ახალი ამბები
ქარელის #34 უბანზე ამომრჩეველს სიაში გაყალბებული ხელმოწერა დახვდა
ქარელის #34 უბანზე, რომელიც მხარეთმცოდნეობის მუზეუმში მდებარეობს,
აღმოჩნდა, რომ კომისიის წევრმა ამომრჩევლის ნაცვლად მოაწერა ხელი.
ფაქტი დამკვირვებლებისთვის მაშინ გახდა ცნობილი, როდესაც მოქალაქე უბანზე მივიდა და სიაში მისი ხელმოწერა დახვდა.
საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლის ცნობით, კომისიის წევრმა მოქალაქის ნაცვლად იმ დროს მოაწერა ხელი, როდესაც უბნიდან გადასატანი ყუთი იყო წაღებული.
მოქალაქე სახლში ელოდებოდა გადასატან ყუთს, თუმცა, რომ არავინ მივიდა, გადაწყვიტა უბანზე თავად მისულიყო.
გადასატანი ყუთის დროს, კომისიის წევრები სახლში მიდიან, ნახულობენ ამომრჩევლებს, უკეთებენ მარკირებას და აძლევენ ხმის ფარულად მიცემის საშუალებას. თუმცა, როგორც აღმოჩნდა, კომისიის წევრები ბინაზე არ მისულან და გზაში მოუწერიათ ხელი.
ამ ფაქტის სიზუსტე დაადასტურა იმ ფაქტმაც, რომ მოქალაქეს არ ჰქონდა მარკირება გაკეთებული. კომისიის წევრმა ახსნა-განმარტება დაწერა, სადაც აღნიშნა, რომ ხელი ნამდვილად მოქალაქის ნაცვლად მოაწერა, თუმცა ბინაზე, მაგრამ მარკირების გაკეთება დაავიწყდა.
ვიდრე კომისიის წევრი აღიარებდა ქმედებას, მანამდე კომისიის თავმჯდომარე აჭიანურებდა სიების ჩვენებას და ახსნა-განმარტების დაწერას. კომისიის წევრები ქალბატონს აბრალებდნენ, რომ ჰქონდა სკლეროზი.
გარდა იმისა, რომ ადგილი ჰქონდა საარჩევნო კოდექსის დარღვევას, საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს წარმომადგენლის განცხადებით, ეს არის ხელმოწერის გაყალბება, რაც სისხლის სამართლის დანაშაულია. აღნიშნულ ფაქტზე გამოძიების დაწყებას ითხოვენ.

ამავე კატეგორიაში

ჯემალ წიკლაურმა 2004 წლის მოვლენები გაიხსნა, როდესაც ის ქონების
ჩამორთმევის მიზნით,

უარის მიზეზად საჯარო რეესტრმა საპროექტი დოკუმენტაციის
წარმოუდგენლობა დაასახელა.

"გამოძიების მასალების მიხედვით, იკვეთება, რომ საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ

განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება. სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები