A/H1p ცირკულირებდა 2009-2010; 2010-2011; 2012-2013; 2015-16 წლების გრიპის სეზონებზე. ყველა ამ სეზონზე რეგისტრირდებოდა ILI სა და SARI ს მაღალი მაჩვენებლები. გრიპის ვირუსის A/H1p პანდემიური ქვეტიპი ხასიათდება მაღალი ვირულენტობით და უფრო მძიმე კლინიკური მიმდინარეობით.
,,ამ დროისთვის დაფიქსირებულია ლაბორატორიულად დადასტურებული გრიპით (A/H1p) გამოწვეული 6 (ექვსი) ლეტალური შემთხვევა. აღნიშნული სიტუაციიდან გამომდინარე, სეზონური გრიპის შემთხვევათა მკურნალობისა და გავრცელების კონტროლისთვის, ამ ეტაპზე მიზანშეწონილად ჩაითვალა ანტივირუსული პრეპარატ ოსელტამივირის (სავაჭრო დასახელება ტამიფლუ" 10 000 კოლოფის შემოტანა სტრატეგიული მარაგის შექმნის მიზნით." - განმარტავენ ჯანდაცვის სამინისტროში.

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები