რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ახალგაზრდობა ეთნიკური ოსებით დასახლებულ სოფელში (VIDEO)
სოფლის ცენტრში ერთი სტადიონია. იქვე ახლოს ოროთახანი
მოძველებული შენობა დგას. ერთ ოთახში ბიბლიოთეკა ყოფილა, მეორე ოთახში
- სკოლა. ამჟამად არც ერთი ფუნქციონირებს.
სტადიონთან ცოტა ხანში რამდენიმე მოზარდი მოვიდა. ბურთი არ ჰქონდათ, გვითხრეს, ერთ-ერთ თანატოლს აქვს და მოიტანსო. სტადიონზე კი ქვები ყრია. თუმცა, სხვა პრობლემაც აღმოაჩნდა სტადიონს - ღობე იშლება.
ბოძები, რომელზეც ღობეა შემოვლებული, ძირს ეცემა. ეს ახალი სტადიონია, რომელიც 2016 წელს სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში გაკეთდა.
ვიდრე სტადიონზე თამაშს დაიწყებდნენ, მანამდე სკოლის ყოფილი შენობა დავათვალიერეთ - ,,ირონ ხვითი" - აწერია ჭიშკართან. აქ ხომ ძირითადად ოსები ცხოვრობენ.
ბურთის მოლოდინში სკამზე ჩამომსხდარ მოზარდებს მივმართე - ,,ოსური ვინ იცის?"
- ,,ყველამ ვიცით, თან სუფთად" - მივიღე პასუხი.
- ,,კი მაგრამ როგორ? სკოლაში რომ არ ასწავლიან?" - ვკითხეთ.
- ,,სახლში ოსურად ვსაუბრობთ. ამ ბიჭმა მაგალითად კარგად არ იცის, იმიტომ, რომ ბებია ჰყავს ქართველი და ისე ხშირად ვერ საუბრობენ" - მიპასუხეს.
,,ხორზ, ეზ დენ ჟურნალისტ..." (ქართ - კარგი, მე ვარ ჟურნალისტი) - გავეცანი ოსურად მათ და დამიდასტურეს, რომ წინადადება სწორად წარმოვთქვი. ერთ-ერთ მოზარდს ოსურ ენაზე ინტერვიუ ვთხოვე, უარი არც უთქვამს.
გადავედით შემდეგ მთავარ საკითხზე - სოფლის სტადიონის შესახებ.
ადგილობრივი მუნიციპალიტეტის ცნობით, პროექტი ითვალისწინებდა ტერიტორიის მოსუფთავებას, ნიადაგის გასწორებას და შემოღობვას. მოზარდები ამბობენ, რომ სამუშაოები ზამთარში ჩატარდა.
,,მანამდე უფრო კარგი სტადიონი გვქონდა, შეიძლება ითქვას" - ამბობს გიორგი კუნდუხაშვილი. მისი თქმით, ახალგაზრდებს, სოფელში, ერთადერთი გასართობი ადგილი, სწორედ, სტადიონი აქვთ:
,,სულ ქვები დაგვიტოვეს სტადიონზე. ნახევარზე მეტი ჩვენ თვითონვე გავიტანეთ და გადავყარეთ. ყველა ქვას ხომ ვერ გავიტანთ. ამ ქვიან სტადიონზე ვთამაშობთ. მანამდე შემოუღობავი, თუმცა ბალახიანი იყო. ახლა აღარც ის ღობე ვარგა, რაც გააკეთეს." - ამბობს გიორგი კუნდუხაშვილი.
კახა ხალიშვილის თქმით, სოფლის ახალგაზრდობა, სკოლის დამთავრების შემდეგ, ძირითადად სოფელში რჩება. ,,ვისაც საშუალება აქვს მიდის სასწავლებლად, მაგრამ ძირითადად მაინც სოფელში ვრჩებით. მე მაგალითად, სკოლა რომ დავამთავრე, წავედი ჯარში და შემდეგ ისევ დავბრუნდი სოფელში. სამუშაოები არაა კასპში, თბილისში თუ რამე სამუშაოს იშოვი, გზის ხარჯს მიაქვს ძირითადად შემოსავალი" - ამბობს კახა ხალიშვილი.
სოფელი ხვითი ლამისყანის ტერიტორიულ თემში შედის. სოფლის გზა მინდორზე გადის. ნალექის დროს ტალახდება. მოსწავლეები იხსენებენ, რომ ნამქერის დროს, მიკროავტობუსს ბევრჯერ გზა ვერ გაუგრძელებია.
,,ზამთარში, თოვლის დროს, ბევრჯერ ჩვენი დახმარებით ამოგვიყვანია მანქანა ნამქერიდან. თუ ვერ მოვახერხეთ ამოყვანას, ფეხით მივდივართ სკოლაში. სოფლიდან 37 ბავშვი დავდივართ ლამისყანის სკოლაში. მიკროავტობუსი გვემსახურება" - ამბობს ვასო ხუბაშვილი.
კასპის მუნიციპალიტეტის სოფელი ხვითი გამყოფ ხაზთან მდებარეობს და ეთნიკური ოსებითაა დასახლებული.

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები