რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
ვაკანსია მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირების პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე
ააიპ სამოქალაქო აქტივობების ცენტრი (CCA) აცხადებს ვაკანსიას მთის მოსახლეობის ინტერესების ადვოკატირების პროექტის კოორდინატორის პოზიციაზე. სამუშაო ადგილი - თბილისის ან კახეთის ოფისი.

პროექტის მიზანია აღმოსავლეთ საქართველოს მაღალმთიან რეგიონებში ახალგაზრდების სამოქალაქო ჩართულობის გაზრდა, მთის სათემო ორგანიზაციების გაძლიერება და არსებული პრობლემების გადაწყვეტის ხელშეწყობა;

პროექტის მოიცავს ახმეტის, დუშეთის და ყაზბეგის მუნიციპალიტეტებს, კერძოდ: თუშეთს, პანკისის ხეობას, ფშავ-ხევსურეთს, მთიულეთს, გუდამაყრის ხეობას და ხევს.

ძირითადი მოვალეობები: პროექტით გათვალისწინებული აქტივობების დაგეგმვა, ორგანიზება და შესრულება (მოსახლეობასთან, განსაკუთრებით ახალგაზრდებთან საინფორმაციო – საკონსულტაციო შეხვედრების ჩატარება; პრობლემების კვლევა და ადვოკატირების კამპანიების დაგეგმვა; საგანმანათლებლო ღონისძიებების ორგანიზება; არასამთავრობო და სათემო ორგანიზაციებთან, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და სხვა ინსტიტუტებთან აქტიური თანამშრომლობა; თვითმმართველობის საქმიანობაში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა; ადმინისტრაციული ორგანოების საქმიანობის მონიტორინგი; „მთის ამბების“ საქმიანობაში აქტიური მონაწილეობა; ღონისძიებების შესახებ ანგარიშისა და საინფორმაციო მასალების მომზადება);

მოთხოვნები: უმაღლესი განათლება (სასურველია); კომპიუტერული პროგრამების კარგი ცოდნა; ქართულ ენაზე გამართულად მეტყველებისა და წერის უნარები; ინგლისური ენის ცოდნა (მიიჩნევა უპირატესობად); მაღალმთიანი რეგიონების სპეციფიკის ცოდნა (აუცილებელია); მართვის მოწმობის ქონა და ავტომობილის მართვის კარგი უნარები (სასურველია); გუნდური მუშაობის უნარი, პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა, ენთუზიაზმი.

ანაზღაურება – 1250 ლარი (საშემოსავლო გადასახადის ჩათვლით);

დაინტერესებულმა პირებმა უნდა გამოგზავნონ CV და მოკლე სამოტივაციო წერილი, მისამართზე: This e-mail address is being protected from spambots. You need JavaScript enabled to view it სათაურში აუცილებლად მიუთითეთ პოზიციის დასახელება, რაზედაც შემოგაქვთ განაცხადი. სამოტივაციო წერილში აუცილებელია მიუთითოთ 2 პირის ვინაობა და მათი საკონტაქტო ინფორმაცია, ვინც გაგიწევთ რეკომენდაციას.

განაცხადის შემოტანის ბოლო ვადაა 2019 წლის 28 თებერვალი.

არასრული განაცხადები არ განიხილება.


შერჩეულ პირებს სამოქალაქო აქტივობების ცენტრი თავად დაუკავშირდება და მიიწვევს გასაუბრებაზე.

სამოქალაქო აქტივობების ცენტრი არასამთავრობო ორგანიზაციაა, რომლის მიზანია, რეგიონებში სამოქალაქო განათლებისა და ჩართულობის ხელშეწყობა; მაღალმთიანი რეგიონების მოსახლეობის, ეროვნული უმცირესობებისა და მარგინალიზებული ჯგუფების ადვოკატირება; ახალგაზრდა სამოქალაქო აქტივისტებისა და ახალგაზრდული ინიციატივების მხარდაჭერა; ქალების სოციალურ-ეკონომიკური გაძლიერება; სამოქალაქო ჟურნალისტიკის განვითარება.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.