რედაქტორის რჩევით
კალენდარი
«« ნოემბერი 2024 »»
28293031 1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 1
ახალი ამბები
გორელი მოქალაქე პოლიციელ შერი კაპანაძეს თავისუფლების უკანონო აღკვეთაში სდებს ბრალს
გორში ხერხეულიძის ქუჩაზე მდებარე საიპოთეკარო ბიუროში პატრული გამოიძახეს. ზარის ინიციატორი მოქალაქე რიტა აბალაკი იყო. მისი განცხადებით, საიპოთეკარო ოფისში ჩაკეტეს, ხოლო იარაღიანი მამაკაცი დოკუმენტზე ხელის მოწერას აიძულებდა. რიტა აბალაკმა დაადგინა, რომ ეს იარაღიანი პიროვნება გორის შს სამმართველოს გამომძიებელი შერი (შერმადინ) კაპანაძე იყო.

,,ხელი უნდა მომეწერა თითქოს ჩემ სახლში ქირით ვცხოვრობდი. მე ვეუბნებოდი, რომ ხელს არ მოვაწერდი, იმიტომ, რომ ეს ჩემი სახლია. სახლი ამჟამად შერი კაპანაძის დედაზეა გაფორმებული. რა ფომით მოხდა მესამე პირზე სახლის გადაფორმება ამას დეტალურად მოგიყვებით,“ - გვითხრა რიტა აბალაკმა.

გორის შს სამმართველოში ასევე მიმდინარეობს გამოძიება რიტა აბალაკის სუიციდის მცდელობის ფაქტზე. რიტა აბალაკი ამბობს, რომ ეს მას შემდეგ გააკეთა, როდესაც სახლის დაცლა მოსთხოვეს.

პროკურატურის პოზიცია

საიპოთეკარო ბიუროში მომხდარ თავისუფლების სავარაუდოდ უკანონო აღკვეთის ფაქტზე გამოძიება დაიწყო, თუმცა რიტა აბალაკს დაზარალებულის სტატუსი არ მიანიჭეს. ამას ადასტურებს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის გორის ოფისის იურისტი რევაზ რევაზიშვილი. მისი თქმით, რიტა აბალაკს დღემდე დაზარალებულის სტატუსს არ აძლევენ:

,,ჩვენ იურიდიულ დახმარებას ვუწევთ ქალბატონ რიტას. სასამართლოსაც მივმართეთ დაზარალებულად ცნობის თაობაზე, თუმცა სასამართლოს პოზიცია ასეთია, რომ დევნის ორგანო არ ვართ და დაზარალებულის სტატუსს ვერ მივანიჭებთო.“ - აცხადებს რევაზ რევაზიშვილი. მისი განმარტებით, დაზარალბულის სტატუსის მინიჭების შემთხვევაში რიტა აბალაკს საქმის მასალების გაცნობის საშუალება ექნება:

,,ვითხოვ, ჩემი დატყვევების ფაქტზე დაისაჯოს შერი კაპანაძე. თქვენ ვერ წამოიდგენთ, რა მოხდა იმ ოთახში. არ მიშვებდა გარეთ. მიყვიროდა, გეუბნები, მოაწერე ხელიო, მოაწერე ხელიო. ბედად ცოლ-ქმარი მოვიდა ბიუროსთან. აკაკუნებდნენ დიდი ხანი. გარედან ხედავდნენ, რომ ოთახში ხალხი იყო. ბოლოს იძულებული გახდნენ გაეღოთ კარი და მეც გავვარდი გარეთ. გამოვიძახე პატრული“ - ყვება რიტა აბალაკი.

რა ინტერესი აქვს შერი კაპანაძეს იპოთეკარებთან? რიტა აბალაკი ამბობს, რომ საიპოთეკარო ბიუროს უკან სწორედ შერი კაპანაძე დგას.

,,რამდენჯერაც ფულს მივიტანდი, იმდენჯერ შერის ურეკავდნენ, მოდი წაიღე ფულიო. ყველა, ვინც ჩემი სახლის გადაფორმებაში იღებდნენ მონაწილეობას, ერთი ჯგუფის წევრია.“ - აცხადებს რიტა აბალაკი.

