რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ძამას ხეობაში 15 კმ-იანი გზის დასაგებად ,,ბლექ სი გრუპი" ემზადება
ქარელის მუნიციპალიტეტში, ძამას ხეობაში 15 კმ-იანი გზის დასაგებად ,,ბლექ სი გრუპი" ემზადება. ხელშეკრულებაზე ხელი 2018 წლის 27 დეკემბერს მოაწერეს.

კომპანია ,,ბლექსი გრუპი" გამარჯვებულია ტენდერში, რომელიც საავტომობილო გზების დეპარტამენტმა ძამას ხეობაში 15 კმ-იანი გზის მოასფალტების მიზნით გამოაცხადა. პროექტის ღირებულებაა 14,5 მლნ ლარი.

,,ბლექ სი გრუპი" გზის მშენებლობას 18 თვის განმავლობაში (წელიწადნახევარი) დაასრულებს გზის მშენებლობას. სარეაბილიტაციო გზა იწყება ელბაქიანთ კარიდან და მთავრდება ტყემლოვანასთან:

,,ამ გზას დიდი მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს რეგიონალური განვითარების თვალსაზრისით, რადგანაც სამომავლო პერსპექტივაში მისი გაგრძელებით ქარელის რაიონი უმოკლესი გზით დაუკავშირდება ბორჯომის ადმინისტრაციულ ერთეულში მდებარე საკურორტო დასახლებებს (ბაკურიანი, მიტარბი და სხვა), რის გამოც მნიშვნელოვანი როლის შესრულება მოუწევს ქვეყნის სოციალური და ეკონომიკურ-კულტურული განვითარების თვალსაზრისით." - აღნიშნულია საავტომობილო გზების დეპარტამენტის საპროექტო განაცხადში.

გზის საწყის მონაკვეთი გადის სოფ. ელბაქიანის დასახლებულ პუნქტში, რომლის შემდეგაც გაივლის სოფ. გვერძინეთის დასახლებას და მიემართება სოფ. ტყემლოვანამდე. სოფ. გვერძინეთიდან ტრასის ბოლომდე ინტენსიურად განლაგებული სამონასტრო კომპლექსებია. გარდა ამისა გვერძინეთი-ტყემლოვანის მონაკვეთზე განლაგებულია ადგილობრივ სოფლებამდე მისასვლელი გზების მიერთებები (სოფ. წიფლოვანა, კოდმანი, ქვათეთრი, ბატეთი, ლოშკინეთი და სხვა).

ხელშეკრულებაზე ხელს საავტმობილო გზების დეპარტამენტის თავმჯდომარის მოადგილე ალექსანდრე თევდორაძე და კომპანია ,,ბლექ სი გრუპის" დირექტორი აწერენ.





იხ. ამავე თემაზე:


ძამას ხეობაში ტყემლოვანამდე ახალი გზა დაიგება და მიუახლოვდება ბორჯომის რაიონს
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.