რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორში ვაშლის ღვინის ახალი მეთოდი შეიმუშავეს
საქართველოს სოფლის მეურნეობის მეცნიერებათა აკადემიის აკადემიკოსმა
ვაჟა კვალიაშვილმა, გორის ყოფილი სასურსათო კომბინატის მთავარ ინჟინერ
რევაზ თოროზაშვილთან ერთად, ვაშლის ღვინის წარმოების ახალი მეთოდი
შეიმუშავეს.
ამ მეთოდით მიღებული ვაშლის ღვინის სადეგუსტაციო შეფასება ჯერ კიდევ 2008 წლის 3 ივნისს შედგა მებაღეობის, მევენახეობისა და მეღვინეობის ინსტიტუტში. არსებობს ამ შეფასების ოქმი, სადაც აღნიშნულია, რომ ნიმუშები შეფასდა 10 ბალიან სისტემაში 8 და 8,5 ბალად.
ახალი მეთოდით მიღებული ვაშლის ღვინო შეიცავს 9,88 % სპირტის შემცველ ნივთირებას, ხოლო 0,81 პროცენტ შაქარს; ვაშლის შუშხუნა ღვინოში კი სპირტის შემცველი ნივთიერება 9,92%, შაქარი - 3,36% აღმოჩნდა. რაც შეეხება ვაშლის შუშხუნა არომატიზებულ ღვინომასალას, ქიმიურმა ანალიზმა აჩვენა, რომ მისი 10% სპირტის შემცველია, ხოლო შაქარი - 3,3 %.
,,ჩვენ ვფიქრობდით, რომ ამ კუთხით სახელმწიფო დიდ ინტერესს გამოიჩენდა. იმედი გვაქვს, რომ ეს ინტერესი არ დაიკარგება. ჩვენი ძალებით წარმოების დაწყება შეუძლებელია, თუმცა ვიცით, რა და როგორც შეიძლება განხორციელდეს" - აცხადებს რევაზ თოროზაშვილი qartli.ge-სთან საუბარში.
ვაჟა კვალიაშვილმა და რევაზ თოროზაშვილმა სადეგუსტაციოდ სამი სასმელი წარადგინეს - 1. ვაშლის მშრალი ალკოჰოლური სასმელი 2. ვაშლის ნახევრადტკბილი ალკოჰოლური შუშხუნა სასმელი და 3. ვაშლის ნახევრადტკბილი, არომატიზებული, ალკოჰოლური შუშხუნა სასმელი.
,,ხილის ღვინოების ყველა ცნობილ ხერხს, რომელიც ყველგან გამოიყენება, აქვს ერთი საერთო უარყოფითი მხარე: დაბალი ორგანოლეპტიკური მახასიათებლები, მცირენატურალობა და მაღალი თვითღირებულება. აღნიშნული მდგომარეობის გამოსწორების მიზნით, შემუშავებული იქნა ვაშლის ნატურალური ალკოჰოლური სასმელების მიღების ახალი ხერხი, რომელიც იძლევა ორგანოლეპტიკური მახასიათებლების გაუმჯობესების, მაქსიმალური ნატურალობის მიღწევისა და პროდუქციის თვითღირებულების მკვეთრად შემცირების საშუალებას“ - აღნიშნავენ მკვლევარები.

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები