რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« აპრილი 2025 »»
31 1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 1234
ახალი ამბები
უბანზე 20-მდე დარღვევის დაფიქსირების მიუხედავად კასპში კომისიის თავმჯდომარეს მხოლოდ შენიშვნა მისცეს
კასპის საოლქო საარჩევნო კომისიამ სოფელ ფერმის უბნის კომისიის თავმჯდომარეს გია დადეგაშვილს მხოლოდ ,,შენიშვნა'' მისცა.

საჩივრის მიხედვით, აღნიშნულ უბანზე 20-მდე დარღვევა დააფიქსირდა დამკვირვებლების მიერ. ყველა დარღვევა თითქმის მობილურითაა გადაღებული.

ეს ის უბანია, სადაც მამამაკაცი ქალის პირადობის მოწმობით აძლევდა ხმას. ასევე, არსებობს კადრები, როდესაც გია დედეგაშვილი ამომრჩეველს ართმევს გაფერადებულ ბიულეტენს და ნახულობს, თუ ვის მისცა მოქალაქემ ხმა.

ხმის ფარულობის დარღვევა, მარკირების წესების დარღვევა, რეგისტრატორების მიერ სხვისი პირადობის გამოყენების მცდელობები; უბანზე არარეგისტრირებული ამომრჩევლების მობილიზება; ცალკე ფარული უწყვეტი ვიდეოკადრების გადაღება გაურკვეველი ჯგუფის მიერ; კაბინაში შესული მოქალაქეებზე კონტროლი და ა.შ. ეს იმ დარღვევების ჩამონათვალია, რისი დაფიქსირებაც დამკვირვებლებმა შეძლეს უბანზე.

აღნიშნულ უბანზე დარღვევების გამოვლენა არც დღის ბოლოს დასრულდა. საუბნო კომისიამ დოკუმენტები არ დალუქა, ისე ჩაიტანეს მონაცემები კასპის საოლქო კომისიაში. ამასთანავე ერთ-ერთ დამკვირვებელს სიცოცხლის ხელყოფით დაემუქრნენ, რომელიც პოლიციის ზედამხედველობის ქვეშ გააცილეს ავტობანამდე. მეორე დამკვირვებელს კი საბურავი დაუზიანეს.

როგორც დამკვირვებლები აცხადებენ, გია დადეგაშვილი კასპის მერიის გამწვანების სამსახურს ხელმძღვანელობს.

კასპის საოლქო კომისიამ სამართლიანი არჩევნების წარმომადგენლის საჩივრის მხოლოდ ის ნაწილი დააკმაყოფილა, სადაც საუბარია დაულუქავი დოკუმენტების წარდგენის შესახებ. სხვა ფაქტებზე აღნიშნულია, რომ ისინი ნამდვილად მოხდა, თუმცა დამკვირვებლების მოთხოვნისთანავე აღმოიფხვრაო.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ჯემალ წიკლაურმა 2004 წლის მოვლენები გაიხსნა, როდესაც ის ქონების
ჩამორთმევის მიზნით,
ჯემალ წიკლაურმა 2004 წლის მოვლენები გაიხსნა, როდესაც ის ქონების ჩამორთმევის მიზნით,
20:38 / 02.04.2025
უარის მიზეზად საჯარო რეესტრმა საპროექტი დოკუმენტაციის
წარმოუდგენლობა დაასახელა.
უარის მიზეზად საჯარო რეესტრმა საპროექტი დოკუმენტაციის წარმოუდგენლობა დაასახელა.
22:07 / 01.04.2025
"გამოძიების მასალების მიხედვით, იკვეთება, რომ საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ
18:49 / 01.04.2025
განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება.
სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება. სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

17:00 / 01.04.2025
,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''
,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''
16:20 / 01.04.2025
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის ასაკს იყო მიღწეული.
"სოფელში არაფერია. აქ არავინ არის. მხოლოდ ერთი ბიჭი, მაგისი დედა და მე ვართ.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან, მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ ვინმეზე იტყვიან,
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.