ეს ისტორია, რომელიც თავისუფლების სავარაუდო აღკვეთის ფაქტს ეხება, რიტა აბალაკმა დეტალურად დაწერა იმ განცხადებაში, რომელიც გორის პროკურატურას მისწერა. ის გუშინ, 25 თებერვალსაც მივიდა პროკურატურაში, თუმცა კვლავაც უპასუხეს, რომ პროკურორს  არ სცალია. რიტა აბალაკი ითხოვს გამოძიების ობიექტურ წარმოებას.

,,ჩვენ ხომ არ ვიცით, რა ჩვენებები დაწერეს მოწმეებმა“ - აცხადებს საიას იურისტი რევაზ რევაზიშვილი. ,,ამიტომაც ვითხოვთ დაზარალებულად ცნობას.“ - განმარტავს რევაზ რევაზიშვილი.

რას ამბობენ იპოთეკარები

Qartli.ge მივიდა იმ ოფისთან, სადაც ზემოაღნიშნულ ფაქტზეა საუბარი. ჩვენ იმ ნომერზე დავრეკეთ, რომელიც ბიუროს ოფისთანაა გაკრული. ,,მე არც ქალბატონი ვენერა შ ვარ და არც ქალბატონი ლუიზა. ტყუილებს ამბობს რიტა აბალაკი. რაც მოხდა უკეთესად იცის თვითონ რიტა აბალაკმა და ის მოგიყვებათ ყველაფერს. მოყვეს სიმართლე“ - გვითხრა ოფისის მფლობელმა.

,,რატომ უღებთ ოფისს სურათებს? რა უფლებით?“ - გვითხრა ერთ-ერთმა ქალბატონმა, რომელიც ოფისთან მოვიდა და ამ ოფისის თანამშრომლად გაგვეცნო. როდესაც ვუთხარით, თუ რა საკითხზე ვიყავით მისული, გვიპასუხა:

,,თქვენ ბრალს გვდებთ და ამაზე გაგებინებთ პასუხს. გამოძიება ხომ ჩატარდა, დაამტკიცა რამე?“ - გვითხრა საკითხის დაინტერესებით გაბრაზებულმა თანამშრომელმა და პოლიციით დაგვემუქრა.

როგორც აღმოჩნდა რიტა აბალაკის სახლი პოლიციელის დედის საკუთრება?



ფოტოზე: სადავო სახლი

ამბავი 2015 წლიდან დაიწყო. რიტა აბალაკი ამბობს, რომ მას, მეუღლის ოპერაციისთვის, თურქეთში გადასარიცხად 15 ათასი დოლარი დასჭირდა:

,,ეს ოფისი ეკუთვნის თამარ ჩიგოევს, იქვე მისი შვილი დავით ჩიგოევი მუშაობს ავტოლომბარდზე. მივედი ფულის საშოვნელად და შემახვედრეს ვენერა შავშიშვილს. ვაჩვენე ჩემი სახლის სურათები და დამთანხმდნენ თანხის მოცემას. ჯერ 10 000 დოლარი მომცეს, შემდეგ 5 ათასი დოლარი. ოღონდ იმ პირობით, რომ სახლს დროებით გადაიფორმებდა ვენერა შავშიშვილი“ - აცხადებს რიტა აბალაკი.

მისი განცხადებით, ვენერა შავშიშვილთან ხელწერილით გააფორმა შეთანხმება - რომ სამი თვის შემდეგ, თუკი თანხას დაფარავდა, რიტა აბალაკი სახლს უკან დაიბრუნებდა.

,,ამ 15 ათასი დოლარიდან 1500 დოლარი მაკლერს დავუტოვეთ, 500 დოლარი პროცენტი წინასწარ გადავიხადე, ხოლო სახლის გადაფორმების თანხა 55 ლარიც მე გადავიხადე. საბოლოო ჯამში დამრჩა 12 945 დოლარი სესხი“ - ყვება რიტა აბალაკი.

