რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
არბოში ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმს რეაბილიტაცია ჩაუტარდება
გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ არბოში ნიკო ლომოურის სახლ-მუზეუმს სრული რეაბილიტაცია ჩაუტარდება, რომლის სამუშაოებიც ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსდება.

ინფორმაციას შიდა ქართლის გუბერნატორის ადმინისტრაცია ავრცელებს. პრეს-სამსახურის ცნობით, ამ ეტაპისთვის პროექტირება უკვე დასრულებულია, მშენებლობაზე ტენდერი კი უახლოეს პერიოდში გამოაცხადდება.

,,პროექტის ფარგლებში კაპიტალური რეაბილიტაცია ჩაუტარდება სახლ-მუზეუმს და მოეწყობა ეზო. აღდგება მუზეუმში მდებარე ბიბლიოთეკაც. მიმდინარე პროცესში აქტიურად არის ჩართული შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია. საკითხთან დაკავშირებით მჭიდრო კომუნიკაციაშია როგორც მუზეუმის ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან, ისე ადგილობრივ მოსახლეობასთან, რათა მათი მოსაზრებები პროექტის მიმდინარეობისას გათვალისწინებული იყოს." - აღნიშნავს გიორგი ხოჯევანიშვილი, გუბერნატორი.

გორის სასულიერო სასწავლებლისა და თბილისის სასულიერო სემინარიის დამთავრების შემდეგ, 1875 წლიდან სწავლობდა კიევის სასულიერო აკადემიაში, რომელიც 1879 წელს დაამთავრა. ერთხანს თბილისის ქართულ გიმნაზიაში, 1881 წლიდან კი გორის სამასწავლებლო სემინარიასა და ქალთა პროგიმნაზიაში მასწავლებლობდა.

ნიკო ლომოური დაიბადა 1852 წელს სოფელ არბოში. მისი პირველი ლექსები 1871 წლის ჟურნალ "მნათობში" გამოქვეყნდა. 1885 წელს მისი ლექსები და მოთხრობები ცალკე წიგნაკად გამოიცა. მწერლის პირველი მნიშვნელოვანი ნაწარმოები, რომელმაც განსაზღვრა მისი შემოქმედებითი მანერა, იყო მოთხრობა "ალი" (1878, გამოქვეყნდა ჟურნალ "ივერიაში", 1879).

მოთხრობები "ალი", "ქაჯანა", 1881; "პაწია მეგობრები", 1906;  "ბედი უბედურთა", 1880; "გიგო ღრუბელაშვილი", 1894. ლომიურს ეკუთვნის აგრეთვე ისტორიული მოთხრობები, რომლებიც წარმოაჩენს ჩვენი წინაპრების გმირულ თავდადებას ("წინაპართა აჩრდილნი", 1902; "ხერხი სჯობის ღონესა". ლომოურის ფსევდონიმემი იყო: "ლევან ცაველი", "არბოელი", "გორელი" და სხვა.

Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.