რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
თემურ მანველიშვილმა სამსახურიდან დაუყოვნებლივ გათავისუფლების შესახებ მერს მიმართა
გორის მერიის ადმინისტრაციისა და შესყიდვების სამსახურის უფროსმა თემურ მანველიშვილმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ qartli.ge-ს მანველიშვილმა განუცხადა.

მისი თქმით, განცხადება დღეს, დაუყოვნებლივ გათავისუფლების მოთხოვნის შესახებ, დაწერა.

შეგახსენებთ, 2018 წლის 10 ოქტომბერს სამოქალაქო აქტივიტს გიგა მაქარაშვილს მანველიშვილმა ვედრო ჩამოამხო. მაქარაშვილი და სხვა აქტივისტები მერიის წინ საპროტესტო აქცია გამართეს. ისინი მოითხოვდნენ მერის გადადგომას იმ მიზეზით, რომ მერმა კოტე თავზარაშვილმა დევნილთა დასახლებაში მიუღებელი განცხადება გააკეთა.

საპროტესტო აქციის დასრულებისას, მაქარაშვილს მერიის ადმინისტრაციის უფროსმა თავზე ვედრო ჩამოამხო, რაც დააფიქსირა ტელეკომპანია ,,დიას" კამერამ. ფაქტთან დაკავშირებით დაიწყო გამოძიება.

მთავარი პროკურატურის პრეს-სამსახურის განცხადებით, ინციდენტთან დაკავშირებით, გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 144-ე მე-3 პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც გულისხმობს “პირის დამცირებას ან იძულებას, არაადამიანურ, პატივისა და ღირსების შემლახავ მდგომარეობაში ჩაყენებას, რაც მას ძლიერ ფიზიკურ, ფსიქიკურ ტკივილს ან მორალურ ტანჯვას აყენებს.”

საქართველოს მთავარი პროკურატურის განმარტებით, გიგა მაქარაშვილის მიმართ ფსიქოლოგიური ქსპერტიზის დანიშვნის საფუძველი იყო მისივე ჩვენება, იმის შესახებ, რომ აქციის შემდეგ მომხდარი ინციდენტისას, ნაგვის ურნის თავზე ჩამომხობით მან არა ფიზიკური, არამედ ფსიქიკური ტკივილი განიცადა და მიიღო სულიერი ტრამვა.

23 იანვარს qartli.ge-სთვის ცნობილი გახდა, რომ მანველიშვილმა სამსახურიდან წასვლის თაობაზე, განცხადება დაწერა.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.