რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის მერია სადეპოზიტო თანხებს რუსულ ბანკში აპროცენტებს
გორის მერის, კონსტანტინე თავზარაშვილის
გადაწყვეტილებით, მერიას რუსული ,,ვითიბი" ბანკი მოემსახურება . ამის
შესახებ ინფორმაცია qartli.ge-ს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის
უფროსმა, დალი ტლაშაძემ დაუდასტურა.
მისი განცხადებით, 2019 წელს ,,ვითიბი ბანკმა" უფრო მისაღები მომსახურება შესთავაზა, მაგალითად, სადეპოზიტო ანგარიშზე არსებული თანხიდან მერიას შედარებით მაღალი პროცენტი დარჩება.
,,ვითიბი ბანკის შეთავაზების თანახმად, დეპოზიტზე არსებული თანხიდან, მერია 11,1% მოგებას მიიღებს. ,,ლიბერთი" კი, 10,8%-ს გვთავაზობდა. გასულ 2018 წელს ,,ლიბერთი" გვემსახურებოდა. მაშინ 11,1%-იანი მომსახურება გვქონდა ,,ლიბერთისგან", წელს დაგვიკლო. ამიტომაც, ავირჩიეთ ,,ვითიბი" - აცხადებს დალი ტლაშაძე.
დალი ტლაშაძე განმარტავს, რომ ყოველდღიურად, მერიის სადეპოზიტო ანგარიშზე რჩება ნაშთი. ეს განსაკუთრებით, ადგილობრივი შემოსავლების წყალობით, რომლებიც იმ მომენტისთვის არ იხარჯება. ყოფილა შემთხვევა, როდესაც მერიის სადეპოზიტო ანგარიშზე, წლის განმავლობაში, 1 მლნ ლარიც დაგროვებულა. ამ შემთხვევაში, წელიწადში მოგება 111 000 ლარია.
რაც შეეხება სახელფასო ფონდს, ამ სარგებლის გამო, მერიამ აიღო ვალდებულება, რომ მის თანამშრომლებს ბარათებს ,,ვითიბი ბანკში" გაუხსნის.
,,დღევანდელი მდგომარეობით, თანამშრომლების 80%-მა ბარათები უკვა გახსნა ვითიბი ბანკში. წელს უკვე საბანკო მომსახურებას აღნიშნული ბანკი გაგვიწევს. რა თქმა უნდა, ნებისმიერ თანამშრომელს უფლება აქვს დარჩეს ლიბერთი ბანკში, ეს მისი პირადი უფლებაა, თუმცა თანხებს ვითიბი ბანკის მეშვეობით, მიიღებს." - აღნიშნავს დალი ტლაშაძე.
,,ვითიბი ბანკი ჯორჯიას" ხელმძღვანელია ვლადიმირ ვერხოშინსკი, რუსეთის ფედერაციიდან, ხოლო მოადგილე ილნარ შაიმარდანოვ, ასევე, რუსეთის ფედერაციიდან.
იხ. ამავე თემაზე:
,,2 მილიონს კაპიკი არ მოკლებია" - რისი თანხა გააპროცენტეს გამგეობაში

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები