რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
მამალოები წარწერით STOP RUSSIA – 11 წლის გორელი ბიჭის ბიზნესი


გიორგი შეშაბერიძემ მამალოების მომზადება Youtube-დან ისწავლა. დღეში 700-მდე მამალოს აკეთებს და ყოველდღიურად გორის სხვადასხვა მაღაზიაში აბარებს, კვირაში რამდენჯერმე კი ბაკურიანისა და ბორჯომის მაღაზიებშიც ახერხებს თავისი პროდუქტის შეტანას.

11 წლის გიორგიმ ბიზნესის წამოწყება მას შემდეგ დაიწყო, რაც მშობლები სამსახურის გარეშე დარჩნენ, სახლი დაკარგეს და ოჯახი იძულებული გახდა ქირით გადასულიყო.

რეპორტაჟი გიორგის შესახებ საზოგადოებრივი მაუწყებლის გადაცემა „ახალმა კვირამ“ მოამზადა.

„21-ე საუკუნეში, როდესაც არსებობს ინტერნეტი, შეუძლებელია, რომ რამე ვერ ისწავლო. ჩემი დამზადებული მამალოები ყველაზე მეტად ბორჯომში და ბაკურიანში იყიდება, ერთხელ ხურვალეთში, მაღაზიაში მისვლისას მავთულხლართები ვნახე, იქვე იყვნენ ჯარისკაცები და კოშკურაც. ამის შემდეგ გამიჩნდა იდეა, რომ მამალოები შემეფუთა წარწერით Stop Russia, მალე რუს ჯარისკაცებთან მივალ და ვეტყვი რომ ეს ჩვენი ტერიტორიაა და ისინი, რომ აქ დგანან ასე არ უნდა იყოს და ჩემს დამზადებულ მამალოებს ჯარისკაცებს შვილებთან გავატან“- ამბობს გიორგი.

გიორგი მუშაობას მას შემდეგ იწყებს, რაც სკოლიდან დაბრუნებული გაკვეთილების მომზადებას ასრულებს. ახლა თიხისგან და თაბაშირისგან სუვენირების გაკეთებაც ისწავლა. ამბობს, რომ ბიზნესის გაფართოებას გეგმავს. აპირებს გამოაცხოს საბავშვო პური, რომელსაც მულტფილმის გმირების ფორმები ექნება.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად
მომხმარებელი

შეთავაზება ვრცელდება თითქმის მთელ სამოდელო რიგზე, ამავდროულად მომხმარებელი

13:27 / 26.11.2024
გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

გორის მერიის ჯანდაცვის სამსახურის ცნობით,

11:31 / 26.11.2024
ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ
საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის ცნობით, იმ შემთხვევაში, თუ საქართველოს პარლამენტი ახალი წევრების უფლებამოსილებას ცნობს,

12:27 / 25.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.