რიტა აბალაკის თქმით სახლი ჯერ ვენერა შავშიშვილის სახელზე გადაფორმდა 2015 წლის 8 დეკემბერს. ერთი თვის შემდეგ, 2016 წლის 12 იანვარს, ვენერა შავშიშვილმა სახლი გადააფორმა მაკა კოპაძეზე. 2016 წლის 27 აპრილს კი, ნახევარი სახლი გადაფორმდა დავით ჩიგოევზე. საბოლოოდ კი, მაკა კოპაძემ და დავით ჩიგოევმა სახლი გადააფორმეს ლუიზა კაპანაძეზე. ოფიციალურად დღეს სახლი ლუიზა კაპანაძის საკუთრებაა.

,,ვიდრე ესენი ამ სახლს ასე ერთმანეთში იფორმებდნენ, მე პროცენტებს ვუხდიდი ვენერა შავშიშვილს. დაახლოებით 9 ათასი დოლარი მაქვს გადახდილი უკვე პროცენტის თანხა. ერთ დღესაც ჩემ სახლში მოვიდა სახლის ქვითარი და ვნახე, რომ სხვისი სახელი და გვარია. სწორედ, მაშინ დავეჭვდი, რომ რაღაც ხდებოდა ჩემი სახლის ირგვლივ.“ - იხსენებს რიტა აბალაკი.

მან სასწრაფო წესით საქმე სასამართლოში გაასაჩივრა. პროცესი ამჟამადაც გრძელდება. რიტა აბალაკს იცავს ადვოკატი ტანია რაზმაძე, ხოლო მოწინააღმდეგე მხარეს ელზა პავლიაშვილი. ორივე ადვოკატი კომენტარისგან თავს იკავებს.

ადვოკატების პოზიცია

ადვოკატ ელზა პავლიაშვილის თქმით, კომენტარს სასამართლოს დასრულების შემდეგ გააკეთებს. მისი თქმით, მოწინააღმდეგე მხარე სასამართლო პროცესების გაჭიანურებით და პოლიციელის სახელის ხსენებით, ცდილობს სახლის შენარჩუნებას, თუმცა, ადვოკატის განმარტებით, სახლს ამჟამად თავისი იურიდიული მფლობელი ჰყავს, რომლის ინტერესებიც უნდა იყოს დაცული.

,,ქალბატონი ლუიზა ამბობს, რომ ეს სახლი იყიდა, გადაიხადა თანხა და ბუნებრივია ითხოვს თავის კუთვნილ ქონებას.“ - აცხადებს ელზა პავლიაშვილი.

რიტა აბალაკის სუიციდის მცდელობას სწორედ მაშინ ჰქონდა ადგილი, როდესაც იურიდიულმა მფლობელმა რიტა აბალაკს სახლის დაცლა მოსთხოვა. სახლი კი, თითქმის 100 000 დოლარადაა შეფასებული:

,,უნდათ, რომ 15 ათას დოლარად წართმეული სახლი გაყიდონ შემდეგ 100 000 დოლარად. მარკეტ.ჯი-ზეც კი გამოაკრეს განცხადება, მაგრამ ვერ გაყიდეს. - აცხადებს რიტა აბალაკი. იგი ითხოვს, რომ პროკურატურა დაინტერესდეს იმ ფაქტებით, რაც წერილობით აღნიშნულია პროკურორის სახელზე შეტანილ განცხადებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
"შავ პარასკევს", 29 ნოემბერს, თიბისი ყველა მომხმარებელს
16:42 / 22.11.2024
საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების
სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

საჩივრის მიხედვით, ქარელის მერია არ ასრულებს შესყიდვების სააგენტოს მიერ გაცემულ რეკომენდაციებს.

15:55 / 22.11.2024
საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე,
ტანის ხეობაში

საკრებულოს მიერ დამტკიცებული დოკუმენტის მიხედვით, 2029 წლამდე, ტანის ხეობაში

13:33 / 22.11.2024
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ
ღამის ულამაზესი პეიზაჟი იხატება, როცა მწერლის თვალით უყურებ " ბნელ სივრცეში " როგორ " ირწევიან ღრუბლები,"
21:11 / 21.11.2024
დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე
ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

დოკუმენტის სახელწოდებაა ,,ატენის ხეობის და მიმდებარე ტერიტორიების სივრცის დაგეგმარება''.

18:04 / 21.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.