რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
გორის ბაღებში ბანანისა და წიწიბურას მიწოდებაზე დავა წარმოიშვა
დღეს შპს ჯი-ეს-სი-ს წარმომადგენელმა ალექსანდრე გედენიძემ გორის
ბაღების სააგენტოს უჩივლა და აღნიშნა, რომ მეორე კომპანია, რომელიც
გორის ბაღებს ბანანი და წიწიბურა შესაძლოა მიაწოდოს, იტყუება.
ამის შესახებ მან შესყიდვების სააგენტოს წერილობით მიმართა. საჩივრის ავტორი აღნიშნავს, რომ პრეტენდენტს, ინდმეწარმე შმაგი თათოშვილს (ახალციხე), მწარმოებლის შესახებ ველში მითითებული აქვს არასწორი ინფორმაცია.
კერძოდ, პირველ პოზიციაზე ,,ბრინჯი"- მითითებული აქვს ,,კანგორე თრეიდესი". წარმოშობის სერტიფიკატის მიხედვით არის ,,KANGORE TRADERS". მეორე პოზიციაზე ,,ბანანი"- მითითებული აქვს ,,სებასტიანო". სერტიფიკატის მიხედვით ბანანი მოთავსებულია სებასტიანოს ყუთებში, ხოლო მწარმოებელი არის ,,TUCHOK S.A.".
რაც შეეხება წიწიბურად, აქ, გედენიძის თქმით, გამარჯვებულ კომპანიას მითითებული აქვს, რომ მწარმოებელია შპს ,,გიდანი".
,,შპს ,,გიდანი" არის ქართული კომპანია, რომელიც არ აწარმოებს წიწიბურას, იგი არის ამ პროდუქტის იმპორტიორი ან/და ტვირთის მიმღები, ხოლო წიწიბურა ნაწარმოებია რუსეთში სხვადასხვა კომპანიების მიერ, რასაც მისი წარმოშობის სერტიფიკატიც ადასტურებს, შესაბამისად, პრეტენდენტის მიერ წარმოდგენილი მწარმოებელი კომპანიები არ შეესაბამება სინამდვილეს, (რასაც წარმოშობის სერტიფიკატები მოწმობს), ხოლო აღნიშნულის შემდგომი დაზუსტება კანონმდებლობით დაუშვებელია." - აღნიშნავს გედენიძე.
შპს ჯი-ეს-სი-ს წარმომადეგენელი ითხოვს, რომ ტენდერი გაუქმდეს და ახალი გამოცხადდეს. საჩივარი ჯერ არ განხილულა.

ბაღების სააგენტოშო
აცხადებენ, რომ ტენდერში გამარჯვებული ჯერ არავინაა
გამოვლენილი:
,,რომელ კომპანიაზეც საჩივრის ავტორი მიუთითებს, მას დოკუმენტაცია
ხარვეზით აქვს წარდგენილი. ჩვენ მას დავავალეთ, რომ წარმოდგინა
სრულყოფილი დოკუმენტაცია. წარმოადგინა ისეთი დოკუმენტი, რომელიც არ
წარმოადგენს ოფიციალურ სახეს. ამიტომ, მივიღებთ შესაბამის
გადაწყვეტილებას. რაკი საჩივარი შესულია შესყიდვების სააგენტოში,
მაინც დაველოდებით სააგენტოს გადაწყვეტილებას" - გვითხრეს ბაღების
მართვის სააგენტოში.
შმაგი თათოშვილის ტელეფონის ნომერი, რომელიც მითითებულია
დოკუმენტაციაში, რეგისტრირებული არ არის.
ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები