რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
გორი - სიყვარულის დღე (PHOTO)
დღეს სიყვარულის დღეა. წმინდა ვალენტინის დღე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში აღინიშნება. თუმცა უმეტესგან არც საერო და არც საეკლესიო დღესასწაული არაა. როგორც წესი, ამ დღეს ერთად ატარებენ შეყვარებულები. ისინი ერთმანეთს ულოცავენ და ჩუქნიან ყვავილებს, რომანტიკული შინაარსის ღია ბარათებს — „ვალენტინებს“, სხვადასხვანაირ საჩუქარს. ამ დღეს ხშირად უხსნიან სიყვარულს, ცოლობას სთხოვენ ან ქორწინდებიან.

ვალენტინობის დღის აღნიშვნა V საუკუნის რომში დაიწყო, როგორც წმინდა ვალენტინის ხსენების დღე და მას მთელი ქრისტიანული სამყარო აღნიშნავდა. ახლა 14 თებერვალს, როგორც წმინდა ვალენტინის ოფიციალურ საეკლესიო დღესასწაულს, მხოლოდ პროტესტანტები აღნიშნავენ ლუთერანულ და ანგლიკანურ ეკლესიებში.

მართლმადიდებელ ეკლესიაში ათენგენობის დღეა 19 ივლისი (ძველი სტილით, 6 ივლისი). 1969 წლის საეკლესიო რეფორმის შემდეგ კათოლიკური ეკლესია ამ დღეს აღარ აღნიშნავს. 14 თებერვლის რომანტიკულ საყვარულთან ასოცირებას სათავე დაუდო ჯეფრი ჩოსერმა შუა საუკუნეების მიწურულს.



ისტორია

ძველ რომში 14 თებერვალს აღინიშნებოდა ლუპერკალია — ქალღმერთ იუნონასა და ღმერთ ფავნისადმი (ლუპერკისადმი) მიძღვნილი ეროტიკული დღესასწაული.

როგორც ჩანაწერებიდან ვგებულობთ, ამ დღეს ღმერთებს მსხვერპლად სწირავდნენ ცხოველებს, რომლებსაც ტყავს აძრობდნენ და მათრახებს აკეთებდნენ. მერე ამ მათრახებით ახალგაზრდა, შიშველი მამაკაცები ქალებს ცემით მიერეკებოდნენ ქალაქის ქუჩებში. ქალებს იმედი ჰქონდათ, ამ ცემის რიტუალის შემდეგ უფრო ნაყოფიერი გახდებოდნენ და შვილებს ადვილად გააჩენდნენ. ეს ძალზე გავრცელებული ტრადიცია იყო რომში, რომელშიც დიდგვაროვნებიც კი მონაწილეობდნენ. ამ რიტუალის პოპულარობის მიზეზად უნდა მივიჩნიოთ ის, რომ 276 წელს ჩვილთა სიკვდილიანობა, მკვდრადშობა და მუცლის მოშლა ძალიან გახშირდა.



494 წელს რომის პაპმა — გელასიუს I-მა ლუპერკალიის აღნიშვნა აკრძალა. ძველი დღესასწაული ჩაანაცვლეს წმინდა ვალენტინის დღით. გადმოცემის მიხედვით, ვალენტინი უბრალო მღვდელი იყო, რომელიც 269 წლის 14 თებერვალს რომის იმპერატორმა — კლავდიუს II-მ სიკვდილით დასაჯა ქრისტიანული წმინდა საიდუმლოებების აღსრულების გამო.



ლეგენდის თანახმად, მრისხანე კლავდიუსს მტკიცედ სწამდა, რომ მარტოხელა მამაკაცი, რომელსაც არც ოჯახი ჰყავდა და არც საყვარელი ქალი, უკეთ იბრძოდა და ემსახურებოდა სამშობლოს, ვიდრე დაოჯახებული და წვრილშვილიანი. ამიტომ კლავდიუსმა ქორწინება აკრძალა, მაგრამ ვალენტინი ამ წმინდა ქრისტიანულ საიდუმლო წესს რომის იმპერატორისგან მალულად მაინც აღასრულებდა. მისი ამბავი ქალაქში გავრცელდა.



წმინდა ვალენტინმა უამრავი წყვილის დაქორწინება მოასწრო, სანამ ციხეში აღმოჩნდებოდა. სიკვდილით დასჯის მოლოდინში მყოფმა, ზედამხედველის ქალიშვილი — ჯულია გაიცნო და გულში ჩაუვარდა. შეყვარებულმა მღვდელმა სიკვდილის წინ ქალიშვილს სასიყვარულო ბარათი მისწერა, რომელიც შემდგომში ვალენტინობის სიმბოლოდ იქცა.

269 წლის 14 თებერვალს წმინდა ვალენტინი სიკვდილით დასაჯეს. მისი წმინდა ნაწილები სხვადასხვა ქვეყნის ეკლესია-მონასტრებში დაკრძალეს. წმინდანი სიყვარულისა და ოჯახური კეთილდღეობის მფარველად ითვლება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.