რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორის უნივერსიტეტის რექტორი ქართულ-პოლონური ცენტრის დირექტორის განცხადებას ეხმაურება
,,ვარშავაში სწავლის მსურველთათვის ლიმიტი არ არსებობს" - ამბობს გორის უნივერსიტეტის რექტორი გიორგი სოსიაშვილი. ის ქართულ-პოლონური ცენტრის ხელმძღვანელის სოფო რეზრიჩენკოს განცხადებას ეხმაურება, რომელმაც qartli.ge-სთან საუბარში, სწორედ, კვოტების შესახებ ისაუბრა.

,,რა ბრალდებასაც ქალბატონი სოფო გორის უნივერსიტეტს უყენებს, ეს არის მტკნარი სიცრუე. ეს პირდაპირ მიმართულია იმ ურთიერთობების საზიანოდ, რაც გორისა და ვარშავის უნივერსიტეტებს შორის არსებობს. ნებისმიერ სტუდენტს, ვინც ფლობს პოლონურ ენას ბრწყინვალედ და აქვს კარგი აკადემიური მოსწრება, შეუძლია სტაჟირება გაიაროს ვარშავის უნივერსიტეტში" - აცხადებს გიორგი სოსიაშვილი.

მისი განმარტებით, სტუდენტთა რაოდენობის შესახებ, მოთხოვნას გორის უნივერსიტეტი საჭიროების მიხედვით ადგენს: ,,წელს შეიძლება 4 სტუდენტი იყოს მზად, მომავალ წელს 15 სტუდენტი. მთავარია სტუდენტი აკმაყოფილებდეს მოთხოვნას. ეს იმას არ ნიშნავს, რომ შეზღუდულები ვართ რაოდენობაში" - განმარტავს სოსიაშვილი.

სოფო რეზრიჩენკო ამბობს, რომ ვარშავის უნივერსიტეტმა გორისთვის გაითვალისწინა შეზღუდული რაოდენობით და ეს კვოტა არ ივსება. იგი რამდენიმე მიზეზს ასახელებს:

,,ამის მიზეზი ენის ბარიერია, რადგან კვირაში მხოლოდ ერთი დღე აქვთ პოლონური ენის შემსწავლელი ლექცია. მანდაც ინგლისური ენის ფილოლიგიის სტუდენტები არიან, ესეც იმიტომ, რომ პოლონური ენა მათთვის სავალდებულო საგნად ითვლება." - აღნიშნავს სოფო რეზრიჩენკო.

2015 წელს გაფორმებული მემორანდუმის თანახმად, გორის უნივერსიტეტის სტუდენტებს შეუძლიათ 1-წლიანი სტაჟირება გაიარონ ვარშავის უნივერსიტეტში. პოლონურ ენას გორის უნივერსიტეტის სტუდენტები ვარშავის უნივერსიტეტის ცენტრში სწავლობენ. ეს ცენტრი 2015 წელსვე გაიხსნა.

იმავე წელს გორის უნივერსიტეტის რექტორის ინტერვიუ გამოქვეყნდა განათლების საკითხებზე მომუშავე რედაქციის საიტზე. ჟურნალისტის კითხვაზე, რას გულისხმობს  მემორანდუმი, რექტორმა უპასუხა:

,,მემორანდუმი არის უდიდესი შესაძლებლობა ჩვენი უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის მიიღონ უმაღლესი განათლება ევროპის ერთ-ერთ წარმატებულ უმაღლეს სასწავლებელში (როგორც საბაკალავრო, ისე სამაგისტრო პროგრამებზე) გაიარონ ერთწლიანი სტაჟირება და გააკეთონ კვლევები, მონაწილეობა მიიღონ ენის საზაფულო კურსებში. ასევე მემორანდუმი ითვალისწინებს უნივერსიტეტის თანამშრომლებისთვის გაცვლითი, ერთობლივი კვლევების ჩატარებას. შეიძლება ითქვას, რომ ჩვენი უნივერსიტეტიდან ახალგაზრდები, რომლებიც ფლობენ პოლონურ ენას, ვარშავის უნივერსიტეტში ყოველწლიურად მიიღებენ 6 ადგილს." - ციტატის დასასრული.

დღეს გიორგი სოსიაშვილი განმარტავს, რომ 3-წლის წინანდელი ვითარება შეიცვალა. ,,იმდენად მჭიდროდ და ნაყოფიერად ვმუშაობთ ვარშავის უნივერსიტეტთან, რომ სტუდენტებს აღარ ჭირდებათ კვოტები. მთავარია, მათ შესაბამისი კრიტერიუმები დააკმაყოფილონ" - აღნიშნავს სოსიაშვილი.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.