რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
შობა და ალილო ქართლში
შიდა ქართლის სოფელში საშობაო სამზადისს აღწერს ანასტასია ერისთავი-ხოშტარია:

„სოფელი სიცივეს ყურს არ უგდებდა და ემზადებოდა  დღესასწაულისათვის. საღორეებიდან მოისმოდა ღორების ჭყვიტინი. ყველა, ვისაც კი წლითი-წლობამდის სველ ლუკმა არ ეგემა, სახვალიოდ იმზადებდნენ პირის გასაგემრიელებელს... გაისმა ზარის რეკვა, რომელსაც გულის ძგერით ელოდა ყოველი ნამარხულევი... ხალხმა დაიწყო ეკლესიისკენ დენა. მორთულ-მოკაზმულ, ლეჩაქყურგადაგდებულ ქალებს დაეკარწახებინათ და მისდევდნენ თოვლზე გაყვანილ ბილიკს. გაისმა დიდებული ღაღადისი. ყველა გამსჭვალულიყო დღესასწაულით... დღევანდელ დღეს ყველა ელოდა თავის ოჯახსი მოძღვარს, რომელსაც უნდა მიელოცა ქრისტეს შობა“.

შიდა ქართლში შობის დილას იკვლებოდა ღორი, რომელსაც ამ დღისთვის სპეციალურად ასუქებდნენ. ცხვებოდა ქადა, რომელსაც იმდენ ნაწილად ჭრიდნენ, რამდენი წევრიც იყო ოჯახში. კერასთან ანთებდნენ სანთლებს. საშობაო სუფრაზე უნდა ყოფილიყო პური, ყველი, ქათამი, ინდაური, საკლავის ხორცი, თხილ-კაკალი, ღვინო და სხვ. რისი შესაძლებლობაც ექნებოდა ოჯახს.

სუფრასთან რომ დასხდებოდნენ, ოჯახის უფროსი დაილოცებოდა: „ღმერთო მშვიდობის ზაფხული მოგვეცი, ბარაქიანი წელიწადი მოგვეცი, ღმერთო! უშველე ჩვენს შვილებს, შვილიშვილებს“...

ამ დღეს ქართლშიც სცოდნიათ ალილოზე სიარული. ამის დასტურია ხალხურ ფოლკლორში შემონახული ლექსები:

„ოცდა ხუთსა ამ თვესაო, ქრისტე დაბადებულაო ქრისტეს მადლი შეეწევა, თქვენს პატარა შვილებსო. აქა ღორი დაკლულაო, ნაყელარი ჩვენიაო“ .

შობის წინა ღამეს შიდა ქართლის სოფლებში სცოდნიათ კორკოტის გაკეთება, ამას ქრისტეს კორკოტი ერქვა. მათი რწმენით, როგორც ხორბალი გაფუვდებოდა, ისეთი ბარაქიანი მოსავალი მოუვიდოდა ოჯახს. მისი ხარშვის დროს წარმოქმნილ ქაფს. რომელიც ქერქის შედედებული ნაწილი იყო, გუთნის დედა სახლის დედაბოძს ან კედელს წაუსვამდა, ცოტას ხარებს აჭმევდა, ცოტასაც თვითონ შეჭამდა. ეს ქმედებაც მიმართული იყო ბარაქიანობის დაბევებისადმი.

ამავე დროს, ზოგიერთი კორკოტს იმიტომ აკეთებდა, რომ რაც დავიწყებული მიცვალებულია - ყველას მიუვაო.

სოფელ დვანში შობის წინა დღეს, შუადღისას სცოდნიათ ლობიოს მომზადება: „ჩავადგამდით ლობიოს, თითო ოროლა მარცვალს მუხუდოს, სიმინდს ჩავატანდით. შობას ვახშმად ვჭამდით. აღდგომის ტელა დღე არის და კარგად უნდა ვყოფილიყავით მზათა“. ამას „ცხრაწვენას“ უწოდებდნენ (როგორც ჩანს, ამ კერძში ცხრა სახეობის მარცვლეული შედიოდა).


ამავე საღამოს შიდა ქართლში ხოწაობას უწოდებდნენ. ამ დროს ოჯახის წევრები ბავშვებს თხილ-კაკალს გადაუყრიდნენ და მათ უნდა მოეხოჭათ, მოეხვეწათ. რაც მეტს მოხვეწავდნენ, მით უფრო მოსავლიანი წელი ელოდა ოჯახს.

„ქრისტეშობის თვეში ჯერ რო ხოწაობაა, მეორე დღეს ქრისტეს კორკოტობაა. ხოწაობას მოამზადებენ ხორბალს, რომელსაც დილით მოხარშავენ. ქრისტეს კორკოტი წვერიან მამაკაცს უნდა მოეხარშა-ხშირი ყანები იცისო. მამაკაცი მსხლის ხისგან გასთლიდა ჯოხს, რომლითაც ურევდა კორკოტს. მერემ იმ ჯოხს შეინახავდნენ გაზაფხულამდე და ხვნის დროს გუთნის კვალში ჩაატანდნენ. ამ დღეს სახლიდან არაფერს გასცემდნენ-ბარაქა დაგვეკარგებაო“ .


მასალები ეკუთვნის გორის ეთნოგრაფიული მუზეუმს, რომელიც შეისწავლა მეცნიერ თანამშრომელმა თამარ კოშორიძემ.

ფოტოები გადაღებულია სოფელ ქვახვრელში, ავტორი ვალერი მღებრიშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.