რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გარდაცვლილი 9-წლის გოგონას ტანსაცმელზე ბრალდებულის დნმ-ს კვალი აღმოჩნდა
მავ­თულ­ზე, რი­თიც გორ­ში მოკ­ლუ­ლი 9 წლის ნა­ნუ­კა ბე­რი­აშ­ვი­ლის ცხე­დარს ხელ-ფეხი ჰქონ­და შეკ­რუ­ლი, ბრალდებულის დნმ ამო­ვი­და. აღ­ნიშ­ნუ­ლის შე­სა­ხებ „ინ­ტერპრეს­ნი­უსს“ ბე­რი­აშ­ვი­ლის ოჯა­ხის ად­ვო­კატ­მა, გი­ორ­გი გელ­ხა­ურ­მა გა­ნუ­ცხა­და.

„დნმ-ის პა­სუ­ხი მო­ვი­და, რომ­ლის მი­ხედ­ვი­თაც დად­გინ­და, რომ გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ცხე­დარს ხელ-ფეხი მავ­თუ­ლით ჰქონ­და შეკ­რუ­ლი. ამ მავ­თულ­ზე აღ­მოჩ­ნდა ბრალდებულის დნმ-ის კვა­ლი. ასე­ვე მო­ვი­და დას­კვნა, სა­დაც წე­რია, რომ შემ­თხვე­ვის ად­გი­ლი­დან ამო­ღე­ბულ ხე­ლის ური­კა­ზე ამო­სუ­ლი სის­ხლის კვა­ლი გარ­დაც­ვლილ ნა­ნუ­კა ბე­რი­აშ­ვილს ეკუთ­ვნის. მის ტან­საც­მელ­ზე ბრალდებულის ბი­ო­ლო­გი­უ­რი მა­სა­ლა ამო­ვი­და, რი­თიც დად­გინ­და, რომ მას შემ­ხებ­ლო­ბა ჰქონ­და ნა­ნუ­კა ბე­რი­აშ­ვილ­თან. ასე­ვე მი­ვი­ღეთ ფსი­ქი­ატ­რი­უ­ლი დას­კვნა, რომ­ლი­თაც დად­გინ­და, რომ ბრალდებული  შე­რა­ცხა­დია“, - აცხა­დებს გელ­ხა­უ­რი.

გამოძიების ვერსიით, ხელ-ფეხ­შეკ­რუ­ლი გო­გო­ნა მკვლე­ლო­ბის შემ­დეგ ხე­ლის ური­კა­ზე მო­ა­თავ­სა, რათა ამ გზით შემ­თხვე­ვის ად­გი­ლამ­დე გა­და­ე­ად­გი­ლე­ბი­ნა.

ოჯახის ადვოკატი დასკვნას დღეს გა­ეც­ნო:

„ძი­რი­თად კი­თხვას, თუ რით მოხ­და გარ­დაც­ვლი­ლი ბავ­შვის ცხედ­რის გა­და­ტა­ნა იმ ად­გილ­ზე, სა­დაც ის აღ­მო­ა­ჩი­ნეს, პა­სუ­ხი გა­ე­ცა, ის ხე­ლის ური­კით იქნა გა­და­ტა­ნი­ლი. გა­მო­ძი­ე­ბის ვერ­სი­ით, იაგო ნე­ბი­ე­რი­ძემ შემ­თხვე­ვის ად­გილ­ზე გარ­დაც­ვლი­ლი გო­გო­ნას ცხე­და­რი ური­კით მი­ტა­ნა, რა­საც ური­კა­ზე ორ ად­გი­ლას აღ­მო­ჩე­ნი­ლი ბე­რი­აშ­ვი­ლის სის­ხლის კვა­ლი ადას­ტუ­რებს“, - აცხა­დებს ად­ვო­კა­ტი.

„ბავ­შვის ცხე­დარს ური­კის ფორ­მა და ზომა ჰქონ­და მი­ღე­ბუ­ლი, რო­მელ­ზეც მისი სის­ხლის კვა­ლი აღ­მოჩ­ნდა. ზუს­ტად იმი­ტომ შე­უკ­რა ხელ-ფეხი ამ მდგო­მა­რე­ო­ბა­ში, რომ ური­კა­ზე და­ტე­უ­ლი­ყო“, - დას­ძენს გელ­ხა­უ­რი.

გორ­ში 9 წლის ნა­ნი­კო ბე­რი­აშ­ვი­ლი 25 ოქ­ტომ­ბერს გა­უ­ჩი­ნარ­და. ის რამ­დე­ნი­მე სა­ათ­ში სა­მარ­თალ­დამ­ცა­ვებ­მა გარ­დაც­ვლი­ლი იპო­ვეს. გან­ზრახ მკვლე­ლო­ბის ბრალ­დე­ბით 33 წლის, წარ­სულ­ში ნა­სა­მარ­თლე­ვი იაგო ნე­ბი­ე­რი­ძე და­ა­კა­ვეს.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.