რედაქტორის რჩევით
ახალი ამბები
ჟუჟუნა ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილადან
ჟუჟუნა ვაზაგაშვილი სოფელ ყარაფილაში ცხოვრობს. მისი
საცხოვრებელი სახლი სოფლის შესასვლელში დგას. ოსურ სოფელ ორჭოსნის
მხარეს მიწის ნაკვეთებს ამუშავებს, საიდანაც კიდევ ერთი ოსური სოფელი
ზემო ყური ჩანს.
,,არ ვიცი, რატომ ჰქვია ზემო ყური, მაგრამ ალბათ მთის ფერდობებს შორის რომაა შეყუჟული, იმიტომ" - ამბობს ხუმრობით, თუმცა დედულეთის ხსენებაზე, თვალებში სევდა ჩაუდგა.
ინტერვიუ იმ ადგილზე ჩავწერეთ, საიდანაც ორჭოსანი და ზემო ყური ხელისგულივით ჩანს. ამბობს, რომ დღეს მთელი სოფელი ალან მარღიშვილის დაკავებაზე ფიქრობს. 35-წლის მამაკაცი გუშინ საღამოს ახლობელთან, გიორგი ჩიტიშვილთან ერთად რუსმა სამხედროებმა დააკავეს. ჩიტიშვილი ყარაფილას მეზობელ სოფელ ზადიანთკარიდანაა.
,,აქ გარშემო რა სოფლებსაც ხედავთ, ქართულსაც და ოსურსაც, ერთ დროს, ყველა ერთი ოჯახივით ვიყავით. დღეს ჩვენ შორის, რუსი სამხედროები დგანან. მეც დაკავებული ვიყავი. დავინახე, რომ ამ ე.წ. საზღვართან იქაური მაღალჩინოსნები იყვნენ მოსულები. მივედი ახლოს და ვუთხარი, როდემდე უნდა იყოთ აქ და არ უნდა ატარებდეთ ხალხს თავის ნათესავებთან-მეთქი. ეს რომ ვუთხარი, მაშინვე მიპასუხეს - დაკავებული ხართ, საზღვრის უკანონო გადაკვეთისთვისო." - ამბობს ჟუჟუნა ვაზაგაშვილი.
ის ჯერ ორჭოსნის საგუშაგოზე მიიყვანეს, შემდეგ ცხინვალში გადაიყვანეს. ,,გადავიხადე ჯარიმა და გამომიშვეს." - იხსენებს ქალბატონი ჟუჟუნა. თანხის გადახდის პროცედურებზე საუბარი არ სურს.
ყარაფილაში 40-მდე ოჯახი ცხოვრობს. სოფელში გავლისას რამდენიმე ადამიანს შევხვდით. ,,აქაურებს თითქმის ყველას ნათესავები გვყავს იქით სოფლებში. ვინც კი შეეცადა ნათესავებთან გადასვლას, დააკავეს. ეს რაც ხდება ჩვენს თავს, წარმოუდგენელი ამბავია. დედა იქით გყავდეს, და იქით გყავდეს, ბიძაშვილი იქით გყავდეს - როგორ უნდა მოითმინო?" - ყარაფილაში თითქმის ყველა ოჯახში ეთნიკური ოსია.

ამავე კატეგორიაში
,,დღეს მივიღეთ გადაწყვეტილება, 2028 წლის ბოლომდე დღის წესრიგში არ
დავაყენოთ''
ევროკავშირი ერთ-ერთი პირველი საერთაშორისო ორგანიზაცია იყო, რომელმაც
საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ,
სამიტის გამორჩეული გამომსვლელი, პროგრამული უზრუნველყოფის
არქიტექტორი,
ღამით კი შიდა ქართლში შესაძლოა -5, -7 გრადუსამდე დაეცეს.
25 ივლისს, ქ. თბილისში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ,,მედია
მონიტორინგის" ჟურნალისტისა და ოპერატორის
ვიდეორეპორტაჟი
იმის გამო, რომ წინასაარჩევნო პერიოდი იყო. იფიქრეს, საარჩევნოდ
ჩავედით სოფელში.
12 წლის გურამ გელაშვილი თავის სოფელზე გვიყვება, სადაც ძალიან ცოტა
თანატოლი ჰყავს.
რა სიკეთეებს სთავაზობს ევროკავშირი სტუდენტებს - გორელი
ახალგაზრდების გამოცდილება
გასული თვის პოპულარული სიახლეები
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
სტატიის გამოყენების პირობები