რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
სპორტის ვარსკვლავთა ნივთები აუქციონზე გაიყიდა და ბერშუეთის სკოლისთვის 43 ათასი ლარი შეგროვდა
გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ ბერშუეთის საჯარო სკოლის დარბაზს
სარეაბილიტაციო სამუშაოები ჩაუტარდება. ამის შესახებ qartli.ge-ს
სკოლის ხელმძღვანელმა ქეთევან ცერცვაძემ განუცხადა.
მისი თქმით, დარბაზისთვის საჭირო თანხა საქველმოქმედო აუქციონზე შეგროვდა, სადაც სპორტსმენთა ნივთები გაყიდეს. აუქციონი 2018 წლის 18 დეკემბერს სოციალური კამპანიის ,,ძლიერები არ ძალადობენ’’ ფარგლებში გაიმართა.
,,აუქციონი 18 დეკემბერს ჩატარდა,სადაც ქართველი და მსოფლიო სპორტის ვარსკვლავების აქსესუარები გაიყიდა. მათ შორის ზაზა ფაჩულიას მაისური 3 100 ლარად. სუმოისტ ლევან გორგაძის (ტოჩინოშინი) - კიმონო და ობი (იაპონური ეროვნული სამოსი ქამრით) – 3 000 ლარად.“ - აცხადებს ქეთევან ცერცვაძე, სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი.
რეაბილიტაცია მხოლოდ სპორტდარბაზს ჩაუტარდება,რომლის გადახურვის სამუშაოებსაც სამშენებლო კომპანია BMG შეასრულებს. გადახურვის სამუშაოების დასრულების შემდეგ კი სარემონტო სამუშაოებს კომპანია PRMC გაუძღვება.
სპორტდარბაზი განათების თანამედროვე სისტემით და ყველა საჭირო სპორტული ინვენტარით აღიჭურვება. ასევე, დამონტაჟდება გათბობის სისტემა,რომელიც მხოლოდ სპორტდარბაზს გაათბობს.
დღემდე ბერშუეთის სკოლაში გათბობის ერთადერთ საშუალებად შეშის ღუმელი რჩება.
ქეთევან ცერცვაძის თქმით, სარეაბილიტაციო სამუშაოები, როგორც მას უთხრეს, 15 იანვარს უნდა დაწყებულიყო და იანვრის ბოლოს დასრულდებოდა. თუმცა უამინდობის გამო გადაიდო.

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები