რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
თემურ ცხურბათი: ,,ის, რომ ევროპამ ქართველებს ვიზალიბერალიზაცია მისცა, ეს სამხრეთ ოსეთის დადებით ფაქტორად მიმაჩნია"
ცხინვალელი ჟურნალისტი თემურ
ცხურბათი ამბობს, რომ გარკვეული დროის შემდეგ, ქართველი და ცხინვალელი
ახალგაზრდები თანასწორ პირობებში მოსალაპარაკებლად დასხდებიან. ამის
იმედს საქართველოსა და ევროპას შორის არსებული ურთიერთობა აძლევს.
მისი თქმით, ქართველი ახალგაზრდები განათლებას ევროპაში იღებენ და
სხვა ღირებულებებს იძენენ. კონფლიქტიდან 40-წლის შემდეგ კი, უკანა
პლანზე ის ადამიანები გადაინაცვლებენ, რომლებსაც მწარე მოგონებები
აქვთ.
თემურ ცხურბათთან ვრცელი ინტერვიუ სტუდია რე-მ ჩაწერა. 45-წუთიან ინტერვიუში მამუკა ყუფარაძე და თემურ ცხურბათი, 90-იანი წლებისა და მის შემდეგ არსებულ ურთიერთობების შესახებ, საუბრობენ.
90-იანი წლების მიმოხილვის შემდეგ, დიალოგი 2008 წლის აგვისტოს ომის პერიოდზე გაგრძელდა. გთავაზობთ ინტერვიუდან ამონარიდს, რუსეთის მიერ სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის აღიარების შესახებ, გამართული დიალოგიდან: (სტილი დაცულია)
თემურ ცხურბათი: ,,ჩემთვის სიურპრიზი იყო, რომ რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობა. სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკა შექმნა არა ოსურმა გონებამ, ან ოსურმა მამაცობამ, არამედ ის შექმნა ქართველ პოლიტიკოსთა ჯგუფის სიბეცემ. რუსეთმა აღიარა სამხრეთ ოსეთი და ჩვენ დამატებით თავისუფლების სული ჩაგვბერა. პირადად მე არ შემიძლია დავადაბლო ჩემი სტატუსი, მე უკვე მას შევეჩვიე. მე მივეჩვიე, რომ ჩვენ რესპუბლიკა ვართ. გვაღიარებენ, არ გვაღიარებენ, ეს არ არის მთავარი. მთავარია, შენ შენთავს როგორ აღიქვამ. ადრე ჩემი თავი საქართველოს კეთილსინდისიერ მოქალაქედ მიმაჩნდა. შემდეგ სამხრეთ ოსეთის. ახლა კიდევ უფრო ამაღლდა ჩემი სტატუსი. ახალგაზრდების უდიდესი ნაწილი - ყველა ამას ასე უდგება.
მამუკა ყუფარაძე - იქნებ ეს თამაშია იმ ძლიერი სახელმწიფოსგან სტატუსის მოცემა, რომელიც რეალურად, თქვენც კარგად იცით, რომ არ არის განხორციელებული.
თემურ ცხურბათი: ,,სტატუსი ვიღაცის მიერ აღიარებულია, ვიღაცის მიერ არა, მაგრამ მე ხომ გეუბნებით, მთავარი ის არ არის გვაღიარებენ თუ არა. ის აღიარებულია ოსების უდიდესი ნაწილის სულებში. ანუ ჩვენ გაგვიჩნდა სულისკვეთება, რომ ჩვენ ქვეყანა ვართ, რომელიც აღარ არსებობდა დაახლოებით 600 წელი. ჩვენ დაგვავიწყდა, რომ ოდესღაც ვიყავით ქვეყანა და, სწორედ, ეს სული ჩაგვბერეს ხელახლა. რა თქმა უნდა, ეს თამაშიცაა. მე ეს კარგად მესმის. მაგრამ ამ თამაშში ჩვენ გვაქვს ლუფტი. და ამ ლუფტის ფარგლებში ჩვენ შეგვიძლია სერიოზულად გავიუმჯობესოთ ეკონომიკური მდგომარეობა. დავუმტკიცოთ მთელ სამყაროს, პირველ რიგში კი, საქართველოს, რომ ჩვენ შეგვიძლია რესპუბლიკის აშენება. მე ჩემი თვალებით ვხედავ, რომ საქართველოში იზრდება ამის გაგება. საქართველო მიდის წინ, ვითარდება და ზოგიერთი სტერეოტიპისგან უნდა განვთავისუფლდეთ. და, ალბათ, 15-20 წლის შემდეგ... მოდით ასე ვიტყვი, მე არც ისეთი კარგი ქრისტიანი ვარ, მაგრამ მიუხედავად ამისა, დაგვრჩა 29 წელი იმ მომენტამდე, სანამ ჩვენ ყველაფერი დაგვილაგდება. რატომ 29 წელი? ანუ 11 წელი უკვე გავიდა ჩვენი აღიარებიდან და საჭიროა ოსებსა და ქართველებს დაავიწყდეთ ის წარსული მოგონებები. მოსე წინასწარმეტყველი 40 წელი ატარებდა ხალხს უდაბნოში და მხოლოდ ამის შემდეგ ადამიანები მიაღწევენ შეთანხმებას თანასწორობის პირობებზე.
მამუკა ყუფარაძე: ყველაფერი არის მოსალოდნელი, ყველანაირი განვითარება შეიძლება პოლიტიკურიც, მე ამას თეორიულად ვუშვებ, მაგრამ ქართველის პოზიციიდან მართლა მიჭირს იმის წარმოდგენა, რომ როდისმე ქართული საზოგადოება შეეგუოს იმას, რომ საქართველოს ცენტრში სხვა სახელმწიფო იყოს. თუმცა, ამაზე ახლა ნუ ვიკამათებთ, უბრალოდ, ერთი რამე მინდა ვთქვა - შემიძლია, ასე დარწმუნებით ვთქვა, რომ სამხრეთ ოსეთში მაცხოვრებელ ოსებს დამოუკიდებლობაზე არ უფიქრიათ, სანამ კონფლიქტი არ გახურდა.
თემურ ცხურბათი: - ,,ნუ ჰო, ჩემი თავიდან გამომდინარე შემიძლია ვთქვა, რომ ზუსტად ეგრე იყო.
მამუკა ყუფარაძე - ,,ანუ მეორენაირად რომ ვთქვა, აი ამ ომმა, კონფლიქტმა და დაპირისპირებამ ოსები მიიყვანა იმ იდეამდე, რომ მათთვის მოსახერხებელი იყო ქართველების გარეშე ცხოვრება ან სხვა ქვეყანაში ან დამოუკიდებლად. ასე ჰო? მე ასე გავიგე.
თემურ ცხურბათი: - ,,ესეა. ჩვენი თვითშეგნება გაიზარდა წინააღმდეგობებზე. ანუ ჩვენ მიგვიმწყდიეს კუთხეში. ჩვენ გასაქცევი არსად გვქონდა. რუსეთი ჩვენ არ გვიღებდა. საქართველო ცდილობდა შევევიწროვებინეთ და ჩვენ სხვა გზა არ გვქონდა. ფაქტობრივად, ეს იყო იძულებითი ქმედება. მაგრამ ახლა ეს უკვე გააზრებულია და ახლა სამხრეთ ოსეთში ორი მოძრაობაა. ერთი ნაწილი ცდილობს შეამციროს სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკის სტატუსი და რუსეთს შეუერთოს, რაც მე უკან გადადგმული ნაბიჯი მგონია და ჩემთვის კატეგორიულად მიუღებელია, მაგრამ ეს თუ მოხდება, რუსეთის წინააღმდეგ მე არ ვიბრძოლებ და არც მგონია რუსეთის წინააღმდეგ ვინმემ იბრძოლოს, მაგრამ რუსეთს თავადაც არ სჭირდება, რომ ჩვენ მისი ნაწილი გავხდეთ. ამიტომ, მე იმედს ვიტოვებ, რომ უფრო მეტად საქართველოს იმედი მაქვს; ის, რომ ევროპამ ქართველებს ვიზალიბერალიზაცია მისცა, ეს სამხრეთ ოსეთის დადებით ფაქტორად მიმაჩნია. ქართველი ახალგაზრდები სერიოზულ განათლებას იღებენ ევროპაში და ევროპაში აბსოლუტურად განსხვავებული გაგებები და პრინციპებია. და აი მე თქვენი მესმის და მესმის, როგორი ძნელია დაინახო სხვა რესპუბლიკა საქართველოს შემადგენლობაში... "
მამუკა ყუფარაძე - შუაგულში
თემურ ცხურბათი - ,,ჰო შუაგულში, საქართველოს სსრკ, მეც ასე ვიტყვი, მაგრამ ეს თქვეთვის არის ასე. ამიტომ ვამბობ, საჭიროა, კიდევ 29 წელი, როდესაც ჩვენ გავხდებით ბაბუები და ჩვენ აღარავინ არაფერს გვკითხავს და ვიმედოვნებ, ჩვენი შვილები თანაბარ პირობებში შეძლებენ მოლაპარაკებას. "
იხ. ვრცლად ინტერვიუ

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები