რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ქარტიის საბჭოს განცხადება სმიტების ოჯახის მკვლელობის საქმის გაშუქებაზე
ბოლო პერიოდში მედიამ აქტიურად დაიწყო 2018 წლის წლის ივლისში ხადის
ხეობაში მოკლული აშშ-ს მოქალაქეების, სმიტების ოჯახის მკვლელობის
საქმის გაშუქება.
გამოჩნდა ბრალდებულის მიერ გამოძიებისთვის მიცემული ჩვენების ჩანაწერი, ფოტომასალა, რაც დიდი ალბათობით, თავად ძალოვანი უწყებების მიერ არის მიწოდებული. უახლოეს მომავალში უნდა დაიწყოს საქმის არსებითი განხილვა სასამართლოში ნაფიცი მსაჯულების მონაწილეობით, ამიტომაც ბუნებრივია პროკურატურის ინტერესი - გამოიყენოს მედია სასურველი ინფორმაციის გასავრცელებლად.
აქედან გამომდინარე მედიას უდიდესი პასუხისმგებლობა მართებს, რომ საკუთარი გაშუქებით არ გახდეს ნაფიც მსაჯულებზე ზემოქმედებისა და საზოგადოებაში წინასწარ განწყობებზე ზეგავლენის ინსტრუმენტი პროკურატურის სასარგებლოდ. ამისათვის აუცილებელია:
- შეინარჩუნოს სკეპტიციზმი და როგორც პროკურატურის, ისე დაცვის მხრიდან მიწოდებული ნებისმიერი მასალა შეაფასოს სკეპტიკურად. თუ ჟურნალისტმა გადაწყვიტა, რომ საზოგადოებას გამოძიების მტკიცებულებების შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს, პირველ რიგში თავად უნდა შეხედოს ასეთ მტკიცებულებებს კრიტიკულად, მხოლოდ პოზიციების გავრცელების ნაცვლად, დასვას დამაზუსტებელი კითხვები და შეეცადოს, თავად მოიკვლიოს დამატებითი დეტალები მისი შესაძლებლობის ფარგლებში.
მედიას უნდა ახსოვდეს, რომ პირი უდანაშაულოა იქამდე, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.
- ჟურნალისტურ პროდუქტში აუცილებელი არ არის საქმეში არსებული ყველა დეტალის, ვიზუალური მასალის გამოყენება. მნიშვნელოვანია იმის გააზრება, თუ რა საჯარო ინტერესი არსებობს თითოეული ამ დეტალის მიმართ, რა დამატებით ინფორმაციას აწვდის აუდიტორიას. მედიას არ უნდა დაავიწყდეს, რომ პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვის ვალდებულება აკისრია მაშინაც, როცა საქმე გარდაცვლილს ეხება. შესაბამისად, დაუშვებელია ისეთი დეტალების გასაჯაროვება, რომლის მიმართაც არ არსებობს საზოგადოების ჯანსაღი ინტერესი. მედიას არ უნდა დაავიწყდეს, რომ გარდაცვლილებს ჰყავთ ახლობლები, რომლებისთვისაც მძიმე მოსასმენი იქნება ამგვარი დეტალების შესახებ ინფორმაცია. “ჟურნალისტმა პატივი უნდა სცეს ადამიანის პირად ცხოვრებას და არ შეიჭრას პირად ცხოვრებაში, თუ არ არსებობს განსაკუთრებული საზოგადოებრივი ინტერესი.”
- თუკი მხარეების მიერ გასაჯაროვდება ინფორმაცია სასამართლოს დახურული ნაწილიდან, მედიამ კარგად უნდა შეაფასოს მისი მნიშვნელობა და დაფიქრდეს, რა ახალ ინფორმაციას აწვდის ეს აუდიტორიას და ვისი ინტერესია მისი გამჟღავნება.
მედია ყურადღებით უნდა იყოს ბრალდებულის/გარდაცვლილების შესახებ ისეთი პირადი ინფორმციის გავრცლებისას, რომელიც სასამართლოში განსახილველ საქმესთან კავშირში არ არის.
ბრალდების ვერსიის უპირატესად გაშუქებით, ისეთი ინფორმაციის გავრცელებით, რაც ხელს უწყობს სპეკულაციას, ბრალდებულის დამნაშავედ წარმოჩენით, მედია ფაქტობრივად აზიანებს ნაფიც მსაჯულთა ინსტიტუტს, ვინაიდან ასეთი გაშუქების შემდეგ ყოველგვარ საღ აზრს მოკლებულია მსაჯულების მიერ საქმის მიუკერძოებლად განხილვა, ისეთი მსაჯულების პოვნა, რომლებსაც უკვე არ ექნება ჩამოყალიბებული აზრი და ზედოზირებული ინფორმაცია ამ საქმეზე. ეს კი ცხადია პროკურატურის ინტერესში შედის.
ყოველივე ზემოთქმულიდან გამომდინარე ქარტია რეკომენდაციით მიმართავს მედიასაშულებებს, პასუხისმგებლობით მოეკიდნენ ამ საქმეს და დაგეგმილ სასამართლო პროცესებს. სენსაციურობის, გადაჭარბებული ყურადღების ნაცვლად უპირატესობა მიანიჭონ ფაქტებზე ორიენტირებულ გაშუქებას. კრიტიკულად შეაფასონ მიღებული ინფორმაცია, რათა არ გახდნენ მანიპულაციის მსხვერპლნი და მხარეთა ინსტრუმენტი სასურველი ინფორმაციის გასავრცელებლად.

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები