რედაქტორის რჩევით
კალენდარი
|
ახალი ამბები
რობერტ მშვიდობაძემ პუტინთან ერთად ივარჯიშა
ორენბურგის ოლქის ძიუდოს ფედერაცია აქვეყნებს ფოტოებს, რომლებზეც
რუსეთის ნაკრებში მოასპარეზე, წარმოშობით გორელი სპორტსმენი, რობერტ
მშვიდობაძე რუსეთის პრეზიდენტთან, ვლადიმერ პუტინთან ერთადაა
გადაღებული.
ფედერაციის ინფორმაციით, რობერტ მშვიდობაძე სოჭში რუსეთის ნაკრებთან ერთად ვარჯიშობს და გერმანიაში გასამგზავრებლად ემზადება. 22-24 თებერვალს გაიმართება დიუსელდორფის გრანდ სლემი, სადაც მშვიდობაძე რუსეთის სახელით 60 კგ წონით კატეგორიაში იასპარეზებს.
„რუსეთის პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი მსოფლიო რეიტინგის პირველ ნომერთან, ორენბურგელ რობერტ მშვიდობაძესთან ერთად“ - ასე ასათაურებს ორენბურგის ძიუდოს ფედერაცია საიტზე გამოქვეყნებულ ინფორმაციას.
როგორც ამ პოსტიდან ირკვევა, ვლადიმერ პუტინი ძიუდოისტების წვრთნას დაესწრო და თვითონაც მათთან ერთად ივარჯიშა.
29 წლის რობერტ მშვიდობაძემ კარიერა გორის ძიუდოს სკოლაში დაიწყო, თუმცა რუსეთში ადრეულ ეტაპზევე წავიდა. მან 2018 წელს მსოფლიო ჩემპიონატზე რუსეთის სახელით იასპარეზა და ვერცხლის მედალი აიღო. რობერტ მშვიდობაძე არის ევროპის ჩემპიონი, რუსეთის ჩემპიონატების მრავალგზის ბრინჯაოს მედალოსანი, რუსეთში მიღებული აქვს სპორტის საერთაშორისო კლასის ოსტატის წოდება.

თემა: კატეგორია
ამავე კატეგორიაში

უარის მიზეზად საჯარო რეესტრმა საპროექტი დოკუმენტაციის
წარმოუდგენლობა დაასახელა.

"გამოძიების მასალების მიხედვით, იკვეთება, რომ საქართველოს შინაგან
საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების მხრიდან მოქალაქეების მიმართ

განაჩენები საბოლოოა და გადახედვას აღარ ექვემდებარება. სასამართლომ გამართლებულ პირებს, როგორც უკანონო პატიმრებს,

,,ჯერ ისედაც რა მოსავალი მოგვყავს, სულ ანადგურებენ ნაკვეთებს''

,,დიდი თოვლი რომ მოვიდა, მაგ დროს ჩამოცვივდა ლოდები.
ვიდეორეპორტაჟი
ოთხი წელია, რაც სოფელში ჩამოვედი. დედაჩემი იყო ავად, უკვე 92 წლის
ასაკს იყო მიღწეული.
"ორმა ოჯახმა შევინახეთ ეს სოფელი… კვამლი რომ ამოდის ოჯახიდან,
მიხარია,
ხაშურში ამ სოფლის მცხოვრებლებს ცედნელებს უწოდებენ, მაგალითად, თუ
ვინმეზე იტყვიან,
გასული თვის პოპულარული სიახლეები

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები