რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში ბოლო ერთ წელიწადში გარდაცვლილთა შესახებ ჯანდაცვის ცენტრმა ანგარიში მოამზადა
გორის სამედიცინო ჯანდაცვის ცენტრში, ბოლო ერთი წლის განმავლობაში,
გორსა და გორის რაიონში უცნობი დიაგნოზით გარდაცვლილ 282 მოქალაქის
შესახებ, ანგარიში მოამზადეს. ამის შესახებ ცენტრის დირექტორმა გორის
საკრებულოს თავმჯდომარეს დავით რაზმაძეს აცნობა.
წერილში მარინა გიუნაშვილი აღნიშნავს, რომ გარდაცვალების მიახლოებით მიზეზის დადგენის მიზნით, ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები გარდაცვლილების ოჯახებში კარდაკარ დადიან.
მონაცემებს, გარდაცვალების შესახებ, უბნის ან სოფლის ექიმს, ან გარდაცვალების ადგილზე გამოძახებული სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის წარმომადგენლები ავსებენ.
,,1 წლის განმავლობაში 0-5 წლის ასაკის ბავშვთა და 15-49 წლის (რეპროდუქციული) ასაკის ქალთა სიკვდილიანობა არ დაფიქსირებულა. ვერბალური აუტოფსია ჩატარდა 282 უცნობი დიაგნოზით გარდაცვლილ მოქალაქეზე, კარდაკარ შემოვლის პრინციპით მათი მიახლოებითი დიაგნოზის გამოსატანად." - აღნიშნავს მარინა გიუნაშვილი.
1 წლის ანგარიშს გორის საკრებულოს სხდომაზე ხვალ 11 იანვარს განიხილავენ. მარინა გიუნაშვილი ამბობს, რომ ეს იმ გარდაცვლილ ადამიანების ჩამონათვალია, რომლებიც ბინაზე გარდაიცვალნენ და არა სტაციონარში:
,,ჩვენი ცენტრის წარმომადგენლებმა გამოკითხეს როგორც ოჯახის წევრები, ასევე, მათი მეზობლები. დაახლოებით 70% გარდაიცვალა, ზეპირი გამოკითხვით, გულ-სისხლძარღვთა დაავადებებით. ამ მონაცემებში შედის, მაგალითად, ისეთი ადამიანები, რომლებიც სასწრაფო დახმარების ბრიგადას გამოძახებისას მოქალაქე ბინაზე გარდაცვლილი დახვდა. ბუნებრივია, სასწრაფო დახმარების ბრიგადის წევრები ვერ დაადგენდნენ ადგილზე გარდაცვალების მიზეზს. იყო შემთხვევები, მაგალითად, ადამიანი რუსეთიდან ჩამოასვენეს გარდაცვლილი და არავინ იცოდა მიზეზი. იყო რამდენიმე შემთხვევა, როდესაც მითითებულ მისამართზე არავინ დაგხვდა. ყველა ეს მონაცემი იგზავნება ჯანდაცვის სამინისტროში სწორედ დაავადებათა კონტროლისა და შემდგომი სტრატეგიის მიზნით" - განმარტავს მარინა გიუნაშვილი.

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები