რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
რუსუდან ხაჩიძე ხაშურიდან - ,,ჩვენ ვცვლით სტერეოტიპს ხაშურის შესახებ"
ხაშურის 1-ელი საჯარო სკოლის მოსწავლე რუსუდან ხაჩიძე საზოგადოება
,,ბილიკის“ მედია ბანაკში პირველად მოხვდა. ის ქართულ-ოსური
სოფლებიდან მიწვეული მოსწავლეების გვერდით აღმოჩნდა. მოუსმინა
რეგიონში მომუშავე ჟურნალისტებს, რომლებიც ტრენერის როლს ასრულებდნენ
და მასალებს სწორედ ქართულ-ოსურ ურთიერთობებზე ამზადებენ.
შეხვედრის შემდეგ იდეაც გაუჩნდა, რომ მედია ბანაკში მიღებული ცოდნა სხვებს გაუზიაროს და მასში, ხაშურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ, შერეულ სოფლებში მცხოვრები მოზარდებიც ჩართოს.
ეს იდეა იქნება მორიგი მისი პროექტის საფუძველი, რომელსაც რუსუდანი ხაშურში ახორციელებს. ის მრავალი პროექტის ავტორი აღმოჩნდა. ეს პროექტები ეხება რუსული პროპაგანდის წინააღმდეგ დაგეგმილ ღონისძებებს, ეკოლოგიურ კვლევებს, ტურისტული სივრცეების მოწყობას, პიკნიკებს, სხვა სკოლების გამოწვევებს, ავტორბოლას, გოგონათა შესაძლებლობების ხელშეწყობას და ა.შ.
,,პირველ რიგში, მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენი საქმიანობით ვცდილობთ საზოგადოების წარმოდგენები შევცვალოთ ხაშურის შესახებ; თითქოს იქ არაფერი კეთდება და ა.შ. ჩემი და ჩემი გუნდის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ეს ასე არ არის“ - გვითხრა რუსუდანმა. მან იმ პროექტების ჩამოთვლა დაიწყო, რომელსაც ახორციელებდა და ახორციელებს.
,,აქტიურად ვმუშაობთ საბჭოთა მენტალიტეტის წინააღმდეგ“ - ამბობს რუსუდანი - ,,ჩვენი გამოკითხვების მეშვეობით ვიგებთ, რომ სურათი მკვეთრად შეცვლილია. მე თუ მკითხავთ, საკმაოდ შეცვლილია მოსახლეობის აზრი და რუსული პროპაგანდა აღარ მოქმედებს. რატომ ევროპა? ამაზე მოსახლეობის დიდ უმრავლესობას პასუხი უკვე აქვს. აი, ესეთი ძალა გვაქვს ხაშურის ახალგაზრდებს.“ - ამაყობს რუსუდანი.
როგორც გაირკვა, ოკუპაციის მუზეუმში, რუსუდანმა და მისმა მეგობრებმა პირველი სკოლის ადმინისტრაციის დახმარებით, დებატების კლუბი გახსნა :
,,ოკუპაციის მუზეუმი ხაშურის ბიბლიოთეკამ გახსნა ,,ქართლოსის" დახმარებით, ძველ სარდაფში, სადაც ადრე თურმე ადამიანებს აპატიმრებდნენ. ამ მუზეუმში გამოფენილია რუსეთის ანექსიის შესახებ, ყველანარი ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია ხაშურთან. იქვე შეგვიძლია გავეცნოთ ისტორიები ხაშურელ გმირებზე. მართალია, ამ სარდაფს კიდევ სჭირდება ხელის შევლება, თუმცა შევძელით ის, რომ ვიკრიბებით იქ ჩვენი სკოლის დირექტორის და ამერიკის კუთხის ინიციატივით. გვაქვს დებატების კლუბი.“ - გვიყვება რუსუდანი.
რუსუდან ხაჩიძემ, მის მიერ განხორციელებული პროექტების შესახებ, ვრცელი ინფორმაცია გაგვაცნო. ჩამონათვალი საკმაოდ ვრცელია, ხოლო ყოველი შეხვედრებიდან ახალ-ახალი იდეებით ბრუნდება ხაშურში.
,,მე და ჩემ მეგობარს, ნიკა ბარბაქაძეს გვქონდა ასეთი პროექტი - შეცვალე შენით (Chalenge by yourself). ეს იმდენად წარმატებული გახდა, რომ სხვა სკოლებმაც გააკეთეს. ეს პროექტი ლატვიელებსაც მოეწონათ და, როგორც ვიცით, იქაც ახორციელებენ.
მაგალითად, სურამში გავაკეთეთ პიკნიკი, სადაც აქტიური მოსწავლეები შევიკრებით. იქ მოვიფიქრეთ ასეთი რამ, რომ მოგვეწყო და დაგვესუფთავებინა ჩვენი სკოლის სიახლოვეს არსებული ტერიტორია. ეს გამოწვევა კი, გადაგვეცა სხვადასხვა სკოლებისთვის. ,,შეცვალე შენით“ უკვე საქართველოს სხვადასხვა ქალაქების სკოლებზე გავრცელდა. ყველამ დაიწყო თავისი სკოლის ტერიტორიის კეთილმოწყობა.“ - ამბობს რუსუდანი.
ამჯერად, რუსუდანი მუშაობს შემდეგ პროექტზე. სურს ხაშურის ბანაკი მოეწყოს, სადაც მიიწვევენ თანატოლებს საქართველოს სხვადასხვა რეგიონებიდან: ,,როდესაც სტუმარი ჩამოვა ჩვენთან, მას უნდა გავაცნოთ ჩვენი რაიონი, ჯერ არ მინდა ყველაფერი ვთქვა, მაგრამ ასეთი ბანაკით მონაწილეები უფრო ბევრ რამეს გაიგებენ ხაშურის შესახებ“
კიდევ ერთი წარმატებული პროექტი, რომლის შესახებ რუსუდანი გვიყვება, ეკოკლუბს და მის საქმიანობას ეხება. ეკოკლუბი პირველ საჯარო სკოლაში ქიმიის მასწავლებლის და მშვიდობის კორპუსის მოხალისის დახმარებით შეიქმნა. რუსუდანი ეკოკლუბის თავმჯდომარედ აირჩიეს, მშვიდობის კორპუსისგან მოიპოვეს გრანტი. ჯგუფმა კი, დაიწყო მდინარე სურამულას წყლის ხარისხის შემოწმება რამდენიმე ლოკაციაზე.
თავდაპირველად, მდინარის სათავესთან სურამულა შეამოწმეს. რუსუდანის ცნობით, სოფელ ბანასთან და ბიჯნისთან სურამულას წყალი საკმაოდ სუფთაა. ქვემოთ დინებაში კი წყალი საკმაოდ დაბინძურებულია. ამ კვლევის ჩატარებაში მათ ხაშურის ლაბორატორია დაეხმარა:
,,მე თვითონაც არ ვიცოდი ამ ლაბორატორიის შესახებ. ერთის მხრივ მოვახდინეთ ამ ლაბორტორიის პოპულარიზაცია, მეორეს მხრივ კი, გარკვეული შედეგი დავდეთ. მდინარის წყლის ხარისხის შემოწმებით დავადგინეთ, რომ წყალი ბინძურდებოდა გარკვეულ დასახლებებში გავლის შემდეგ“ - აცხადებს რუსუდანი.
მოსწავლეებმა ლაბორატორიის დახმარებით ხაშურის სასმელი წყლის ხარისხიც შეამოწმეს. ხაშურის ლაბორატორიამ აჩვენა, რომ სხვადასხვა ადგილებიდან აღებული წყლის სინჯები აკმაყოფილებს სტანდარტებს.
რუსუდანი, მისი მეგობრები და ,,მშვიდობის კორპუსის“ მოხალისეები ამით არ გაჩერებულან. ინგლისური ენის პედაგოგისა და მშვიდობის კორპუსის მოხალისის ინიციატივით ჩამოაყალიბეს გოგონათა გაძლიერების კლუბი.
,,გოგონათა გაძლიერების კლუბის მეშვეობით მოვამზადეთ პრეზენტაციები კომუნიკაბელურობის, ბიზნესის წამოწყებისა და სხვა მსგავს საკითხებზე. ამჯერად რამდენიმე პროექტს ველოდებით ,,მშვიდობის კორპუსისგან“ - გვიყვება რუსუდანი.
გოგონების გაძლიერების კლუბის გარდა, რუსუდან ხაჩიძემ და მისმა მეგობრება დაიწყეს ავტომრბოლელების ინტერესებიც დაცვაც. ამ კუთხით საინტერესო აღმოჩნდა პროექტი ,,განავითარე შენი რეგიონი“.
,,გვქონდა ასეთი პროექტი - განავითარე შენი რეგიონი. მე და ჩემი სკოლის გუნდმა ვიმსჯელეთ და გადავწყვიტეთ, რომ ვეფხვაძეების უბანში მოგვეწყო ავტოდრომი. მოგეხსენებათ, რომ მანამდე გორის ცენტრში ტარდებოდა ავტორბოლა, რითაც მოსახლეობა წუხდებოდა, ასევე, ცნობილია, რომ ბათუმში ასეთი ავტოდრომის მოწყობის შესახებ, უარი უთხრეს ავტომრბოლელებს. ჩვენ კი საუკეთესო ადგილი მოვძებნეთ ხაშურში. მოსახლეობისგან საკმაოდ დაშორებით. მივმართეთ პროექტით ხაშურის მერიას, სადაც შეგვპირდნენ, რომ ამ პროექტის განსახორციელებლად მოძებნიან ინვერსტორს“ - აცხადებს რუსუდან ხაჩიძე.
რუსუდანი ამით არ ჩერდება და ცდილობს, კიდევ გაიხსენოს სხვა პროექტები. სურს, რომ ყველაფერი ვახსენოთ და კიდევ ერთხელ დაგვიმტკიცოს, რომ ხაშურში მართლაც რაღაც კეთდება:
,,დავიწყეთ კამპანია თამბაქოს მოხმარების წინააღმდეგ. შევხვდით უამრავ ახალგაზრდას, ვიზრუნეთ მათ ინფორმირებულობაზე, თუ რა შედეგი მოაქვს თამბაქოს. ჩვენი სკოლის მაგალითზე შემიძლია გითხრათ, რომ ამ კამპანიამ შედეგი გამოიღო, რაღაც დოზით შემცირდა თამბაქოს მოხმარება. ვმუშაობთ ტურიზმის განვითარების კუთხითაც. გვინდა, რომ ხაშურის სოფლებში - ბროლოსანსა და კოდისწყაროში ტურისტული სივრცეები მოვაწყოთ. მერიამ პირველი ნაბიჯები გადადგა, გააკეთა ხიდები. ეს სოფლები თავისი ბუნებით გამორჩეულია ჩვენს მუნიციპალიტეტში. ჩვენ ახალგაზრდებს გვაქვს ტურიზმის პროექტი კონკრეტულად კოდისწყაროსთვის. ვიმედოვნებთ, რომ რამე გამოგვიგვა.“ - ასკვნის რუსუდანი.

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები