რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის საბავშვო ბაღებში კვების რაციონის დღიური თანხა 2,7 ლარამდე გაიზარდა
ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღებში, ერთ ბავშვზე
გამოყოფილი კვების დღიური თანხა 2,7 ლარს შეადგენს. 2017 წელს ერთი
აღსაზრდელის ყოველდღიური კვებისთვის გამოყოფილი თანხა იყო 1,20
ლარი.
ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრებს აცნობა. მისივე ცნობით, რომელიც 2018 წლის ანგარიშშია მოცემული, სკოლამდელი აღზრდის სააგენტოში ცვლილებები შეეხო საკვებ მენიუს და გრაფიკსაც, აღსაზრდელები სამჯერადი კვების ნაცვლად უკვე ოთხჯერადი კვებით ისარგებლებენ, ყველა საბავშვო ბაღში, ბავშვები უკვე ნატურალური რძის პროდუქტებს მიიღებენ.
,,ბავშვის დღიური კალორაჟი 1292 კალორიას უნდა შეადგენდეს და კვების ორგანიზება ყველა ბაღში ერთსა და იმავე დროს უნდა ხორციელდებოდეს. ბაღებს ხორცის პროდუქტი ორი კვირის ნაცვლად უკვე კვირაში ერთხელ მიეწოდებათ." - აღნიშნავს ლია კოვზიაშვილი მიმართვაში.
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაგა-ბაღები მარაგდება ნატურალური რძით და ნაღებისგან დამზადებული კარაქით, რომელიც არ შეიცავს ემულგატორებს და ზედმეტ დანამატებს.
აღნიშნული ცვლილებების გამო, გორის მუნიციპალიტეტში არსებულ საბავშვო ბაღებში თანამშრომლების დამატება გახდა საჭირო. კერძოდ კი, სკოლამდელ დაწესებულებებს მზარეულის თანაშემწეები და ჭურჭლის მრეცხავები დაემატა.

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები