რედაქტორის რჩევით
კალენდარი
ახალი ამბები
შიდა ქართლის მუნიციპალიტეტების მერებს ,,ოპტიმალ გრუპი" უჩივის
მიღება-ჩაბარების აქტი წარმოდგენილი უნდა იქნეს საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაზე ექსპერტიზის დადებითი დასკვნის გაცემის შემდეგ - აღნიშნული ნორმა, რომელიც ქარელის მერიამ შეიმუშავა კომპანია ,,ოპრიმალ გრუპისთვის" მიუღებელია.

,,ოპტიმალ გრუპი", რომელიც წელიწადზე მეტია შიდა ქართლში ინფრასტრუქტურული სამუშაოების ინსპექტირებისთვის დაიქირავეს, მუნიციპალიტეტების მიერ შემუშავებულ ნორმებს აპროტესტებს.

ასე მაგალითად, მათი აზრით, ზემოაღნიშნული ნორმა გულისხმობს იმას, რომ ანაზღაურდება მხოლოდ ინსპექტირების დადებითი ანგარიშები.

„ინსპექტირების ორგანო პასუხისმგებელი უნდა იყოს ინსპექტირების საქმიანობის მიუკერძოებლობაზე და არ უნდა დაუშვას, რომ კომერციულმა, ფინანსურმა ან რაიმე სხვა სახის ზეწოლამ საფრთხე შეუქმნას საქმიანობის მიუკერძოებლად განხორციელებას. მხოლოდ დადებითი ინსპექტირების ანგარიშების ანაზღაურება ცალსახად არის მიკერძოების რისკის მატარებელი, რომ გაიცეს დადებითი ინსპექტირების ანგარიში, იმ შემთხვევაშიც კი თუ საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია არ შეესაბამება ქვეყანაში მოქმედ ნორმებს, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სავალალო შედეგები, საფრთხე შეუქმნას საბიუჯეტო თანხების მიზნობრივ ხარჯვას, რიგ შემთხვევაში ადამიანის სიცოცხლესაც კი." - აღნიშნავს ,,ოპტიმალ გრუპის" წარმომადგენელი ნინა კარბელაშვილი.

კარბელაშვილს მოჰყავს კიდევ რამდენიმე ნორმა, რომელსაც ქარელის მერია არასწორად უთითებს. მაგალითად, „საჭიროების შემთხვევაში შეიტანოს გარემოსდაცვით საკითხებში სათანადო ცვლილებები“.

ნინა კარბელაშვილი წერს, რომ საქართველოში აკრედიტებული არც ერთი ინსპექტირების ორგანოს საქმიანობის სფერო არ მოიცავს გარემოზე ზემოქმედების პროექტის ინსპექტირებას:

,,რაც იმას ნიშნავს, რომ არც ერთ ასეთ ორგანიზაციას არ აქვს ხელშეკრულების ზემოაღნიშნული დანაწესით მოთხოვნილი ცვლილებების განხორციელების კომპეტენცია, ამასთანავე ასეთი ცვლილებები გულისხმობს პროექტში ჩარევას, პროექტირებაში ჩართულობას, რაც ეწინააღმდეგება ინსპექტირების ორგანოებისთვის დადგენილი საერთაშორისო სტანდარტის IS მოთხოვნებს, კერძოდ, ინსპექტირების ორგანო და მისი პერსონალი არ უნდა მონაწილეობდნენ მათივე ინსპექტირების ქვეშ არსებული ობიექტის პროექტირების წარმოების და ა.შ. საქმეში." - აღნიშნავს კარბელაშილი.

ქარელის მერია საზედამხედველო ორგანოს ავალდებულებს ასევე, რომ ,,საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა,აც გამოწვეული იქნა მიმწოდებლის ქმედებით ან/და უმოქმედობით“.

ნინა კარბელაშვილი: ,,გაურკვეველია, რომელი დეფექტების აღმოფხვრაზეა საუბარი. საკუთარი ხარჯებით უნდა აღმოიფხვრას დეფექტები ინსპექტირების ანგარიშებში, თუ ხარვეზით შესრულებულ სამშენებლო სამუშაოებში ან საპროექტო- სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტებში. როგორც ჩანს აღნიშნული მუხლი შემთხვევით აქვთ გაწერილი ამ ხელშეკრულებაში, რადგან შესყიდვის ობიექტია ინფრასტრუქტურული ობიექტების საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის ინსპექტირების ანგარიშის (ექსპერტიზა) და სამშენებლო სამუშაოებზე საზედამხედველო მომსახურების გაწევა, შესაბამისად, რის საფუძველზე ავალდებულებს შემსყიდველი საექსპერტო ორგანიზაციას საკუთარი ხარჯებით უზრუნველყოს ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული კონტროლის (ინსპექტირების) შედეგად გამოვლენილი ყველა დეფექტის ან ნაკლის აღმოფხვრა. ინსპექტირების მიზანია სწორედ ნაკლის და დეფექტის გამოვლენა ასეთის არსებობის შემთხვევაში, ხოლო მათი გამოსწორება წარმოადგენს იმ კომპანიის ვალდებულებას, რომელიც ახორციელებს კონკრეტული ობიექტის მშენებლობას. "

აღნიშნული საკითხი ,,ოტპიმალ გრუპმა" შესყიდვების სააგენტოში გაასაჩივრა. ქარელის მერიას საპასუხო წერილი კომისიისთვის ჯერ არ წარუდგენია.
Print E-mail
FaceBook Twitter

სტატიის გამოყენების პირობები

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ დავაყენოთ''
19:43 / 28.11.2024
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
18:21 / 28.11.2024
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის არქიტექტორი,
16:48 / 28.11.2024
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
15:10 / 28.11.2024
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
17:03 / 27.11.2024
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა თანატოლი ჰყავს.

"ტრანსპორტი არ არის, სოფლამდე მოსასვლელი გზა არ იყო და ამის გამო არ დადიოდა

რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი ახალგაზრდების გამოცდილება
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.

ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.