რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ბავშვმა მისი გატაცების შესახებ ამბავი მოიგონა
შიდა ქართლის ერთ-ერთ სკოლაში მანდატურებმა მიიღეს შეტყობინება
ბავშვის გატაცების მცდელობის შესახებ. როგორც მოგვიანებით გაირკვა,
10-წლამდე ასაკის ბავშვმა ამბავი მოიგონა.
შემთხვევა დღეს მოხდა. მოსწავლემ სკოლიდან შინ მისვლა დააგვიანა. დაგვიანების მიზეზად დედასთან აღნიშნა, რომ იგი უცნობი პირის მიერ იყო გატაცებული.
ბავშვის მონათხრობით, სკოლიდან გასვლისას შავ მანქანაში სათვალიანმა პირმა ძალით ჩააგდო. შემდეგ ,,გამტაცებელმა" მანქანა იგოეთთან გააჩერა და ტელეფონით დაიწყო საუბარი. ,,დრო ვიხელთე, მანქანიდან გადავხტი და ლეხურას პირზე დავეშვიო" - მოუყვა ბავშვი მშობელს.
ფაქტის შესახებ qartli.ge-ს ბავშვის ახლობელმა შეატყობინა. მისი ცნობით, მოზარდი მშობელთან ერთად პოლიციის შენობაში დასაკითხად იმყოფებოდა და ყურადღების მიქცევა ითხოვა.
მანდატურებმა სკოლიდან ვიდეოჩანაწერების დათვალიერება და ამოღება დაიწყეს. მას შემდეგ, რაც დედა ცუდად გახდა, შვილმა გადაწყვიტა სიმართლე ეთქვა - რომ ამბავი მოიგონა. qartli.ge-ს შს სამინისტროს პრეს-სამსახურში განუცხადეს, რომ მანდატურებმა მოკვლევა სკოლაშივე ჩაატარეს და დაასრულეს.

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები